Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისი - ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აზიის განვითარების ბანკმა - ADB, ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულ ბანკებს შორის, თიბისი ყველაზე სწრაფად მზარდ ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ, 2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ADB-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი ტრანზაქციის განხორციელებისთვის მიიღო.

ასევე, თიბისიმ, კორპორატიული კლიენტისთვის სომხეთში ღვინის დანადგარების მიწოდების მიზნით წარმატებით განხორციელებული ტრანზაქციისთვის, მსოფლიოში წლის საუკეთესო SME ტრანზაქციის ჯილდოც მოიპოვა. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისი პირველი ქართული ბანკია, რომელმაც დამადასტურებელი ბანკების კატეგორიაში ზედიზედ უკვე მეორედ გაიმარჯვა.

"ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკის ჯილდო სრულიად ახალი და ძალიან საპასუხისმგებლო სტატუსია თიბისისთვის. საერთაშორისო აღიარება ადასტურებს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ ტენდენციებს წარმატებით ვპასუხობთ - კომპანიებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ, მათ ბიზნესპროცესებს ვამარტივებთ და ნებისმიერ რეალობაში, სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. რაც შეეხება მსოფლიოში საუკეთესო ტრანზაქციის ჯილდოს, ამ აღიარებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის დამადასტურებელი ბანკების კატეგორიაში ზედიზედ უკვე მეორედ გამარჯვება. გასულ წლებში, აღნიშნულ კატეგორიაში საუკეთესო ტრანზაქციის ჯილდოს მფლობელები ისეთი საერთაშორისო ბანკები ხდებოდნენ, როგორებიცაა: Standard Chartered Bank, Citibank და სხვები", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის დაჯილდოების ფარგლებში, თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან მესამე ჯილდოც მოიპოვა და ტრანზაქციების რაოდენობის დამსახურებით, საქართველოში ADB-ის წამყვან პარტნიორ ბანკად ზედიზედ უკვე მერვედ დასახელდა.

ADB-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის ხელშეწყობის პროგრამა (TSCFP), საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და რეგიონის მდგრადი განვითარების მიზნით, პარტნიორ ბანკებზე გარანტიებსა და სესხებს გასცემს. 2009 წლიდან დღემდე, პროგრამამ ჯამურად 57 მილიარდი დოლარის ღირებულების 45,510 ტრანზაქცია განახორციელა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ