Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისი მომხმარებლებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდას უმარტივებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

ხვალიდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია იცვლება, აბონენტებს „თელასის" ნაცვლად კომპანია „თელმიკო" მოემსახურება.

იმისათვის რომ გავუმარტივოთ მომხმარებლებს ეს ცვლილება, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის სისტემაში ახალი სერვისი დაემატა - თელმიკოს ელ. ენერგია. მათ ამ ახალ სერვისზე ელექტროენერგიის გადახდის შაბლონები, იგივე აბონენტის ნომრით ავტომატურად გამოუჩნდებათ მობაილ და ინტერნეტბანკის კომუნალური გადახდებში.

მომხმარებლებმა 1 ივლისამდე დარიცხული დავალიანება „თელასის" სერვისის გამოყენებით უნდა დაფარონ, ხოლო 1 ივლისიდან ელექტროენერგიის საფასურის გადახდა აღნიშნული ახალი სერვისის საშუალებით უნდა განახორციელონ.

ხოლო მათ, ვისაც ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა ავტომატურ გადარიცხვებში ჰქონდა დამატებული, თელმიკოს ელ. ენეგრიის გადახდის დავალება ახლიდან უნდა შექმნან არსებული აბონენტის ნომრით.

„თელასის" ყველა მომხმარებელი, ავტომატურად ხდება „თელმიკოს" აბონენტი. ელექტრომიმწოდებელი კომპანიის ცვლილება არ აისახება ელექტროენერგიის ტარიფზე. კომპანია "თელმიკოსთან" დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: +995 32 5 000 777.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი