Ending Soon! Save 33% on All Access

"ჩვენ უამრავი ექიმი ვნახეთ" დედა ამბობს, რომ ChatGPT-იმ შვილის ჯანმრთელობის დიაგნოზი ზუსტად დასვა მას შემდეგ, რაც ეს 17-მა ექიმმა ვერ შეძლო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დიაგნოზის არარსებობით იმედგაცრუებულმა დედამ ChatGPT-ს მიმართა.

პანდემიის პერიოდში 4 წლის ბიჭს ძლიერი ტკივილები დაეწყო, დედას კი ტკივილის გამომწვევი მიზეზის გასარკვევად 3 წელი დასჭირდა.

დიაგნოზის დასმის უამრავი წარუმატებელი მცდელობის, სტომატოლოგების, პედიატრებისა და ფიზიოთერაპიის სპეციალისტების მონახულების შემდეგ, ყველა შეკითხვას საბოლოოდ პასუხი ChatGPT-იმ გასცა.

როგორც დედამ TODAY-ის განუცხადა, სამი წლის განმავლობაში მათ 17 ექიმი მოინახულეს და თითოეული მათგანი მხოლოდ საკუთარი სფეროს მიმართულების მკურნალობას სთავაზობდა მათ, ნაცვლად დიდი სურათის დანახვისა. ამიტომ, 4 წლის ბიჭი ყოველთვის დიაგნოზის გარეშე რჩებოდა.

წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, დედამ შვილის ტკივილების დეტალები ჩატბოტს გაუზიარა, მათ შორის ინფორმაცია სხვადასხვა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიიდან. ჩატბოტი ვარაუდობდა, რომ დიაგნოზი შესაძლოა tethered cord სინდრომი ყოფილიყო. (ნევროლოგიური აშლილობა, რომელიც ზურგის ტვინის მოქმედებას ზღუდავს და შემდგომში ტკივილს იწვევს).

ChatGPT-ის დიაგნოზის შემდეგ, დედა Facebook-ჯგუფში გაწევრიანდა, სადაც სხვა ადამიანები იყვნენ, რომელთა შვილებსაც ანალოგიური მდგომარეობა აქვთ. მსგავსების აღმოჩენის შემდეგ, მან ნეიროქირურგი მოიძია, რომელიც ამ მიმართულებით იყო სპეციალიზებული და მან ChatGPT-ის დიაგნოზი დაადასტურა.

2022 წლის ნოემბერში, გაშვების დღიდან ChatGPT-მა კამათი გამოიწვია მის ფართო გამოყენებასა და პოტენციურ რისკთან დაკავშირებით − გაჩნდა შეშფოთებები პლაგიატის, თაღლითობისა და კაცობრიობისთვის პოტენციური ზიანის მიყენების შესახებ, თუმცა ჩატბოტი შეიქმნა და დაპროგრამებულია ერთი საქმისთვის − უპასუხოს შეკითხვებს წარმოუდგენლად სწრაფად. არაერთი სარგებლის მიუხედავად, მისმა შემქმნელმა OpenAI-იმ ღიად განაცხადა, რომ ჩატბოტი ექვემდებარება შეცდომებსა და მიკერძოებას.

მოცემულ შემთხვევაში, ჩატბოტი სასარგებლო აღმოჩნდა − ექიმების ცოდნა შემოიფარგლებოდა მათი სპეციფიკური სამედიცინო ექსპერტიზით, მაშინ, როდესაც ChatGPT მოიცავს მილიონობით ინფორმაციას ერთი სფეროს მიღმა.

რაც შეეხება სამედიცინო საკითხებს, ექსპერტები აცხადებენ, რომ მიუხედავად შესაძლო სარგებლობისა, ChatGPT ვერ შეცვლის ექიმს.

"ამ ინსტრუმენტის გამოყენება არ არის არასწორი", − განუცხადა The New York Times-ს ექიმმა ბაირონ ქროუმ, − "უბრალოდ, ისინი სწორად უნდა გამოიყენოთ. ეს შესანიშნავი პარტნიორია, მაგრამ ის არ ცვლის ღრმა გონებრივ გამოცდილებას".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ