Get All Access for $5/mo

"მამალოების" ბიზნესი საბავშვო გასართობების ნაცვლად 11 წლის ანტრეპრენერის სწრაფად მზარდი სტარტაპი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მიხეილ ვანიშვილი

11 წლის გიორგი შეშაბერიძე ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბავშვია. ყოველდღე სკოლაში დადის, მეგობრებიც ბლომად ჰყავს. მათთან ერთად თამაშსა და გართობასაც ასწრებს, სწავლასაც. თუმცა, 1 წლის წინ ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გორელი ბიჭი, სრულიად მოულოდნელად დიდი ანტრეპრენერობისკენ მიმავალ გზას დაადგა.

მშობლების თვალში თავიდან ალბათ ბავშვურ გასართობად ჩანდა, როდესაც გიორგიმ გადაწყვიტა, შინ დამზადებული ე.წ. „მამალოები" გორის ერთ-ერთ მაღაზიაში ჩაებარებინა. მაგრამ მოზარდს სრულიად სერიოზული გეგმები ჰქონდა.

„ერთ დღეს ტკბილეული მომინდა. შინ არაფერი გვქონდა. მამაჩემმა „მამალოების" ძველი ფორმები იპოვა და ტკბილეული პირველად მაშინ დავამზადე. ძალიან მომეწონა და გავიფიქრე, რატომ არ შეიძლება, ასეთი გემრიელი კანფეტი მაღაზიებში იყიდებოდეს-მეთქი".

მეორე დღეს მშობლების დახმარებით პეპლების ფორმები შეიძინა. რამდენიმე „მამალო" ჩამოასხა და მეზობელ მარკეტში მიიტანა. პირველ დღეს გიორგის დამზადებული 15 კანფეტი გაიყიდა. 1 წლის შემდეგ დღეში საშუალოდ 300 ცალ „მამალოს" ამზადებს. მცირე ბიზნესი რამდენიმე კვირაში მომგებიან წამოწყებად იქცა.

„მამალოებთან" ერთად რამდენიმე თვეა, რაც თაბაშირის სუვენირების წარმოება დაიწყო. თაბაშირითა და თიხით სუვენირების დამზადების მეთოდები ინტერნეტში თავად მოიძია. ახალი პროდუქტის იდეა „მამალოების" წარმატებამ შთააგონა.

„ძალიან დიდი სტიმული მომეცა, რომ ჩემი „მამალოები" სხვადასხვა მარკეტში შემეტანა. მომინდა, ქალაქსაც გავცდენოდი", – იხსენებს გიორგი. საკუთარი ხელით დამზადებულ პროდუქციას ამჟამად 300-მდე მარკეტში ყიდის. გორში, ბორჯომსა და ბაკურიანში მის „მამალოებს" ასეულობით მაღაზია იბარებს.

ბრენდს „დორა" ჰქვია. თეოდორა გიორგის უმცროსი დის სახელია. შეფუთვაზე საქართველოს დროშასთან ერთად პატარა ბავშვები არიან გამოსახული. დროშის ქვეშ კი მოზრდილი წარწერაა: Stop Russia. ახალგაზრდა ანტრეპრენერი რუსულ ოკუპაციას ამ ფორმით აპროტესტებს.

„დორას" გვერდს Facebook-ზე 1000-მდე ლაიქი აქვს. გიორგის დიდი მიზნები დაუსახავს – უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქსელურ მარკეტთან. სურს, მისი პროდუქცია თბილისელ მომხმარებლამდე დიდი მარკეტების დახლიდანაც მივიდეს.

იმისათვის, რომ მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილოს, პატარა საწარმოს აშენებს. TBC-ის სტიპენდიის დამსახურებით, საწარმოს ხარჯებს თავად ფარავს და უახლოეს მომავალში რამდენიმე ადამიანის დასაქმებასაც გეგმავს.

„დედა და მამა ბიზნესში უკვე ჩავრთე". რამდენიმე კვირაში „დორას" მცირე საწარმოს რემონტი დასრულდება და გიორგიც ოცნების ასრულებისკენ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

ახალგაზრდა ანტრეპრენერს მიზნად აქვს დასახული, საკუთარი ხელით დამზადებული, ნატურალური ტკბილეული მთელ ქვეყანაში გაიცნონ და დააგემოვნონ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ დამატებითი ონლაინბიზნესი

დამატებითი სამსახური შესაძლოა არცთუ ძვირადღირებული და ამავე დროს, მნიშვნელოვანი ვარიანტი აღმოჩნდეს თქვენი შემოსავლის გასაზრდელად

ტექნოლოგიური ტრენდები

ყველაფერი Pulsar AI-ს შესახებ

გაიცანით პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც ინვესტიცია "სილიკონის ველზე" მოიზიდა

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ინსპირაცია

LIVING MUSEUM - ნათია ფანჯიკიძის ხელოვნებადქცეული თერაპია

ადგილი მათთვის, სოციუმთან ურთიერთობა უჭირს და მიაჩნია, რომ უკვე დროა სტრესსა თუ სხვა მენტალურ სირთულეებს ცხოვრების ახალი, პოზიტიური დღის წესრიგი დაუპირისპიროს.

ინდუსტრიული ტრენდები

ვინ არ დაისვენა? - Dello

გაიცანით ოთარ ტერტერაშვილი და ვაკო ბენაშვილი!