Ending Soon! Save 33% on All Access

კონსტანტინე თედელური "ნიკორას" ხორცპროდუქტების ბრენდ ამბასადორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

16 აპრილს "ნიკორასა" და შეფმზარეულ კონსტანტინე თედელურის საინტერესო კულინარიულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. თავად შეფ კონსტანტინე კი "ნიკორას" ხორცპროდუქტების ბრენდ ამბასადორი გახდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, "ნიკორას" პროდუქტების გამოყენებით თავადვე გახდნენ შეფმზარეულები სახლის პირობებში და ყველასათვის კარგად ნაცნობი პროდუქტებით შექმნან ახლებური და თანამედროვე კერძები.

"განვითარებისა და სიახლეების დანერგვის იდეამ დაგვაკავშირა ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ და ინოვატორ შეფთან - კონსტანტინესთან. პროექტი გულისხმობს ჩვენი წარმოების თითოეული პროდუქტით განსაკუთრებული და განსხვავებული კერძების შექმნას, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება საკუთარი თავისთვის, ოჯახისა თუ მეგობრებისთვის მარტივად, გემრიელად და თანაც ისე მოამზადოს კერძები, როგორც აქამდე არ უცდია. ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ამ პროექტს არ გულისხმობს და სხვა უამრავ, საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ", - აღნიშნავენ "ნიკორაში".

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელი ბრენდია. კომპანიის ისტორია 1988 წელს იღებს სათავეს და უკვე 25 წელია ყველასთვის საყვარელ ხორცპროდუქტებს აწარმოებს.

"ნიკორას" მუშაობის სტრატეგია მუდმივ განვითარებასა და სიახლეებისკენ სწრაფვას გულისხმობს. დღეს ჰოლდინგი 500-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს და ხორცპროდუქტების პარალელურად, კვების ინდუსტრიის მრავალ მიმართულებას მოიცავს.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ