Ending Soon! Save 33% on All Access

Euromoney-მ საქართველოს ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EuroMoney-მ საქართველოს ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა. ბანკმა ჯილდო 2019 წელს ნაჩვენები ფინანსური სტაბილურობისთვის, არჩეული სტრატეგიისა და მუდმივად განახლებადი ციფრული შესაძლებლობებისთვის მიიღო.

„მოხარული ვართ, რომ EuroMoney-ს პრესტიჟული ჯილდო უკვე მერვედ მივიღეთ. 2019 წლის საუკეთესო ბანკად დასახელება საქართველოს ბანკის მთელი გუნდის დაუღალავი შრომის აღიარებაა, იმ გუნდის, რომელიც ყოველდღიურად თავდაუზოგავად მუშაობს, არ ჩერდება და ცდილობს შექმნას უკეთესი საქართველო. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ბანკი ინარჩუნებს ფინანსურ სტაბილურობას, ნერგავს ინოვაციებს, ყოველდღიურ რეჟიმში აუმჯობესებს ციფრულ არხებს და მომხმარებელს საუკეთესო პროდუქტსა თუ სერვისს სთავაზობს",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

EuroMoney -ის დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ჯილდოდ ითვლება. ის მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას და საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა