Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისი ბიზნესი მცირე მეწარმეებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ დაკრედიტებას სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისიმ მცირე მეწარმეებისათვის ახალი პროდუქტი შექმნა - "მინი ბიზნეს სესხი/მინი აგრო ბიზნეს სესხი", რომლის მაქსიმალური ლიმიტი 50 000 ლარია. პროდუქტი განკუთვნილია მცირე მეწარმეებისა და მცირე აგრო მეურნეობებისათვის (ხილ-ბოსტნის მაღაზიები, ბაზრობის ტიპის ობიექტებზე მოვაჭრეები, სტილისტები, აგრო მწარმეები და ა.შ.).

სესხი შესაძლებელია გაიცეს მცირე მეწარმეებზე ნებისმიერი მიზნობრიობით და უგირავნოდ.

პროდუქტით სარგებლობისათვის აუცილებელია მსესხებელს ბიზნეს მიმართულებაში ჰქონდეს მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება, ხოლო აგრო მეურნეობის შემთხვევაში მინიმუმ 1 სეზონი.

სესხის ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 60 თვემდე, დამოკიდებულია სესხის მიზნობრიობაზე და მსესხებლის რისკის პროფილზე. გრაფიკის დაგეგმვა ხდება მსესხებლის შემოსავლის მიხედვით, არასეზონური ბიზნესისათვის იგეგმება ყოველთვიური, თანაბარი გადახდები, ხოლო სეზონური ბიზნესისათვის, იგეგმება შემოსავალზე მორგებული გრაფიკი.

მარტივია ასევე პროდუქტით სარგებლობა, განაცხადის დაფიქსირებისა და სესხის აღების პროცესი. სასესხო განაცხადის დამუშავება ხდება ავტომატურ რეჟიმში და მსესხებლის ბანკში ვიზიტის გარეშე, მომხმარებელი პასუხს განაცხადის დაფიქსირებიდან რამდენიმე საათში მიიღებს.

აგრეთვე გამარტივებულია ხელშეკრულებების დადასტურების პროცესი, შესაძლებელია, სესხის გაცემა დადასტურდეს SMS-ით, რაც ასევე ასწრაფებს, ამარტივებს სესხის გაცემის პროცესს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს