Colab - შეისწავლე მომავლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საუკეთესო სპიკერებისგან შეისწავლე ვებდეველოპმენტი და დასაქმდი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Colab − დაიწყე განვითარება დღესვე!
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს სულ უფრო მეტი კომპანია ცდილობს არა მხოლოდ გააციფრულოს საკუთარი ბიზნესი, არამედ შექმნას უნიკალური სამომხმარებლო გამოცდილება, მარტივად გამოსაყენებელი მობილური აპლიკაცია თუ ვებსაიტი და ციფრულ პროდუქტებში დახვეწოს ვიზუალური ელემენტები, ანიმაციები. სწორედ ამ ტენდენციიდან გამომდინარე, ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ვებდეველოპერებზე. აღნიშნული პროფესიის დაუფლებისას კი მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი, არამედ მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება, რომელსაც დარგის სპეციალისტები გაგიზიარებენ.
სწორედ ამ სინთეზს გთავაზობს Colab-სივრცე, სადაც კურსის მონაწილეები ინტენსიურ პრაქტიკულ სამუშაოებს ასრულებენ, ლექტორები თავიანთ სფეროში წარმატებული პროფესიონალები არიან, წამყვანი ბრენდები კი მარტივად ეძებენ და პოულობენ მათთვის სასურველ კადრებს. "კოლაბში" ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლების ხარისხია, სწორედ ამიტომ სივრცე მომხმარებლებს ისეთ საავტორო კურსებს სთავაზობს, რომლის შემდგომ კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიან ბაზარზე წარმატებით დასაქმებას შეძლებენ.
"კოლაბის" კურსების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ამ ეტაპზე ყურადღებას იმ კურსზე გავამახვილებთ, რომლის ფარგლებში, მაქსიმუმ 4 თვეში ვებდეველოპმენტის მიმართულებით შეძლებთ დასაქმებას ან Freelancer-ად მუშაობას.
რას ვისწავლი Web Development-ის კურსზე?
თუ გსურს რამდენიმე კვირაში შეძლო მარტივი ვებგვერდების დამზადება და თეორიის პარალელურად, პრაქტიკული ამოცანების შესრულება, მაშინ ლევან ილაშვილის ვებდეველოპმენტის საავტორო კურსი სწორედ შენთვისა. ლექციების ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან ვებდეველოპმენტის საწყისებს – HTML, CSS, Javascript და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბიბლიოთეკა React-ს, რომელიც ფართოდ გამოიყენება ვებაპლიკაციების შესაქმნელად.
კურსის ბოლო ეტაპზე სტუდენტები შეასრულებენ ჯგუფურ პრაქტიკულ ამოცანას, რაც მათ გარკვეულწილად შეამზადებს გუნდური მუშაობისთვის.
კურსის ხელმძღვანელი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში 11-წლიანი გამოცდილების მქონე ლევან ილაშვილია, რომელიც ფინანსური მომსახურებისთვისა და სადაზღვევო ინდუსტრიისთვის კომპლექსურ აპლიკაციებს ქმნის. Colab-ის მენტორი ბოლო ხუთი წელია back-end-სა და Node.js-ის მიმართულებით მუშაობს და მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა: ფინტექ ვებგვერდების/აპლიკაციების შექმნა, ბლოკჩეინის აპლიკაციებთან გადახდების ინტეგრირება, ეკონომიკურად ეფექტური, მაღალი ხარისხის სისტემების დაპროექტება რთული ბიზნესპრობლემების გადასაჭრელად და სხვა.
სად დავსაქმდები?
Colab-ის გუნდი მჭიდრო კავშირით გამოირჩევა ინდუსტრიასთან. ამ ეტაპზე კომპანიას გაფორმებული აქვს მემორანდუმი წამყვან სარეკლამო სააგენტოებთან და წარმატებულ ქართულ სტარტაპებთან, რომლებთანაც საუკეთესო კურსდამთავრებულებს სტაჟირებაზე ანაწილებენ. ვაკანსიის შემთხვევაში კი, ჯუნიორ-სპეციალისტის პოზიციაზე ასაქმებენ. კურსდამთავრებულების შთაბეჭდილებითა და დამსაქმებლების შეფასებით, Colab-ის კურსები რეალური ცოდნისა და გამოცდილების მიღების გარანტია.
ვის შეუძლია კურსების გავლა?
Colab-ის კურსები ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისთვის არის გათვლილი. "კოლაბის" სტუდენტებს წარმოადგენენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სხვადასხვა სფეროში უკვე შემდგარი სპეციალისტები. ნაწილისთვის "კოლაბი" საუკეთესო სტარტია, სხვებისთვის კი − ახალი პროფესიის დაუფლებისა თუ არსებული ცოდნის გაღრმავების საშუალება.
რა სახის სიახლეებს უნდა ველოდოთ Colab-ისგან?
სამომავლოდ, "კოლაბს" უამრავი გეგმა აქვს. Colab-ის გუნდი სერვისების რეგიონებში გატანასა და სკოლებთან, აბიტურიენტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს. შესაბამისად, კომპანია პერიოდულად ახალ და ინოვაციების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად კურსებს შემოგთავაზებთ. დაინტერესებული პირები ახალი კურსებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიღებას მითითებულ ბმულზე შეძლებენ.