Join our Waitlist for Expert Advice!

ილონ მასკის SpaceX აქციებს 10/1 შეფარებით ანაწევრებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

CNBC-ის ცნობით, ილონ მასკის SpaceX საკუთარი აქციების ღირებულებას 10/1 შეფარდებით ანაწევრებს, მაშინ როცა კომპანიის კაპიტალიზაცია, დღეის მონაცემით $100 მილიარდს აღემატება.

აქციათა დანაწევრება (Stock Split) ნიშნავს გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობის გაზრდას არსებულთან შედარებით გარკვეული კოეფიციენტით, რომლის შესაბამისადაც პროპორციულად მცირდება მათი ნომინალური ღირებულება. ახალი მოცემულობით, SpaceX-ის ერთი აქციის (რომლის ფასიც $560-ს ფარგლებში მერყეობს) მფლობელი, კონვერტაციის შემდეგ 10 აქციას (თითოეულის ფასი $56-ს შეადგენს) ფლობს.

"დანაწევრება არ იქონიებს გავლენას კომპანიის კაპიტალიზაციაზე ან თქვენს მფლობელობაში არსებული აქციების ჯამურ ღირებულებაზე" - განმარტავენ SpaceX-სში.

აქციების დანაწევრების პროცესი აპრობირებული და საკმაოდ გავრცელებულია ტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორებიცაა Apple და Alphabet (Google) და ძირითადად აქციების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

SpaceX-ის შემთხვევაში, ეს აქციათა დანაწევრების პირველი პრეცედენტია.

მასკის კოსმოსური კომპანიის ღირებულება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, მკვეთრად გაიზარდა. SpaceX-მა მილიარდობით დოლარის ინვესტიციების მოზიდვა მოახერხა ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის დასაფინანსებლად, როგორებიცაა: ახალი თაობის კოსმოსური ხომალდი - Starship და გლობალური სატელიტური ინტერნეტ-ქსელი - Starlink.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია