Ending Soon! Save 33% on All Access

ლიბერთი Aktif Bank-ის კომპანია UPT-ის პარტნიორი გახდა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და ადგილობრივი მომხმარებლები, ფულადი გზავნილების ოპერაციებს სწრაფად და ბევრად შეღავათიანი ტარიფით შეასრულებენ.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლიბერთი, თურქული Aktif Bank-ის შვილობილი, ფულადი გზავნილების უმსხვილესი კომპანია UPT-ის პარტნიორი გახდა. პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ლიბერთის ფინანსურმა დირექტორმა ვახტანგ ბაბუნაშვილმა და UPT-ის გენერალურმა დირექტორმა მურატ კაშტანმა.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და ადგილობრივი მომხმარებლები, ფულადი გზავნილების ოპერაციებს სწრაფად და ბევრად შეღავათიანი ტარიფით შეასრულებენ. სერვისი ხელმისაწვდომი იქნება, მხოლოდ ლიბერთი ბანკის ფილიალებსა და ციფრულ არხებში.

მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომი ხდება, ნებისმიერ სასურველ ვალუტაში, როგორც ანგარიშებზე, ასევე პლასტიკურ ბარათებზე თანხების გადარიცხვის და ჩარიცხვის ოპერაციები.

,,მოხარული ვართ, რომ დღეს გაფორმდა პირდაპირი თანამშრომლობის კონტრაქტი თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, გზავნილების შვილობილ კომპანიასთან. UPT ცნობილია, როგორც გადახდების და ფულადი გადარიცხვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მსხვილი პროვაიდერი თურქეთში, რომელიც 7,000 ფილიალით, 1,700,000-ზე მეტი ადამიანის ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.

ლიბერთის გუნდი მუდმივად ზრუნავს და აგრძელებს, არამარტო საქართველოში მცხოვრებ, არამედ ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის, სრულფასოვანი და ბევრად ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების და პროდუქტების მიწოდებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ბევრად გაზრდის ფინანსურ ნაკადებს საქართველოში, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე."- ვახტანგ ბაბუნაშვილი, ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ