Join our Waitlist for Expert Advice!

როგორ მივცეთ თანამშრომლებს ის, რაც სადღესასწაულოდ სურთ წელიწადის ამ დროს თანამშრომლებისადმი მადლიერების გულწრფელად გამოხატვამ, შეიძლება თქვენი შედეგიც გაზარდოს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

The Sun

დასაქმებულთა უმრავლესობისთვის დეკემბერი ყველაზე მწვავე თვეა, როგორც პროფესიონალური, ისე პირადი თვალსაზრისითაც. როდესაც დღესასწაული მეოთხე კვარტლის უკანასკნელ ვადებს ემთხვევა, როგორც წესი, ემოციები ერთმანეთში ირევა. გამოკითხულთა დაახლოებით 51 პროცენტი ამბობს, რომ ასეთ დროს ისინი გაცილებით ხალისიანები არიან სამსახურში. თუმცა, კომპანია Accountemps-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად აღმოჩნდა, რომ დასაქმებულთა 35 პროცენტი ყველაზე მეტ ზეწოლას ასეთ დროს გრძნობს.

ასეთი სეზონური ქაოსის დროს მადლიერების გამოხატვას და თანამშრომელთა მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს მხოლოდ მათთვის კი არ იქნება სასიამოვნო, თქვენს შემოსავლებსაც გაზრდის. ქუინსის ბიზნესის სკოლისა და Gallup- ის მიერ ჩატარებულმა ერთობლივმა კვლევებმა უჩვენა, რომ ორგანიზაციებში, რომლებშიც დასაქმებულთა ჩართულობის დაბალი მაჩვენებლები იყო, დროთა განმავლობაში შრომის ნაყოფიერება 18 პროცენტით შემცირდა, შემოსავლიანობა - 16 პროცენტით, სამუშაო ადგილების ზრდა - 37 პროცენტით, ხოლო აქციების ფასი - 65 პროცენტით.

თუ დღესასწაულების პერიოდში დროს გამონახავათ, მხარს დაუჭერთ თქვენს თანამშრომლებს და დაანახებთ, რომ მათ ბედნიერებაში ახდენთ ინვესტირებას, მათ აუცილებლად გაუჩნდებათ შეგრძნება, რომ რეალური წვლილი შეაქვთ თქვენი კომპანიის წარმატებაში. ეს უდავოდ მომგებიანი ვარიანტი იქნება თქვენთვისაც და სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნის მთელი წლის განმავლობაში. ქვემოთ რამდენიმე მარტივ, მაგრამ ეფექტურ გზას გაეცნობით, რომლითაც თანამშრომლებისადმი მადლიერების გამოხატვა შეგიძლიათ.

პროდუქტიული საჩუქარი # 1: მოულოდნელად ყველას მოუწყეთ დასვენების დღე

საკმაოდ ბევრი გამოკითხვა უჩვენებს, რომ ამერიკელ დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა თავიანთი ანაზღაურებადი შვებულებით არ სარგებლობს. აშშ-ის მოგზაურობის ასოციაციის მონაცემების თანახმად, ამერიკელთა ნახევარზე მეტი (55 პროცენტი) თავისი ანაზღაურებადი შვებულების ყველა დღეს არ იყენებს. გარდა ამისა, შვებულების დღეების მხოლოდ ნაწილს თუ ხარჯავენ ისინი, ვინც გამოსასვლელ დღეებს იყენებს.

მე საკმაოდ აშკარად ვხედავ თუ რა არის გამოსავალი: უჩვენეთ თქვენს თანამშრომლებს, რომ შვებულების აღების მომხრე ხართ და უფრო მეტიც, მოელით კიდეც, რომ ისინი კუთვნილი შვებულებით ისარგებლებენ. ამის ერთ - ერთი გზა მოულოდნელად დასვენების დღეების მიცემაა დღესასწაულების დროს. მაგალითად, თუ შობისთვის კეტავთ ოფისს, გაითვალისწინეთ, რომ წინა და შემდეგ დღესაც უნდა მისცეთ მათ დასვენების დღე. ეს არის საჩუქარია, რომელსაც მათ უსაზღვროდ გაახარებთ. როგორც ქუინსის ბიზნესის სკოლისა და Gallup- ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, დასაქმებულთა 17 პროცენტი ისურვებდა, სადღესასწაულო სტრესის შესამსუბუქებლად უფრო მეტი ანაზღაურებადი შვებულება ჰქონოდათ წლის ბოლოს.

თავისუფალი დრო მხოლოდ პოტენციური თანამშრომლების მოსაზიდად კი არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, არსებულთა შესანარჩუნებლადაც აუცილებელია. გაითვალისწინეთ, რომ დასაქმებულთა თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ პროფესიული გადაწვის სინდრომი აქვს და მიაჩნია, რომ შვებულების დროსაც უნდა იმუშაოს, ან შვებულებიდან დაბრუნებისთანავე აუტანელი დატვირთვა ექნებათ. ბუნებრივია, თუ თქვენი კომპანიის ფასეულობების მთავარ საყრდენად შვებულება და შესვენებები გაქვთ, უფრო პროდუქტიული თანამშრომლები გეყოლებათ და კადრების გაცილებით ნაკლები დენადობა გექნებათ. თანამშრომლებისთვის თავისუფალი დღის მიცემა, როდესაც თქვენც არ ხართ სამსახურში, კვლევების მიხედვით, მათ უფრო მოქნილებს, პროდუქტიულებსა და ჩართულებს ხდის. თანამშრომელთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი სიამოვნებით ბრუნდებიან სამსახურში შვებულების შემდეგ.

პროდუქტიული საჩუქარი #2: ხალისიანი გუნდური ღონისძიებები შესთავაზეთ

Hint -ში ყველა თანამშრომელს რომ ჰქონდეს სადღესასწაულო განწყობა, ჩვენი სან ფრანცისკოს ოფისი ნაძვის ხეს ნამცხვრებით ერთად რთავს. თქვენი სამუშაო სივრცის წესრიგში მოყვანა რთული არ იქნება, ხოლო თანამშრომლებისთვის ნებართვის მიცემა, რომ სამსახურში დღესასწაული მოაწყონ, რაიმე ხელნაკეთი ნივთი გააკეთონ, ან რაც სურთ ის აკეთონ, შესანიშნავი გზაა ყველას უბიძგოთ, დაისვენონ და ერთმანეთს დაუახლოვდნენ.

დამტკიცებულია, რომ ტემპის შეცვლა ინოვაციებს უწყობს ხელს. დასვენება და ოცნებები ალფა ტალღებს წარმოქმნის ტვინში, რაც შემოქმედებით გასხივოსნებას იწვევს. თქვენი თანამშრომლებისთვის სხვადასხვა აქტივობების მოფიქრებამ შეიძლება ისინი უფრო მეტად გაახალისოს, ახალი იდეების შესწავლით დააინტერესოს და უფრო მეტად ერთგულები გახადოს თავიანთ სამუშაოს მიმართ. გარდა ამისა, სესაძლოა მათ თანამშრომლებთან ურთიერთობებიც უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნიონ. იუტას უნივერსიტეტის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ბუნებაში ლაშქრობამ და ოთხი დღის განმავლობაში ყველა მოწყობილობის გათიშვამ შემოქმედებითი პოტენციალის 50% -იანი ზრდა გამოიწვია.

გაითვალისწინეთ, რომ იძულებითი გართობა სახალისო სულაც არ არის. ნუ აიძულებთ თანამშრომლებს სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა. მიეცით მათ საშუალება ის საქმიანობა აირჩიონ, რაც თვითონ სურთ. მცირე ჯგუფური ღონისძიებები შესაძლოა ყველას ერთად ყოფნაზე უკეთესიც კი იყოს. ინტიმური შეხვედრები ყველას აძლევს საშუალებას უფრო მეტად დაუახლოვდნენ კოლეგებს და სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებიც კი გაიცნონ.

პროდუქტიული საჩუქარი #3: გრანდიოზული სადღესასწაულო წვეულება გამართეთ

თუ საკმარისი ბიუჯეტი გაქვთ, დიდებული სადღესასწაულო წვეულება გამართეთ, რომელიც თქვენს თანამშრომლებს აშკარად დაუმტკიცებს, თუ რამდენად მნიშვნელოვნები არიან ისინი თქვენთვის. Hint-ში, სან - ფრანცისკოშიც და ნიუ- იორკშიც ჩვენს ოფისებში ვმართავთ წვეულებებს, და ვცდილობთ ისინი გასაოცარი გავხადოთ. წელს Spin დავჯავშნეთ, პინგ-პონგის 6000 კვადრატულ მეტრიანი სოციალური კლუბი მანჰეტენზე. სან-ფრანცისკოში, სადღესასწაულო წვეულება სასტუმრო Zephyr- ში გავმართეთ, იქ საზღვაო თემები დომინირებდა, პინგ პონგისა და ბილიარდის მაგიდებიც იყო, და ადგილობრივი მექსიკური რესტორნის, Nopalito-ს გემრიელი კერძებიც. ჩვენ, როგორც წესი, ყველა თანამშრომელს ვაძლევთ საჩუქრებს, რომ მთელი წლის განმავლობაში გამოჩენილი შრომისმოყვარეობისთვის გადავუხადოთ მადლობა. გასულ წელს ყველას Hint-ით ბრენდირებული Allbirds-ის ფეხსაცმელი გადავეცით საჩუქრად.

თავისუფალ გარემოში გამართული სასიამოვნო შეკრება შესანიშნავი საშუალებაა, რომ კოლეგებმა ერთმანეთი ოფისის კედლებს გარეთაც გაიცნონ, მოდუნდნენ და ბრენდის ოჯახის ნაწილად იგრძნონ თავი. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რას აკეთებთ, არამედ თუ როგორ აკეთებ ამას. როდესაც გულწრფელად აფასებთ თქვენს პერსონალს და მათთვის ყველაფრის გაკეთებას ცდილობთ, თქვენი მადლიერება სრულიად აშკარად ჩანს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია