რატომ არის აუცილებელი "ძველი ბანანების" გადაყრა წარმატების მისაღწევად - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს ეს ძველი იდეები თქვენს წარმოსახვით დახლზე დევს და ათასობით დოლარი გიჯდებათ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ალბათ სამზარეულოს მაგიდასთან გავლისას, თქვენც დაგინახავთ თითქმის დამპალი ბანანები და გიფიქრიათ: ოჰ, ხვალ ამით სმუზს გავაკეთებ. შემდეგ მეორე დღეს იგივე ბანანები დაგინახავთ და გიფიქრიათ, უკვე დროა, ბანანის პური გავაკეთო! მესამე დღეს ბანანებს უკვე ბუზები ესევიან და თქვენ კი, არც სმუზი გაქვთ და არც ბანანის პური.
ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს ბიზნესში, და თან ხშირად ისე, რომ ვერც კი ვამჩნევთ.
ჩვენ დიდ მიზნებს ვისახავთ, დავალებების მთელი ჩამონათვალი გვაქვს დღეების განმავლობაში და იდეებიც გვაქვს, რომლებიც გამუდმებით გვიტრიალებს თავში. მე ასე ვფიქრობ: როდესაც პირველად მოიფიქრებ იდეას, ის მკვახე ბანანივით მწვანეა. ბუნებრივია, რომ იდეა რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა მომწიფდეს - და ბანანივით უნდა დამწიფდეს. მაგრამ თუ გარკვეული დროის შემდეგ ამ იდეებს მიმართულებას არ მისცემთ, ისინი ლპობას დაიწყებენ და ფსიქიკურ და ფიზიკურ სივრცეს დაიკავებენ.
თუ არ გადავყრით ასეთ იდეებს, ან დამპალ ბანანებს, ჩვენი ბიზნესი ბუზებს მოიზიდავს, და ლპობას და შენელებას დაიწყებს.
შეიძლება თქვენს ბიზნესსაც აქვს ძველი ბანანები, როგორიცაა დაუმთავრებელი კურსები, გადაუხდელი ანგარიშები და დაუწერელი სტატიები. მე ამას კისერზე წამოცმულ ყულფს ვეძახი, მაგრამ ამ სტატიაში კვლავ დამპალ ბანანებს დავუძახებ. მოდით, ვიდრე ახალი წელი მოვა, ისინი თავიდან მოვიცილოთ.
თქვენი ძველი ბანანების გამოვლენა
საკუთარ თავს ეს ოთხი შეკითხვა დაუსვით:
- რამდენი დაუმთავრებელი პროექტი მაქვს ამ ეტაპზე? თითეულს როგორ შევაფასებ, რამდენიმე დამპალი ბანანი მაქვს სმუზისთვის თუ თითქმის გამოუსადეგარი ბანანები პურის მოსამზადებლად?
- ამ პროექტებიდან რომელი მავსებს ენერგიით და რომელი მართმევს ძალებს? თუ გიჭირთ პასუხის გაცემა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ რომელიმეზე მუშაობა აღარ მოგიწევთ და დააკვირდით, როგორ იგრძნობთ თავს. თუ შვება იგრძენით, შეიძლება ამ იდეის სხვისთვის მიყიდვა სჯობდეს, ან საერთოდ სასაფლაოზე გაგზავნა. თუ ამ პროექტებზე სიამოვნებით მუშაობთ, ეს იმას ნიშნვს, რომ დროა კალენდარში დრო გამოყოთ და მათზე სერიოზულად გააგრძელოთ მუშაობა.
- რამდენი გადაუხდელი ინვოისი გაქვთ თქვენს ბიზნესში? ეს ინვოისები რამდენად ვადაგადაცილებულია? სმუზია თუ ბანანის პური? გამოყავით დრო და დღესვე მოაგვარეთ ეს საკითხები.
- კიდევ რამდენი მარყუჟი გაქვთ კისერზე ჩამოცმული? კონტრაქტორების დაქირავება, ვებგვერდების განახლება, საოფისე ფართის შეძენა, YouTube -ზე არხის დაწყება? გამოყავით 10 წუთი და თითოეული მათგანი მნიშვნელობის მიხედვით შეაფასეთ და ისიც გაიხსენეთ, რამდენი ხანია ამ იდეაზე ფიქრობთ. შემდეგ თქვენი და თქვენი გუნდის გრაფიკს გადახედეთ და ეს ყველაფერი დაასრულეთ, რომ მათ უკან არ დაგაბრუნონ.
როდესაც ამ ყველაფერს გააკეთებთ, საკუთარ თავს მადლობა გადაუხადეთ. ამ ნივთების სანაგვეზე გატანა სერიოზულ ფსიქიკურ სივრცეს და ადგილს შექმნის ახალი კლიენტებისთვის (რომლებიც ბუზებს საერთოდ არ გვანან), რომლებიც შესაძლოა თქვენსკენ მომავალ გზას დაადგნენ.
პირობა დადეთ
ვიდრე წინ წავიწევთ, მოდით პირობა დავდოთ, რომ ბანანს დამწიფესთანავე შევჭამთ ან ვინმეს მივცემთ, და ჩვენ კი სვლას გავაგრძელებთ. ანტრეპრენერებს ყოველდღიურად უამრავი იდეა უტრიალებთ თავში, ზოგი მათგანი კარგი იქნება და ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ, ზოგი კი მართლაც შესანიშნავი იდეაა, მაგრამ ამ ეტაპზე არ გამოგვადგება. ჩემს მენტორს ერთი დევიზი ჰქონდა: "კარგი იდეაა, მაგრამ გეგმას მიჰყევით". შეიძლება ქოუჩის ან ოფის მენეჯერის დაქირავება იყოს გონივრული, ის დაგეხმარებათ და გზიდან გადახვევის საშუალებას არ მოგცეთ. როდესაც იდეები ამოგიტივტივდებათ თავში, უნდა დაფიქრდეთ და თითეული საფუძვლიანად შეაფასოთ, ღირს თუ არა გეგმაში მათ გამო ცვლილებების შეტანა, თუ კურსს არ უნდა გადაუხვიოთ.
წინსვლა 2021 წლისკენ
ახლა თქვენს სიას გადახედეთ და გადაწყვიტეთ, რომელი მათგანი დაგეხმარებათ წინ წასვლაში და რომელს გადააგდებთ. სმუზი და ბანანის პური მოამზადეთ. სავარაუდოდ, დეტალური გეგმის შემუშავებასაც მოისურვებთ, მათ შორის, აუთსორსინგულ მომსახურებასაც, რომ ეს პუნქტები ახლავე დაასრულოთ. მე კვარტალში ერთი პროექტის დასრულებას შემოგთავაზებდით და ყველა დანარჩენ იდეას კი 2022 წლისთვის გადავიტანდი.
თვითონვე გაოცდებით, რამდენად თავისუფლად იგრძნობთ თავს, თუ ოთხი დიდი პროექტიდან ორს აირჩევთ, რომლებზეც მომავალ წელს უნდა გაამახვილოთ მთელი ყურადღება. მაგალითად, მომავალ წელს თანამოაზრეთა გუნდის შექმნასაც ვგეგმავ, საგამომცემლო ფირმის მართვასაც და ჟურნალებისა და ინფორმაციის შექმნასაც. აი, ასე! აჰჰჰ
დაჭერით თქვენი ბანანები
ახლა ფინალური ნაბიჯისთვის, მოდით ჩვენი ბანანი 2020 წლის ბოლომდე დავჭრათ. დიახ, ამ მეტაფორას სრულიად სერიოზულად ვუყურებ.
თქვენ სამი ნაჭერი გექნებათ თქვეს ბიზნეს თასში ჩასაგდებად. აარჩიეთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც თქვენს ბიზნესს 2021 წლის 1 იანვრისთვის წინ წაიყვანს. No1 რაღაც შედარებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს, No 2 მას უკან უნდა მოსდევდეს და No 3 უნდა იყოს ის, რომელიც შეიძლება საჭიროების შემთხვევაში 2021 წელს დასრულდეს.
ჩემი სამი ნაჭერი შემდეგს გულისხმობს:
1. პროცესები ოპერაციებისთვის
2. ჩემი დღიურის გადახედვა, რომელშიც ჩემი მოსაზრებებიცაა და იდეებიც, და მინი კურსის დასრულება
3. 2021 წლის თებერვალში თანამოზრებთა გუნდის შეკრება
როდესაც თქვენს სამ მიზანს განსაზღვრავთ, დაფიქრდით, როგორი უნდა გახდეთ, რომ მათი რეალიზება შეძლოთ. სავარაუდოდ, თქვენ ავტომატურად გაგიძლიერდებათ პასუხიმგებლობის გრძნობა, უფრო მეტად იქნებით ლიდერობაზე ორიენტირებული და გაცილებით მომთმენიც გახდებით, რადგან უკვე აღარ მოგიწევთ ფიქრი უთვალავ მიკრომიზანზე და მათ თავიდან მოცილებაზე. ბუნებრივია, წინააღმდეგობებიც გექნებათ, მაგრამ თქვენი პროგრესის დასაჩქარებლად ეს პროცესი აუცილებელია, თუნდაც იგი ამ ეტაპზე საქმიანობის მცირე ხნით შენელებას მოითხოვდეს.