📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"მამი" - აღმოაჩინე ქართული კერამიკის განსხვავებული ნიმუშები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ბავშვობიდან მსურდა ხელოვნების სფეროში საკუთარი თავი მეპოვა, თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებით მინდოდა საქმიანობა, არ ვიცოდი. საკუთარი თავი ბევრ სფეროში ვცადე.

ამერიკაში ვსწავლობდი, შემდეგ სწავლა საქართველოში დავასრულე. ჩემი პროფესია ბიზნესის მიმართულებას უკავშირდება. ხელოვნების მიმართულებით განათლება არ მიმიღია", - თათა ჯანჯალია, "მამის" დამფუძნებელი.

თათამ 6 წლის წინ ხელობის შესწავლა გადაწყვიტა, რადგან ინტერიერის დიზაინი იტაცებდა. არჩევანი კერამიკაზე შეაჩერა. კერძო მასწავლებელი იპოვა, რომლისგანაც საბაზისო ცოდნა მიიღო და სწავლის პროცესში გადაწყვიტა, სტუდია დაეარსებინა.

"აღსანიშნავია, რომ ძირითადი ცოდნა საქმის დაარსების შემდეგ შევიძინე. არასდროს ვწყვეტ ახალი ინფორმაციების მოძიებას. ჩემი დიდი სურვილია, შევძლო ისეთი სტუდიის შექმნა, რომელსაც პროფესიონალი კადრები ეყოლება და კერამიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ტექნიკურ პრობლემასა თუ საკითხზე ექნება პასუხი. სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე ქიმიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და დღეს კვლავ სტუდენტი ვარ", - ამბობს თათა.

Mami (მამი) პანდემიის დროს, 2020 წელს დაარსდა. თათა მიიჩნევს, რომ პანდემიის ეპოქაში ეს გაბედული ნაბიჯი იყო.

"ჩემი სტუდია ძირითადად ყალიბებით მუშაობს, რაც გულისხმობს თხევადი თიხის, სუსპენზიის (შლიკერის) ყალიბებში ჩასხმას და სასურველი ფორმის მიღებას. ბევრი ტექნიკური ნაწილია, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. სხვაგვარად საქმიანობა ძალიან რთულდება და ნაკეთობები ხშირად ზიანდება.

სამწუხაროდ, საქართველოში ხელი არ მიმიწვდება ისეთ ტექნოლოგებთან, ვისთანაც შევძლებდი ამა თუ იმ საკითხზე კონსულტაციის გავლას ან მსჯელობას. მხოლოდ გამოცდილებითა და პრაქტიკით მიწევს მუშაობა ან ინფორმაციის სხვა ენაზე ძიება.

ჩვევად მაქვს, რომ ყველა ხარვეზიან ნაკეთობას ფოტოსურათი გადავუღო. როცა ძველ, დაზიანებულ ნაკეთობებს ვათვალიერებ, ყველა მათგანის დაზიანების მიზეზი ცნობილია ხდება ჩემთვის და ეს სასიხარულო ამბავია".

თათა გვიყვება, რომ ბიზნესის წამოწყება მისთვის საკმაოდ რთული იყო. დიდი ძალისხმევა და რესურსი დასჭირდა, თუმცა საქმის სიყვარულით წარმატებას მიაღწია.

"აუცილებელია საქმე გიყვარდეს, რათა ბევრ სირთულესა და პრობლემას გაუმკლავდე. კერამიკაზე მუშაობა ძალზე მოცულობითია და მისი ამოწურვა შეუძლებელია, თუმცა განვითარება, ახალი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ძიება არ უნდა შეწყვიტო. საქმის ცოდნა ნამდვილად დიდი ძალაა".

ამჟამად ახალ კოლექციებსა და მიმართულებებზე მუშაობს. მალე კომპანიის ოფიციალური ვებგვერდიც მზად იქნება. მომხმარებლისთვის ციფრული კატალოგები ხელმისაწვდომი გახდება. სამომავლოდ ტექსტილი და დეკორიც დაემატება.

"ვმუშაობ ახალ კოლექციებსა და მიმართულებაზე. ძალიან მალე დასრულდება კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის შექმნაც. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ციფრული კატალოგები. სამომავლოდ ვფიქრობ ტექსტილისა და სხვადასხვა დეკორის, მათ შორის, თოჯინების დამატებას.

ახალ წელს კერამიკისა და ქსოვილის თოვლის ბაბუების თოჯინები მქონდა წარმოდგენილი. მსურს ეს მიმართულება უფრო განვავითარო და მხოლოდ სეზონური არ იყოს. გპირდებით ძალიან ბევრ სასიამოვნო სიახლესა და განსხვავებულ ნაკეთობებს".

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია