Ending Soon! Save 33% on All Access

LIMONATI BY BORJOMI - ნამდვილი ქართული ლიმონათი, მხოლოდ ბორჯომისგან "ბორჯომი" სასმელების ახალ კატეგორიაში შედის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, პორტფელს აფართოებს და პრემიუმ ლიმონათების ასორტიმენტით, ტკბილი გაზიანი სასმელების კატეგორიაში შედის. LIMONATI BY BORJOMI"ლიმონათი ბორჯომისგან", ახალი ინოვაციური პროდუქტია, რომელსაც ქართული მინერალური წყლის ბრენდი მომხმარებელს უახლოეს პერიოდში შესთავაზებს. "ლიმონათი ბორჯომისგან", დამზადებულია "ბორჯომის" მინერალური წყლით და ქართული ნატურალური ხილის წვენით.

ახალი ქართული ლიმონათი ქილაში ჩამოისხმება, შეფუთვის დიზაინზე იტალიურმა ბრენდინგ სააგენტო "პაგინამ" იმუშავა. ლიმონათის ოთხი გემო – მსხალი, აჭარული მანდარინი, ტარხუნა და ციტრუსი, შესაბამისი ფერის ქილებშია წარმოდგენილი. დიზაინი, ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ორნამენტთან ერთად, ბორჯომის ხეობას, მინერალურ წყალს და ბრენდის სიმბოლოს - ირემს, ოვალის ფორმის გამოსახულებაში აერთიანებს. სპეციალურად შეირჩა ქართული ჟღერადობის სახელწოდებაც - LIMONATI ბორჯომისგან, რომელიც სიტყვის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო ენაზე დაიწერა.

ივანე მაჭავარიანი, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი

"ინოვაციური პროექტების განხორციელება და პორტფელის გაფართოება, ჩვენი კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვცდილობთ, ვიყოთ ნოვატორები, ერთი მხრივ დავნერგოთ სიახლეები და მეორე მხრივ მოვიზიდოთ სრულიად განსხვავებული, ჩვენთვის ახალი კატეგორიის მომხმარებლები. ტკბილი გაზიანი სასმელების კატეგორიაში შესვლა ერთგვარი გამოწვევაა, რადგან გარემო საკმაოდ კონკურენტულია. თუმცა მიგვაჩნია, რომ "ქართული ლიმონათი ბორჯომისგან", გამორჩეულია თავისი შემადგენლობით და გემოთი, რაც მის წარმატებას განაპირობებს და ღირსეულად გააგრძელებს საქართველოში ლიმონათის დამზადების 100 წლიან ტრადიციას".

"ლიმონათი ბორჯომისგან" ბორჯომის ჩამომსხმელ N2 ქარხანაში იწარმოება და საქართველოს გარდა ექსპორტზე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გავა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსხვილ სავაჭრო ობიექტებთან. ბრენდი ახალი პროდუქტის საკომუნიკაციო კამპანიას და ქსელში გატანას 2024 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ასევე მალე, მისი შეძენა კომპანიის ონლაინ გაყიდვების პლატფორმა www.mywatershop.ge - ზეც იქნება შესაძლებელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ