Join our Waitlist for Expert Advice!

რა უნდა გავაკეთოთ ჯეფ ბეზოსის აზრით იმისათვის, რომ კარგად წერა შევძლოთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

შესაძლოა ტექნოლოგიური გენიოსი ხართ, ნიჭიერი გამყიდველი ან სულაც ანალიტიკოსი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ნამდვილად გსურთ წარმატებას მიაღწიოთ კარიერაში, კარგად წერა უნდა ისწავლოთ. ეს უამრავი ექსპერტის აზრია და როგორც ჩანს, ამაში ჯეფ ბეზოსიც დარწმუნებულია. Amazon-ის დამფუძნებელმა კომპანიაში PowerPoint-ით გაკეთებული პრეზენტაციები აკრძალა და იგი თხრობითი ექვსგვერდიანი მემორანდუმებით ჩაანაცვლა.

კარგად წერა მხოლოდ თქვენი აზრების ნათლად ჩამოყალიბებას არ ნიშნავს, აქ რთული პრობლემების გააზრებაც იგულისხმება. მოკლედ რომ ვთქვათ, წერა გეხმარებათ, უფრო დამაჯერებელი და ჭკვიანი გახდეთ. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ბეზოსი წერის "ფანია".

თუ ასეა, როგორ უნდა დაეუფლოთ ამ რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან უნარს? როგორც პროფესიონალი მწერალი, ჩემი წერის უნარის გასაუმჯობესებლად ყოველთვის ვეძებ რჩევებს სტილისა და სხვა საკითხებში. ბევრი მათგანი ნამდვილად სასარგებლოა. მაგრამ თავად ბეზოსის აზრით, ასეთი სახის სწრაფი გამოსავლის მოძებნა შორს ვერ წაგიყვანთ. შესაძლოა, ამ სიტყვების მოსმენა ბევრ უზომოდ დაკავებულ პროფესიონალს არ ესიამოვნოს, მაგრამ თუ ნამდვილად გსურთ კარგად წერდეთ, თქვენ ბევრი, უზომოდ ბევრი დრო დაგჭირდებათ კონცენტრირებისთვის.

შესანიშნავად წერის საიდუმლო ინგრედიენტი: ბევრი, უზომოდ ბევრი დრო

არსებობს ამბიციური პროექტი, რომელიც ბეზოსის ყველა წარსული აქციონერის წერილების წაკითხვას ისახავს მიზნად, და ამ პროექტის ფარგლებში Medium-ის ავტორმა სუმიტ გარგმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მონაკვეთი გამოყო ბეზოსის 2007 წლით დათარიღებული წერილიდან, რომელიც ნებისმიერმა უნდა გაითვალისწინოს, ვისაც წერაში სურს სრულყოფა.

ბეზოსი განმარტავს, რომ ორი რამ უნდა გააკეთონ ადამიანებმა, რომლებიც ისეთი რთული უნარების დასაუფლებლად მუშაობენ, როგორიცაა წერა. უპირველესად, მათ უნდა აღიარონ, რომ ნამუშევარი სრულყოფილია, როდესაც ასეთს წააწყდებიან. თუ საქმიანი წერილების წერაში გსურთ დაოსტატება, უნდა იცოდეთ, როგორ გამოიყურება მართლაც შესანიშნავი საქმიანი წერილი. ამ შემთხვევაში ბევრი კითხვაც კარგ სამსახურს გაგიწევთ, და ჩვეულებრივი რჩევებიც, გრამატიკისა და მოსაზრებების ფორმულირების შესახებ.

მაგრამ თქვენ მეორე, კიდევ უფრო აუცილებელი ინგრედიენტიც გჭირდებათ. "ხშირად, როდესაც მემორანდუმი არც ისე კარგია, მიზეზი ის კი არ არის, რომ ავტორმა მაღალი სტანდარტი ვერ გამოიცნო", − განმარტავს ბეზოსი, − "არამედ პრობლემას არასწორი წარმოდგენა ქმნის მასშტაბებზე: ისინი სრულიად არასწორად არიან დარწმუნებულნი, რომ მაღალი სტანდარტის, ექვსგვერდიანი მემორანდუმის დაწერა ერთ ან ორ დღეში, ან თუნდაც, რამდენიმე საათშია შესაძლებელი, იმ დროს, როდესაც შესაძლოა კვირა ან მეტი დასჭირდეს".

"საუკეთესო მემორანდუმები", − განაგრძობს იგი, − "ჯერ უნდა დაიწეროს და შემდეგ იქამდე უნდა გადაიწეროს კიდევ ერთხელ, ვიდრე კოლეგები თავიანთ შენიშვნებს გამოთქვამენ. ამის შემდეგ კი, ავტორმა, როგორც წესი, ის რამდენიმე დღით გვერდით უნდა გადადოს და კვლავ დაუბრუნდეს მას, რათა მთელი ეს გამოხმაურებები ნათელი გონებით შეიტანოს მემორანდუმში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რატომ არის ეს პროცესი ასეთი შრომატევადი და რატომ მოითხოვს ამდენ დროს.

ოდიშს გიხდით, მაგრამ ამის გარეშე არაფერი გამოვა

ეს, რა თქმა უნდა, მძიმე მოსასმენი იქნება ბევრი ჩვენგანისთვის, რომლებიც საშინელ საოფისე გარემოში ვმუშაობთ, სადაც დღეებს ვატარებთ, აქეთ-იქით დავქრით შეხვედრებსა და გაუთავებელ შეტყობინებებს შორის. საერთოდ არ გვრჩება დრო საფუძვლიანი კონცენტრირებისთვის, და თუ იშვიათად მაინც გამოგვიჩნდება, ჩვენთვის ნამდვილად დასაფასებელია. ეს კი აუცილებელია, თუ გსურთ ღრმად გაიაზროთ ინფორმაცია და ფრთხილად გაუკეთოთ რედაქტირება მემორანდუმს ისე, როგორც ამას ხარისხიანი ტექსტი მოითხოვს.

ასე რომ, ყველა რჩევა უნდა წაიკითხოთ ტვიტების წერის შესახებ. ამ სახის რჩევები უზომოდ ფასეულია, მაგრამ გარკვეულ მომენტში, თუ ნამდვილად გსურთ კარგად წეროთ, რამდენიმე საათით Twitter-ის დახურვაც მოგიწევთ და საკუთარი კალენდრის გასუფთავებაც. თქვენ უბრალოდ ვერ მოახერხებთ კარგად წერას, თუ ამას ნაწყვეტ-ნაწყვეტ და დროის გარკვეულ მონაკვეთებში შეეცდებით. ეს სასტიკი სიმართლეა, რაც ბეზოსისთვის სრულიად ცხადია, მაგრამ ბევრი ჩვენგანი ძნელად თუ ახერხებს ამის პრაქტიკაში რეალიზებას. კარგი ტექსტის დაწერა საათების ან დღის განმავლობაში განუწყვეტელ კონცენტრაციას მოითხოვს და ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ წერას დაეუფლებით, მოგიწევთ როგორც თქვენს მოლოდინთან, ისე საკუთარ გიჟურ განრიგთან გამკლავება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე