Join our Waitlist for Expert Advice!

BTU AI - ხელოვნური ინტელექტის პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე იწყებს ფუნქციონირებას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

მიხეილ ბატიაშვილი: "BTU AI ჩვენს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის ახალ, უზარმაზარ შესაძლებლობებს შექმნის" - საქართველოში რეგიონში პირველი ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტი იხსნება.

რეგიონში პირველი, ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტი საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე იწყებს ფუნქციონირებას. ეს იქნება საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას განათლებასა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორში მოახდენს. BTU AI-ს პროექტს, მიხეილ ბატიაშვილი უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციების, Microsoft, HPE და HP-ის ჩართულობით ახორციელებს. უნივერსიტეტი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიებით, სამუშაო სივრცეებით, კვლევითი ცენტრით, ელექტრონული ბიბლიოთეკით, აუდიტორიებით და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ყველა რესურსით იქნება წარმოდგენილი.

მიხეილ ბატიაშვილი: "BTU AI გახლავთ ერთ-ერთი პირველი და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საჭირო, საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო-ტექნოლოგიური პროექტი, რითიც ჩვენი განათლების სისტემა ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის ახალ, უზარმაზარ შესაძლებლობებს შექმნის. რეგიონში პირველი, ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის სწავლების, კვლევების და სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით იმუშავებს. ახალი საგანმანათლებლო სივრცე ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას განათლებასა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორში მოახდენს."

BTU AI-ს მიერ გაცხადებული გეგმები მოიცავს:

  • ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთობლივად შემუშავებას;
  • HP da HPE-ს მძლავრი, მაღალი წარმადობის ტექნოლოგიური ლაბორატორიის ამოქმედებას;
  • Microsoft-ის მიერ, სასწავლო და კვლევითი პროექტების უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელებას. მათ შორისაა, AI Business School, AI Academy და სხვა;
  • ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამეცნიერო კონფერენციების, სამიტების და ვორკშოპების მოწყობას;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კვლევითი პროექტების განხორციელებას
  • ქვეყნის მოწინავე ინდუსტრიებში ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების ინტეგრირების ანალიზს, პერსპექტივების პროგნოზირებას და სხვა;
  • ახალი სტარტაპების აქსელერაციასა და ინკუბაციას, საერთაშორისო ბაზრებზე განვითარების ხელშეწყობას.

საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბაზარი 2022 წლისთვის 4 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. მისი შესაძლებლობები გამოყენებული იქნება მსხვილი ინდუსტრიების მიერ წარმოების, ჯანდაცვის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, უსაფრთხოების და სხვა სექტორების ეფექტიანობის გასაზრდელად.

სიახლე! Entrepreneur Shop – ახალი ონლაინმაღაზია მხოლოდ ქართული პროდუქციით

მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის, MBZUAI -ს ინციატივა 2019 წლის ოქტომბერში აბუ დაბიში გაჟღერდა და ის ფუნციონირებას 2020 წლის სექტემბერში დაიწყებს.

კომპანია Microsoft -თან თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს წვდომა ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმებზე. სტუდენტებს და

მკვლევარებს შესაძლებლობა მიეცათ მიიღონ წვდომა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წამყვან პროგრამულ გადაწყვეტილებებზე და ჩაატარონ კვლევა მათ ონლაინ პლატფორმაზე. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი ხდება მაიქროსოფტი-ს კიდევ ერთი პროდუქტი "Artificial Intelligence for Business" რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ და დანერგონ ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები და ამით გაზარდონ კომპანიის და ინსტიტუციის ეფექტურობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის განათლებაში, ტურიზმში თუ სხვა.

კომპანია HP inc.-სა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია მანქანურ სწავლებაზე მორგებული კონფიგურაციის მქონე მაღალი წარმადობის სამუშაო სადგურებით. აღნიშნულ სამუშაო სადგურებში აქცენტი გაკეთებულია ისეთ მოწყობილობებზე, (ვიდეო ადაპტერები) რომლებიც გამოყენებული იქნება დიდი ოდენობით მონაცემების დამუშავებაზე მათზე მათემატიკური გამოთვლების წარმოებით.

ლაბორატორიაში არსებული კომპიუტერული ტექნიკა გაერთიანებულია ერთიან გამომთვლელ სისტემად და წარმადობით უტოლდება 1500 თანამედროვე კომპიუტერის გამოთვლით სიმძლავრეს.

AI -ის მიმართულებით, სადოქტორო პროგრამაზე პირველი მიღება 2020 წელს გამოცხადდება.

ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებზე მოთხოვნა სწრაფად მზარდია, შესაბამისად, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროა მსოფლიოში. კადრებზე მზარდმა მოთხოვნამ გააჩინა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საჭიროება, რომელსაც BTU AI სრულად დააკმაყოფილებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია