Ending Soon! Save 33% on All Access

WeJet - უმაღლესი ხარისხი, გამარტივებული სერვისი და დაუჯერებლად დაბალი ფასები ახალი სატრანსპორტო კომპანია საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

WeJet/ვიჯეთი ახალი ქართული სტარტაპია, რომელმაც 1 ნოემბერს დაიწყო ფუნქციონირება. კომპანიის მიზანია სატრანსპორტო ბაზარზე მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება.

"ვფიქრობთ,ქართულ ბაზარზე ძალიან მაღალი ფასები და სერვისის დაბალი ხარისხია, რაც უსამართლობაა. გვჯერა, რომ მომხმარებელი იმსახურებს საუკეთესოს, ამიტომ "ვიჯეთი" მომხმარებელს სთავაზობს დაუჯერებლად დაბალ ფასებს და უმაღლესს ხარისხს", − ლაშა ფეიქრიშვილი, "ვიჯეთის" გენერალური დირექტორი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ გუნდმა დასავლელი პარტნიორების დახმარებით შეარჩია ახალი კადრები. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი გადამზადება და ტრენინგები.

ლაშა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე საუბრობს, რაც ტრანსპარენტული პოლიტიკაა ფასების მიმართ. გუნდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, კომპანია იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ააგოს გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა მომხმარებლებთან.

ამ ეტაპზე "ვიჯეთი" ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირებას ახორციელებს ჩინეთიდან, დუბაიდან და თურქეთიდან. სამივე მიმართულებით აქვს განსაკუთრებულად დაბალი ფასი. მაგალითად, ფიზიკური პირებისთვის ჩინეთიდან 1 კგ. ამანათის საჰაერო ტრანსპორტირების ღირებულება მხოლოდ 7.95$-ია, ხოლო დუბაიდან − 3.35$.

"მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 2 კვირაა, რაც ჩვენი კომპანია ფუნქციონირებს, შეიძლება ითქვას, ვერ ავუდივართ შეკვეთებს. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა მომხმარებელთა რეაქციამ, რაც იმის მკაფიო მაჩვენებელია, რომ ბაზარზე ნამდვილად არსებობდა მოთხოვნა "ვიჯეთის" მსგავს კომპანიაზე, რომელიც ორიენტირებულია საუკეთესო სერვისსა და შეთავაზებაზე", − აღნიშნავს ლაშა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გუნდის მთავარი ამოცანაა მალე გააცნოს აუდიტორიას თავი და შეცვალოს მომსახურების სტანდარტი ინდუსტრიაში.

ამჟამად კომპანიის ოფისი მდებარეობს თბილისში, თუმცა მომსახურება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

"2024 წელს ვაპირებთ ეტაპობრივად გავხსნათ ოფისები რეგიონებშიც. პირველი სამიზნე რეგიონები იქნება ქუთაისი და ბათუმი. ასევე დავაკვირდებით მოთხოვნას და ვიმოქმედებთ შესაბამისად".

ლაშა ასევე გვიყვება, რომ მსგავსი ტიპის ბიზნესის შექმნა, ინვესტიციის მოზიდვის გარდა, წარმოუდგენელ შრომას და ენერგიას საჭიროებს.

"ვფიქრობ, ჩვენი კონკურენტული უპირატესობები განაპირობა სწორედ იმ ფაქტმა, რომ "ვიჯეთის" მენეჯმენტმა თავდაპირველად ჩაატარა დეტალური კვლევა, დაადგინა მომხმარებლის საჭიროებები და ამის შემდეგ სკრუპულოზურად გაწერა ბიზნესპროცესები", − ლაშა აღნიშნავს, რომ კომპანიის მენეჯმენტის სტილი მაქსიმალურად თანამედროვე და დეტალებზე ორიენტირებულია. სწორედ ასეთი მიდგომისა და პრინციპების დანერგვაა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მათთვის.

შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა "ვიჯეთი", გვპასუხობს, რომ ამისთვის სამი ძირითადი მიზეზი არსებობს:

  • დაუჯერებლად დაბალი ფასები;
  • დაუჯერებლად მაღალი ხარისხის სერვისი;
  • და დაუჯერებლად გამჭვირვალე პოლიტიკა.
Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ