ასეთი უნდა იყოს მომავლის ლიდერის უნარ-ჩვევები და აზროვნება! რა უნარ-ჩვევები და აზროვნება უნდა ჰქონდეთ ლიდერებს, რომ საკუთარი თავი, თავიანთი ხალხი და ორგანიზაციები წარმატებისკენ წაიყვანონ.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როდესაც სიტყვა "წყალი" გვესმის, თავში მაშინვე ამოტივტივტება მასთან დაკავშირებული რაიმე გამოსახულება, მიზეზი ისაა, რომ ვიცით რაზეც ვსაუბრობთ. მაგრამ იგივე არ ხდება, როდესაც სიტყვა "ლიდერს" ვამბობთ, ან როდესაც გვინდა ლიდერს მივმართოთ. ამ დროს, ეს პიროვნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა საზოგადოებებსა და ორგანიზაციებში.
ჯეკობ მორგანი, ფუტურისტია, ლიდერობის ფენომენს, სამუშაოს მომავალს და თანამშრომელთა გამოცდილებას იკვლევს. მან ანტრეპრენერთა უდიდეს ღონისძიებაში, INCmty- ში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც ცხრა უნარ-ჩვევა და აზროვნების ტიპი დაასახელა, რაც მომავლის ლიდერს უნდა ჰქონდეს, რომელიც მან "დღევანდელი ლიდერის" სახელით მოიხსენია.
მორგანი FutureOfWorkUniversity.com- ის, ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმის დამფუძნებელიცაა, რომელიც კერძო პირებსა და ორგანიზაციებს წარმატების მიღწევაში ეხმარება ამ ცვალებად სამყაროში, თვით ლიდერებს კი, გზამკვლევ შუქურას ადარებს.
როგორც მან განაცხადა, შუქურა მეზღვაურებისა და მკვლევარების მთავარი საყდენია, მათი დახმარებით აღწევენ უსაფრთხოდ დანიშნულების ადგილებს. "როდესაც ლიდერზე ვფიქრობ, შუქურა მახსენდება და მინდა, რომ თქვენც ის ამოგიტივტივდეთ გონებაში", – თქვა მან.
"თქვენი, როგორც ლიდერის ამოცანა მხოლოდ ის კი არ არის, რომ თქვენს ორგანიზაციაში ასეთი შუქურა გახდეთ, სხვებსაც უნდა გაუნათოთ გზა და წარმატების მიღწევაში დაეხმაროთ", – აქვე დასძინა მან და განმარტა, რომ ზღვაში თუ გემები არ დაცურავენ, შუქურა აზრს კარგავს. იგივე იქნება, თუ საკუთარი თავისგან ლიდერს შექმნით და ამ დროს გვერდით ადამიანები არ გეყოლებათ, რომლებსაც უხელმძღვანელებთ.
ამ ცვალებად სამყაროში, ბიზნესიც იცვლება და ორგანიზაციებიც, და შესაბამისად, ლიდერიც უნდა შეიცვალოს. როგორ უნდა უხელმძღვანელოთ კომპანიას ასეთ ცვალებად სამყაროში, როდესაც სრულიად აშკარად ჩანს, რომ რაც წარსულში ამართლებდა, აღარც აწმყოში გაამართლებს და აღარც მომავალში?
ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, ჯეკობმა LinkedIn-თან პარტნიორობით მთელ მსოფლიოში 140 - ზე მეტი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და 14000 თანამშრომელი გამოკითხა. მიღებული მონაცემების საფუძველზე მან ცხრა უნარ-ჩვევისა და აზროვნების ტიპის ახალი არსენელის დადგენა შეძლო, რაც ლიდერებს უნდა ჰქონდეთ, თუ სურთ წარმატებისკენ წაიყვანონ საკუთარი თავიც, თავიანთი ხალხიც და ორგანიზაციებიც.
4 მენტალიტეტი
ჯეკობმა აზროვნების ოთხი ტიპი გამოყო მომავლის ლიდერისთვის.
- მსოფლიო მოქალაქე. ლიდერები უნდა შეეჩვიონ აზრს, რომ ისინი მსოფლიო მოქალაქეები არიან, და შეუძლიათ სხვა კულტურის ადამიანები შემოიკრიბონ გარს, რომლებსაც განსხვავებული წეს-ჩვეულებები, ცხოვრების სტილი და აზროვნება აქვთ და მათგან ისწავლონ. ეს გაცილებით მნიშვნელოვნად გააფართოვებს თქვენს თვალსაწიერს და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მოგცემთ.
- მსახური. ლიდერებს წლების განმავლობაში პირამიდის სათავეებში ხედავდნენ, საიდანაც პროცესებსა და ადამიანებს ხელმძღვანელობდნენ. მომავალი ლიდერი თავისი ხალხის სამსახურში უნდა იყოს, პარადიგმებისა და ბარიერების დამსხვრევაში დაეხმაროს, რომ მათ მეტის შესწავლა შეძლონ და საუკეთესო შესაძლებლობები გაუჩნდეთ. ეს შემდეგი ტენდენციაა: "ნუ დაიქირავებთ თანამშრომლებს იმისთვის, რაც უკვე გააკეთეს კარიერაში, იმისთვის დაიქირავეთ, თუ რა შეიძლება გააკეთონ ".
- შეფ-მზარეული. მათი საიდუმლო ის არის, რომ იციან, თუ როგორ უნდა უნდა დააბალანსონ გარკვეული ინგრედიენტები, რომ სრულყოფილი არომატის მქონე კერძები მოამზადონ. ანალოგიურად, ლიდერებმა გუნდები, პროცესები, აზროვნება, გამოცდილება უნდა დააბალანსონ. ჯეკობი ორი ინგრედიენტის ბალანსს უსვამს ხაზს", ეს კაცობრიობა და ტექნოლოგიაა, რასაც ის " HumanIT-ს" უწოდებს.
- მკვლევარი. ჯეკობ მორგანმა მაგალითად მკვლევარ სერ ერნესტ ჰენრი შეკლეტონის ანტარქტიდული ექსპედიციები მოიყვანა, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიდერებმა მასშტაბურად უნდა იაზროვნონ და ახალი იდეები ეძიონ, ახლებური აზროვნებისთვის ყოველთვის უნდა იყვნენ მზად.
მომავალი ლიდერის 5 უნარი
მეორეს მხრივ, ჯეკობმა იმ უნარ-ჩვევებსაც გაუსვა ხაზი, რომლებიც ლიდერებმა ამ ოთხი ტიპის აზროვნების შესაბამისად უნდა განავითარონ, და რაც მათ თავიანთი გუნდებისა და ორგანიზაციების სრული პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარებათ.
- ქოუჩი. თქვენ ქოუჩი, თქვენი საუკეთესო ვერსია უნდა გახდეთ, რაც უფრო წარმატებულს გახდის და ქოუჩზე უკეთესიც იქნება. ეს სიტყვები უნდა გახსოვდეთ: "ჩემზე უფრო მეტად" - ეს არის მთავარი, რადგან თქვენ ყოველთვის უფრო წარმატებული უნდა იყოთ, ვიდრე თქვენი წინა მე.
- ფუტურისტი. საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: რატომ მოხდა რაიმე ან რატომ არ მოხდა? კიდევ რა შეიძლება მოხდეს? რა უნდა გავაკეთო იქამდე, ვიდრე სავარაუდოდ რაიმე მოხდება? უზომოდ მნიშვნელოვანია ცვლილებების მოლოდინში სტრატეგიული აზროვნების შემუშავება და სიტუაციების სცენარების შექმნა.
- იოდა. ორი თვისება, რომლებსაც ჯეკობი უსვამს ხაზს ვარსკვლავური ომების პერსონაჟში, ემპათია და თვითანალიზია. მნიშვნელოვანია, რომ გზად, თითოეულ გაჩერებაზე საკუთარ თავს ჰკითხოთ: რა არის ჩემი მთავარი მოტივატორი? რა მახარებს? სწორედ ეს შეკითხვები გაგინათებთ თქვენი მიზნებისკენ მიმავალ გზას.
- ტექნოლოგიურად მოაზროვნე მოზარდი. ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც კომუნიკაცია, ნებისმიერ ადამიანთან დაკავშირების საშუალებები იზრდება, მაგალითად, გაფართოებული რეალობა, სოციალური ქსელები და ა.შ. მომავლის ლიდერმა უნდა იცოდეს რა შეუძლიათ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს, და საუკეთესო გადაწყვეტილებები უნდა მოიძიონ თავიანთი ორგანიზაციებისათვის.
- თარჯიმანი. მოსმენა და კომუნიკაცია უძველესი ცნებებია, თუმცა, ისინი დღეს ადრინდელზე გაცილებით მეტად უნდა დავაფასოთ. ლიდერი არის ის, ვისაც შეუძლია შუამავალი იყოს თავის საზოგადოებაში, და ეს ეფექტური მოსმენისა და სწრაფი და ფაქიზი კომუნიკაციის საშუალებით მოახერხოს.
ჯეკობმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ლიდერეი ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდნენ და პარადიგმები დაამსხვრიონ, ისინი საკუთარ თავს უკვე აღარ უნდა ხედავდნენ ინდივიდუალურ არსებებად. ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმები არიან გუნდების ფუნქციონირებისათვის და შედეგების მისაღწევად.