Sponsored Content

შეიძინე ბინა "მეტროპოლში" და მიიღე საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები საგზური

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

  • გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გასამგზავრებლად All Inclusive პაკეტი ორ ადამიანზეა გათვლილი. აქცია უკვე დაიწყო და 31 მაისამდე გაგრძელდება

"მეტროპოლის" განსაკუთრებული შეთავაზება საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს - ნებისმიერი პირი, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე კომპლექსში ბინას შეიძენს, საქართველო-ჩეხეთის თამაშზე გასამგზავრებლად სამდღიანი საგზურით დასაჩუქრდება. აქციის ფარგლებში გათვალისწინებული All Inclusive პაკეტი მოიცავს ისტორიულ მატჩზე დასასწრებ ორ ბილეთს, ასევე ავიაბილეთებს (თბილისი-ჰამბურგი; ჰამბურგი-თბილისი), ტრანსფერს, სასტუმროში განთავსებას, მოსაწვევს თამაშის შემდეგ გამართულ წვეულებაზე.

მარიამ კარკალაია, "მეტროპოლის" მარკეტინგის დირექტორი: "მეტროპოლი" ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარია. ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც მიზნის მისაღწევად თამამ და გაბედულ ნაბიჯებს დგამენ. გვინდა, მხარში დავუდგეთ ფეხბურთელებს, რომ ჩანაფიქრი რეალობად აქციონ. ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვება კი, ვფიქრობთ, ამის საუკეთესო მაგალითია. წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებაა. ჩვენი აქციით მოქალაქეებს ერთგვარად ხელს შევუწყობთ, ამ გამარჯვების თანამონაწილეები გახდნენ, დაესწრონ ისტორიულ მატჩს და ჩვენს ფეხბურთელებს ტრიბუნებიდან უქომაგონ.

ასე რომ, მათ, ვინც უახლოეს პერიოდში ბინის შეძენას გეგმავენ, შეუძლიათ, ჩვენი შეთავაზებით ისარგებლონ. ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს ნაკრებს და მხურვალე გულშემატკივრობით გერმანიის სტადიონზე თავი სახლში ვაგრძნობინოთ. შემოგვიერთდით, ერთად ჩავიფიქროთ საქართველოს გამარჯვება".

აქცია, რომლის ფარგლებშიც "მეტროპოლი" მომხმარებელს EURO 2024-ზე დასასწრებ საგზურს საჩუქრად გადასცემს, 31 მაისამდე გაგრძელდება. შეთავაზება დეველოპერული კომპანიის მხოლოდ ერთ პროექტს, კერძოდ, "მეტროპოლ ქავთარაძის" კომპლექსს ეხება.

"მეტროპოლ ქავთარაძე" თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მშენებარე ახალი საცხოვრებელი სივრცეა, ქალაქში ყველაზე დიდი გამწვანებით. კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს აერთიანებს, 534 აპარტამენტით. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი. ორ 25-სართულიან კორპუსს ერთი ჰექტარი ფართობის სარეკრეაციო ზონა ექნება. ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედნები, სკვერები და საფეხმავლო ბილიკები. გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვა სივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი.

საცხოვრებელი სახლები მაღალი თერმომარეგულირებელი ეფექტურობის მქონე, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შენდება. კომპლექსის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება.

ამჟამად კომპანია "მეტროპოლს" თბილისსა და ბათუმში კიდევ რამდენიმე პროექტი აქვს. მიმდინარე მშენებლობების ჯამური ფართი 516 200 კვ.მეტრია. პროექტების განსახორციელებლად კი კომპანია 500 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

--

მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია "მეტროპოლი" საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის "მეტროპოლ ბაგებისა" და "მეტროპოლ ქავთარაძის" მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი "მეტროპოლ კუბი" და "მეტროპოლ ოვალი" შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის "პარალელის" მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.