Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას ახალ ფორმატში განაგრძობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამა "ლიდერატორის" განხორციელებას და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობას განაგრძობს. შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე ბანკი სტუდენტებს დასაქმების ახალ ფორმატს სთავაზობს. Covid 19-ის პირობებში პროგრამა სრულიად გადაეწყო ციფრულ სწავლებაზე და ის საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის III-IV კურსის სტუდენტებს პროგრამის ახალი, ციფრული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ლიდერატორის ორი პროგრამის - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მეცნიერების დისტანციურად განხორციელება უკვე დაიწყო. სტუდენტებმა დაასრულეს ტრენინგების ეტაპი და აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში, რომელიც მოიაზრებს სრულიად Agile მეთოდოლოგიების გამოყენებას. ლიდერატორის დანარჩენი 7 პროგრამის განხორციელება აგვისტოდან დაიწყება.

„განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ახალგაზრდა ლიდერების მომზადება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ბანკი ზრუნავს კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. საქართველოს ბანკი ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით. გვინდა სტუდენტებს მხარდაჭერა გავუწიოთ, იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილება, ყოველივე ეს გამოიყენონ, როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის",- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

სტუდენტური პროგრამა ლიდერატორი სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 2014 წელს შეიქმნა. ის სტუდენტებს სთავაზობს მათ სასწავლო პროცესზე მორგებულ გრაფიკს. 2020-ში დაგეგმილი ლიდერატორის სტუდენტური პროგრამები ყველაზე მრავალფეროვანი და მასშტაბურია და ის 9 მიმართულებას მოიცავს. ესენია: ინფორმაციული ტექნოლოგიები; მონაცემთა მეცნიერება; ბიზნესის განვითარების ანალიტიკა; ბიზნესის ეფექტურობა; კორპორაციული/ საინვესტიციო ბანკინგი და დაგროვილი ქონება; ფინანსური მენეჯმენტი; საცალო საბანკო მომსახურება (RB, SOLO) დაციფრული პროდუქტები; მცირე და საშუალო ბიზნესი. აღნიშნული პროგრამები ბანკის მასშტაბით ჯამში 25 სხვადასხვა მიმართულებას და ბანკის შვილობილ კომპანია Galt & Taggart-ს მოიცავს.

ლიდერატორის პროგრამა ანაზღაურებადია, გრაფიკი არის სტუდენტებზე მორგებული და მოიცავს ტრენინგს. ყველა მონაწილეს ყავს ინდივიდუალური მენტორი, რომელიც სწავლაში და სამუშაოს შესრულებაში მას მხარს უჭერს, რთავს გუნდის საქმიანობაში და უბრუნებს უკუკავშირს. პროგრამების მონაწილეები სხვადასხვა დეპარტამენტებში იღებენ გამოცდილებას როტაციული პრინციპით. პროგრამის ხანგრძლივობა 6-12 თვემდე მერყეობს. ბანკში განხორციელებული სტუდენტური პროგრამების შედეგად 80 საუკეთესო მონაწილე უკვე საქართველოს ბანკის თანამშრომელია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა