Join our Waitlist for Expert Advice!

Expedia, WIZZ AIR - სად და როგორ მიმდინარეობს აჭარის პოპულარიზაცია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GoBatumi

აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია გრძელდება. ამჯერად, ბათუმის და ზოგადად, რეგიონის რეკლამირება ლიეტუვაში რეიტინგული და ყველაზე ყურებადი ტელევიზიის LNK ეთერით ხორციელდება, რომელსაც ყოველდღიურად მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. პარალელურად, აჭარის პოზიციონირება მიმდინარეობს სამოგზაურო დაჯავშნის პორტალზე Expedia, რომლის მილიონობით მომხმარებელი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ ღებულობს ინფორმაციას. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის ცნობადობის გაზრდისა და რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო კამპანიებს 16 სამიზნე ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში, ეტაპოპრივად ანხორციელებს.

"შემოდგომა-ზამთრის სარეკლამო აქტივობების ფარგლებში ჩვენ ვაგრძელებთ აჭარის რეკლამირებას პოლონეთში, უკრაინაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა სამიზნე ქვეყნებში. წელს პირველად, დავიწყეთ თანამშრომლობა სამოგზაურო, დაჯავშნის პორტალთან Expedia, რომლის მეშვეობითაც გვსურს ჩვენს სამიზნე აუდიტორიას გავაცნოთ აჭარა, საქართველო, როგორც მათთვის ახალი, საინტერესო ტურისტული მიმართულება. გარდა ამისა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას WIZZ AIR-თან, რომლის დაბრენდილი ჩასხდომის ბარათებით პოტენციურ უკრაინელ ტურისტებს მოვუწოდებთ აჭარას ეწვიონ. საერთაშორისო ტელეკომპანიების პარალელურად, ჩვენ აჭარის საიმიჯო რგოლების გაშვება უკვე სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ ტელეარხებზე დავიწყეთ. ამ შემთხვევაში ესაა ლიეტუვაში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია, რომლის ეთერშიც ჩვენი ორი ვიდეორგოლი ტრიალებს. ამ და სხვა სარეკლამო აქტივობების მიზანი, ბუნებრივია ცნობადობის გაზრდა და რეგიონში ტურისტების მოზიდვაა," განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია