Join our Waitlist for Expert Advice!

ილონ მასკი ადამიანის ტვინის სმარტფონთან დასაკავშირებლად იმპლანტებს ამზადებს "თუ რაღაცის ჩანერგვას აპირებთ ტვინში, ბუნებრივია, არ გენდომებათ, რომ ის დიდი იყოს"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

The Verge

CNN Business-ის ინფორმაციით, Tesla-ს (TSLA) და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა 16 ივლისს გამოსვლისას განაცხადა სტარტაპ Neuralink-ის ინვესტირების შესახებ, რომელიც ბლუთუს-იმპლანტების შექმნაზე იმუშავებს. მოწყობილობა ტვინში ჩაინერგება და მასკის ცნობით, ტელეპათიის უნარს განუვითარებს და მოტორულ ფუნქციას აღუდგენს ტრამვაგადატანილ ადამიანებს.

Neuralink სან-ფრანცისკოში მდებარეობს, The New York Times-ის მიხედვით, მასკმა ამ კომპანიაში $100 მილიონი ჩადო. "ბლუთუს-იმპლანტების მოწყობილობა − მინიატურული ჩიპი 1 000 სადენთან იქნება მიერთებული, რომელიც ადამიანის თმის სისქის ერთი მეათედია. ჩიპი USB-C-პორტით, იგივე ადაპტორითაა აღჭურვილი, რომელსაც Apple-ის Macbooks იყენებს, ბლუთუსით უერთდება ყურქვეშ დაფიქსირებულ პატარა კომპიუტერს და სმარტფონს", − განაცხადა მასკმა.

"თუ რაღაცის ჩანერგვას აპირებთ ტვინში, ბუნებრივია, არ გენდომებათ, რომ ის დიდი იყოს", − განაცხადა მასკმა და თანაც შეეცადა დემონსტრირება გაეკეთებინა მოწყობილობის მინიატურული ზომისთვის.

მასკის დაარსებული სტარტაპი − Neuralink აცხადებს, რომ მოწყობილობების გამოყენებას ისინი შეძლებენ, ვისაც მეხსიერების გააქტიურება სურს ან ვისაც ინსულტი აქვს გადატანილი. ამასთან ერთად, სიმსივნით ან კვადრიპლეგიით დაავადებული ან სხვა თანდაყოლილი დაავადებების მქონე პაციენტებიც.

კომპანია აცხადებს, რომ ადამიანის ტვინში ამ მოწყობილობის ათ ერთეულამდე ჩაინერგება, ჩიპები iPhone-ის აპლიკაცებს დაუკავშირდება, რომელსაც მომხმარებელი გააკონტროლებს.

მოწყობილობების ინსტალაციას რობოტი განახორციელებს, რომელიც ამ სტარტაპშია შექმნილი. მასკი ამბობს, რომ რობოტი, ქირურგის დახმარებით, ადამიანის ქალაზე 2-მილიმეტრიან ნახვრეტებს გააკეთებს. ამ მოწყობილობის ჩიპის ნაწილი კი პაციენტის ქალაზე წარმოქმნილ ხვრელებს დაფარავს.

"ჩიპთან დასაკავშირებელი ინტერფეისი უსადენოა. ასე რომ, ხელებში სადენების დაჭერა არ მოგიწევთ. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია", − დასძინა მასკმა.

ახალი მოწყობილობის გამოცდა შესაძლოა 2020 წლის ბოლომდე დაიწყოს. მასკის თქმით, ჩიპის ჩანერგვის პროცედურა თვალის ლაზერული კორექციის ოპერაციას წააგავს, რომელიც ლოკალური ანესთეზიით კეთდება.

მასკი ამბობს, რომ მისი ეს ბოლო პროექტი ხელოვნური ინტელექტის კაცობრიობის საკეთილდღეოდ გამოყენების მცდელობაა. მან ამ საკითხზე გარკვეული ხნის წინ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შესაძლოა ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანებს ვნება მიაყენოს.

მასკს Google-ისა და Facebook-ის კვალად, ადამიანის კომპიუტერული იმპლანტების დამუშავება და განვითარება აქვს განზრახული. თუმცა, კრიტიკოსები ეჭვით უყურებენ იმ ფაქტს, რომ მომხმარებელი უნდა ენდოს ტექნოლოგიურ კომპანიებს, როდესაც მონაცემების პირდაპირ ტვინიდან პორტირებაზეა საუბარი.

"ჩვენი ტვინის მონაცემების დიდი კომპანიისთვის გადაცემის იდეაც კი საკმაოდ უსიამოვნო იქნება საზოგადოებისთვის", − ამბობს დანიელ ნიუმენი, Futurum Research-ის მთავარი ანალიტიკოსი და ავტორი წიგნისა, "ადამიანი/მანქანა",− "არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ უნდა ვენდოთ ან უნდა მოგვეწონოს ამ მიმართულებით სვლა".

მართალია, ტექნოლოგიას ნამდვილად შეუძლია დაეხმაროს მათ, ვისაც ტვინის რაიმე ტიპის დაზიანება აქვს, ან ფიზიკური ტრავმა გადაუტანია, მაგრამ "მონაცემების შეგროვება ტვინის ფუნქციონირების თაობაზე ადამიანებს დიდი რისკის წინაშე დააყენებს და შესაძლოა მათზე ზეგავლენის მოხდენის, მანიპულაციისა და ექსპლუატაციის მიზნით იქნეს გამოყენებული", − განუცხადა CNN Business-ს ფრედერიკე კალტჰოინერმა Privacy International-დან, − "საკითხავია, ვის ექნება წვდომა ამ მონაცემებზე. ან მოხდება თუ არა ამ მონაცემების მესამე მხარისთვისაც გაზიარება. ადამიანები ნამდვილად უნდა აკონტროლებდნენ თავიანთ მონაცემებს".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

თინათინ რუხაძე − ACT-ის თანადამფუძნებელი და ხედვის ლიდი