📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

BTU-ს ორგანიზებით მასშტაბური Tech დასაქმების ფორუმი - Pitch Yourself! გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 16 მარტს 19:00 საათზე მასშტაბურ Tech დასაქმების ფორუმს - Pitch Yourself!-ს უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში IT სპეციალისტებს საკუთარი ალგორითმის წარდგენა ადგილობრივ და საერთაშორისო მაღალტექნოლოგიურ კომპანიებთან შეეძლებათ.

დამსაქმებლებთან სტანდარტული გასაუბრების მაგივრად, კონკურსი ინდივიდუალურ მონაწილეებს აძლევს საშუალებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ტექ უნარ-ჩვევები წარუდგინოს და დასაქმდეს შემოთავაზებულ პოზიციაზე. კონკურსის ფარგლებში, აპლიკანტები ირჩევენ პროექტს/პროექტებს, რომელზეც აქამდე უმუშავიათ და დამსაქმებლებს წარუდგენენ საკუთარ ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებს Web/Mobile/Desktop აპლიკაციის ან ალგორითმის/კოდის სახით. კომპანიები კი წარმატებულ კანდიდატებს დასაქმების სხვადასხვა პერსპექტივას შესთავაზებენ.

აპლიკანტთა გადარჩევის შედეგად 15 საუკეთესო კანდიდატი წარსდგება Tech დამსაქმებლების წინაშე.

პროექტზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 9 მარტი.

დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!