Get All Access for $5/mo

თიბისი შექმნილ ვითარებაში ყველა თანამშრომელს შეინარჩუნებს თიბისი #შენთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თიბისის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება. თიბისის გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს სამსახურს. ასევე, თიბისის მენეჯმენტი მიმდინარე წელს უარს ამბობს საბონუსე კომპენსაციაზე, რაც როგორც წესი, ანაზღაურების 70%ია.

ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა მაქსიმალურად მოკლე დროში კომპანიის თანამშრომლების დისტანციურ და ციფრულ მოდელზე ეფექტიანად გადაყვანის გზით, ასევე, მენეჯმენტის მიერ წლიური ბონუსების დათმობის ხარჯზე.

თიბისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეპუტაციულად მყარი დამსაქმებელი კომპანიაა და ჯამში 7000-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანიისთვის პრიორიტეტულია, გუნდი წევრებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობისა და ფიზიკური თუ ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა და შენარჩუნება.

„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა რთულ დროში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაოს შენარჩუნება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის და მათი ოჯახებისთვის. თიბისის კულტურა სწორედ ურთიერთმხარდაჭერის და გვერდში დგომის ფასეულობებზე დგას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არც ერთ თანამშრომელს არ გავათავისუფლებთ კრიზისის მიზეზით 2020 წლის განმავლობაში და მაქსიმალურად შევეცდებით, გავუმარტივოთ მათ ცხოვრება ამ რთულ პერიოდში. ამასთან გადავწყვიტეთ, რომ მენეჯმენტი წელს არ აიღებს საბონუსე კომპენსაციებს, რაც წლიური ანაზღაურების 70 %.

ჩვენ დიდი ხანია ვახორციელებთ კომპანიის უპრეცედენტო ციფრულ ტრანსფორმაციას, ეს ჩვენი სტრატეგიაა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა შექმნილმა რეალობამ ეს პროცესი ძალიან დააჩქარა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ კრიზისიდან ჩვენ უფრო მოქნილები და ძლიერები გამოვალთ და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება სამომავლოდ ჩვენი მისიის შესასრულებლად," - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

OnWay-მ 2023 წელს მილიონზე მეტი ამანათი გადაზიდა

წელს განსაკუთრებით გაიზარდა კომპანიის, როგორც რეგიონული გადამზიდის, მასშტაბები

Business News

Lambda Gaming-ის გაბრწყინება CasinoBeats 2024-ზე

8Bit Football Twinko წლის საუკეთესო თამაშად დასახელდა!

ინსპირაცია

ივანე მუხრანბატონი ინოვატორი ანტრეპრენერი XIX საუკუნის საქართველოდან

სწორი მენეჯმენტი, საკუთარი იდეის რწმენა და ინოვაციური აზროვნება ადამიანს მთებს გადაადგმევინებს