Join our Waitlist for Expert Advice!

შეისწავლე UI/UX დიზაინი Colab-ში და დაეუფლე მომავლის პროფესიას Colab − დაიწყე განვითარება დღესვე!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს სულ უფრო მეტი კომპანია ცდილობს არა მხოლოდ გააციფრულოს საკუთარი ბიზნესი, არამედ შექმნას უნიკალური სამომხმარებლო გამოცდილება, მარტივად გამოსაყენებელი მობილური აპლიკაცია თუ ვებსაიტი და ციფრულ პროდუქტებში დახვეწოს ვიზუალური ელემენტები, ანიმაციები. სწორედ ამ ტენდენციიდან გამომდინარე, ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა UI/UX-დიზაინერებსა და ვებდეველოპერებზე. აღნიშნული პროფესიის დაუფლებისას კი მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი, არამედ მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება, რომელსაც დარგის სპეციალისტები გაგიზიარებენ.

სწორედ ამ სინთეზს გთავაზობს Colab-სივრცე, სადაც კურსის მონაწილეები ინტენსიურ პრაქტიკულ სამუშაოებს ასრულებენ, ლექტორები თავიანთ სფეროში წარმატებული პროფესიონალები არიან, წამყვანი ბრენდები კი მარტივად ეძებენ და პოულობენ მათთვის სასურველ კადრებს. "კოლაბში" ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლების ხარისხია, სწორედ ამიტომ სივრცე მომხმარებლებს ისეთ საავტორო კურსებს სთავაზობს, რომლის შემდგომ კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიან ბაზარზე წარმატებით დასაქმებას შეძლებენ.

"კოლაბის" კურსების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ამ ეტაპზე ყურადღებას UI/UX დიზაინის კურსზე გავამახვილებთ, რომლის ფარგლებში, მაქსიმუმ 4 თვეში თქვენი მიმართულებით შეძლებთ დასაქმებას ან Freelancer-ად მუშაობას.

რას ვისწავლი UI/UX დიზაინის კურსზე?

ბაჩო ბარნაბიშვილის UI/UX დიზაინის საავტორო კურსის სასწავლო პროგრამა პრაქტიკულ კომპონენტებზეა აგებული. კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან პროგრამების საბაზისო ცოდნას, სტანდარტული დიზაინის ხატვას, დიზაინ პროცესების დაგეგმარებას, პრეზენტაციას, დამკვეთთან კოლაბორაციასა და სხვა. კურსის სილაბუსი კი იძლევა შესაძლებლობას, სტუდენტები გაეცნონ ისეთ პრაქტიკულად გამოსაყენებელ საკითხებს, როგორიცაა:

  • მობილური აპლიკაციების დიზაინ სისტემები: სამომხმარებლო ინტერფეისის სტანდარტები (Human Interface); მატერიალ დიზაინის სტანდარტები (Material Design);
  • ფერები, ფიქტოგრამები, ტიპოგრაფია, სივრცეები: ფერების გამოყენება ციფრულ პროდუქტებში; ტიპოგრაფიული დიზაინის საწყისები და ტიპოგრაფიასთან მუშაობა;
  • სტილზე მუშაობა და მუდბორდის შექმნა: როგორ ვიპოვოთ პროდუქტზე მორგებული სტილი; მუდბორდის შექმნის მეთოდები;
  • Framer, ციფრული პროდუქტის შექმნა კოდის გარეშე: Framer-ის ინტერფეისი; Nocode-ის მომავალი;
  • საბანკო პროდუქტის დიზაინი: როგორ შევქმნათ ფინტექ პროდუქტების დიზაინი და სხვა.

მონაწილეები გამოცდილებას დარგის პროფესიონალისგან, ბაჩო ბარნაბიშვილისგან მიიღებენ, რომელიც UI/UX დიზაინის ინდუსტრიაში 10 წელზე მეტია რაც მოღვაწეობს. Colab-ის მენტორმა დიზაინ პლატფორმა Design Talks Tbilisi დააარსა და დააორგანიზა პირველი ოფიციალური Dribbble Meetup საქართველოში. მისი კარიერა ითვლის არაერთ წამყვან პოზიციას საქართველოს წარმატებულ კორპორაციებში. ამჟამად ბაჩო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტექნოლოგიური კომპანია "თინეთის" UI/UX მიმართულების ხელმძღვანელია.

სად დავსაქმდები?

Colab-ის გუნდი მჭიდრო კავშირით გამოირჩევა ინდუსტრიასთან. ამ ეტაპზე კომპანიას გაფორმებული აქვს მემორანდუმი წამყვან სარეკლამო სააგენტოებთან და წარმატებულ ქართულ სტარტაპებთან, რომლებთანაც საუკეთესო კურსდამთავრებულებს სტაჟირებაზე ანაწილებენ. ვაკანსიის შემთხვევაში კი, ჯუნიორ-სპეციალისტის პოზიციაზე ასაქმებენ. კურსდამთავრებულების შთაბეჭდილებითა და დამსაქმებლების შეფასებით, Colab-ის კურსები რეალური ცოდნისა და გამოცდილების მიღების გარანტია.

ვის შეუძლია კურსების გავლა?

Colab-ის კურსები ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისთვის არის გათვლილი. "კოლაბის" სტუდენტებს წარმოადგენენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სხვადასხვა სფეროში უკვე შემდგარი სპეციალისტები. ნაწილისთვის "კოლაბი" საუკეთესო სტარტია, სხვებისთვის კი − ახალი პროფესიის დაუფლებისა თუ არსებული ცოდნის გაღრმავების საშუალება.

რა სახის სიახლეებს უნდა ველოდოთ Colab-ისგან?

სამომავლოდ, "კოლაბს" უამრავი გეგმა აქვს. Colab-ის გუნდი სერვისების რეგიონებში გატანასა და სკოლებთან, აბიტურიენტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს. შესაბამისად, კომპანია პერიოდულად ახალ და ინოვაციების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად კურსებს შემოგთავაზებთ. დაინტერესებული პირები ახალი კურსებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიღებას მითითებულ ბმულზე შეძლებენ.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი