Sponsored Content

"გრანდე ჯგუფის" მასშტაბური პროექტი კრწანისის პრესტიჟულ ნაწილში და თანამედროვე ცხოვრების სტილი ერთ კომპლექსში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"გრანდე ჯგუფი" ქართულ სამშენებლო ბაზარზე 2014 წლიდან მოღვაწეობს. კომპანიის პორტფოლიო მაღალი კლასის სასტუმროებისა და საერთაშორისო სტანდარტების პროექტებს აერთიანებს, როგორიცაა "ბაკურიანი ინნ"-ის 5-ვარკვლავიანი სასტუმრო, "გუდაური ინნი" და .ა.შ.

მაღალი კლასის აპარტოტელებისა და სასტუმროების შემდგომ "კრწანისი გრანდე" პირველი მასშტაბური საცხოვრებელი პროექტია, რომელსაც "გრანდე ჯგუფი" მომხმარებელს სთავაზობს. პროექტის პარტნიორია "საქართველოს ბანკი".

სახლი, როგორც სრულყოფილება - ასეთია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის, "კრწანისი გრანდეს" გზავნილი ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კომპანიას დაუკავშირონ.

"დღეს სამყარო აჩქარებულია და ადამიანებს სულ უფრო მეტი მოთხოვნა აქვთ, ნაკლები დრო დაკარგონ ცხოვრებისთვის აუცილებელი სერვისების მიღებაში. საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას მომხმარებელი ბევრ დეტალს აქცევს ყურადღებას, როგორც ხარისხიან მასალებს, ასევე იმ სერვისებსა და ბენეფიტებს, რაც საცხოვრებელმა გარემომ შეიძლება მას შესთავაზოს. "კრწანისი გრანდე" ერთ სივრცეში საჭირო ყველა სერვისს აერთიანებს, მათ შორის: გამწვანებულ დიდ ეზოს, სადაც მობინადრეების კომფორტისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზონა განთავსდება; ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, სატრენაჟორო დარბაზსა და კომერციულ სივრცეებს ( ბანკი, აფთიაქი, სუპერმარკეტი ... )", - ბუბა ჩანქსელიანი, "გრანდე ჯგუფის" დირექტორი.

კომპლექსი კრწანისის დიპლომატიურ, პრესტიჟულ ნაწილში შენდება, სადაც საცხოვრებლად იდეალური ჯანსაღი გარემოა და, ამავდროულად, დედაქალაქის კულტურული ცენტრიდან, "აბანოთუბნიდან", 3 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

როგორც ბუბა გვიყვება, კომპლექსის შენობების პროექტირებისას გათვალისწინებული იქნა მისი მდებარეობა და არქიტექტურული ნაგებობა. თითოეული ბინიდან ქალაქისა და მთების ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.

"კრწანისი გრანდეს" საცხოვრებელი კომპლექსი არის ურბანული ცხოვრებისა და ეკოლოგიურად ჯანსაღი, მშვიდი გარემოს სინთეზი. საერთაშორისო სტანდარტების ენერგოეფექტიანი მასალები კიდევ უფრო ეკოლოგიურს ხდის გარემოს.

"2 წელიწადში კომპლექსის საცხოვრებელი A და B ბლოკის მშენებლობა დავასრულეთ, ხოლო C ბლოკი მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება. ამ ეტაპზე დავიწყეთ ახალი D/E ბლოკების მშენებლობა, რომელიც მომხმარებლებს ბინების მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას აძლევს. ყველა ბინა კომპლექსში მწვანე კარკასის კონდიციით ჰბარდება", - ამბობს ბუბა.

"კრწანისი გრანდე" მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ საცხოვრებელს, არამედ ცხოვრების ახალ სტილსა და სახლს სრულყოფილი ცხოვრებისთვის. პროექტში თითოეული დეტალის გათვალისწინებით ვცდილობთ, ადამიანებს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მარტივად მიღებაში დავეხმაროთ.

გაიგეთ მეტი:
www.grandegroup.ge
ტელ: 595 90 99 99
https://www.facebook.com/grandeKrtsanisi