Join our Waitlist for Expert Advice!

ნავალ რავიკანტი – ''ცხოვრების ყველა რეალური სარგებელი რთული პროცენტიდან მოდის''

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ანტრეპრენერები არა მხოლოდ საქმიანობით, არამედ ცხოვრების წესითა და საკუთარი დამოკიდებულებითაც გამოირჩევიან. მას შემდეგ, რაც გლობალურ მიზანს მიაღწევენ, ისინი წლების განმავლობაში ნაგროვებ ცოდნასა და გამოცდილებას ფართო საზოგადოებასაც აცნობენ, რადგან უნიკალური მიგნებების გაზიარება არის ის, რაზეც ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება დგას. AngelList-ის თანადამფუძნებელი, მეწარმე და Angel-ინვესტორი Naval Ravikant სწორედ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც სამეწარმეო საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას ერთმანეთთან აკავშირებს და ამასთან მიმართებით რჩევებსა და რეკომენდაციებს გვთავაზობს. ნავალის წარმატებული კარიერა 70 Exit-სა და 10-ზე მეტ Unicorn-კომპანიას მოიცავს. ადრეულ სტადიაზე, მას ინვესტირება აქვს განხორციელებული ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Uber, Twitter, FourSquare, Wish.com, Poshmark, Postmates, Thumbtack, Notion, SnapLogic, Clubhouse, Stack Overflow, Bolt, Opendoor, OpenDNS, Yammer, OpenSea, Clearview AI და სხვა.

"ინტერნეტი იძლევა კარიერული წინსვლის დიდ არჩევანს. ადამიანთა უმეტესობას ეს ჯერ კიდევ კარგად არ ესმის. პარტნიორების არჩევაც ინტერნეტის მეშვეობითაა შესაძლებელი. აირჩიე ისინი შემდეგი მახასიათებლებით: დიდი ინტელექტი, ენერგია, და რაც უფრო მნიშვნელოვანია − პატიოსნება", − სწორედ ამ მსოფლმხედველობაზე დაყრდნობით მართავდა ნავალი საკუთარ კომპანიას Vast.com, რომელიც 2005 წელს დააფუძნა. მას ამ პერიოდში ორი სხვადასხვა კონტინენტიდან 25 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, სამუშაო პროცესი კი თანამშრომლებისთვის ხუთ სხვადასხვა სასაათო სარტყელს ითვალისწინებდა. სწორი მართვის სტრატეგიით, ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და საიმედო პარტნიორების დახმარებით, Vast.com ერთ-ერთ პირველ, სამაგალითო და წარმატებულ მულტინაციონალურ ტექკომპანიად მიიჩნევა.

"დაადექი პასუხისმგებლობის გზას, აიღე ბიზნესის რისკ-ფაქტორები შენი სახელით. საზოგადოება დაგაჯილდოებს ნდობით, კაპიტალითდა ბერკეტებით", − ნავალი ურჩევს ადამიანებს, რომელთაც საკუთარი საქმის წამოწყება სურთ. მნიშვნელოვანია, როდესაც გაქვს სურვილი, განახორციელო მასშტაბური საქმიანობა, და ამის საპირწონედ შეძლო და აიღო პასუხისმგებლობა. ამ ძალისხმევას კი საზოგადოება ყოველთვის ხედავს და გაძლევს იმას, რაც ხელს გიწყობს კიდევ უფრო განავითარო შენი ბიზნესი.

"კარიერისთვის თქვენი ნამდვილი ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობისთვის თვალყურის დევნება უკეთესი საფუძველია, ვიდრე იმის მიყოლა, რასაც ფული მოაქვს", − აღნიშნავს Naval Ravikant. მისი ხედვით, რეალური ჯილდო, რომელსაც ცხოვრებაში ვიღებთ, გენიალური საქმეებისა და საკუთარი ინტერესების განხორციელების შესაძლებლობაა. ნავალი თავის გამოსვლებში ყოველთვის ხაზს უსვამს ე.წ. კონკრეტულ ცოდნას, რომელსაც სხვა ადამიანი ვერ გასწავლის... და არც სკოლაში ისწავლება. ეს არის ის უნარ-ჩვევები, რომელიც გამოცდილებასთან ერთად გამოიწრთობა. ამ ცოდნის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ძირეული ინტერესებისა და შთაგონების განვითარებისას. ამ შემთხვევაში, ადამიანისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია საყოველთაო ტრენდები და ტენდენციები. უნიკალური და შეუცვლელი ცოდნის მნიშვნელობა კარგად აქვთ გააზრებული პიროვნებებს, რომელთათვისაც "რა ვისწავლოთ და როგორ" უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვებია, ვიდრე "სად და რამდენი ხნის განმავლობაში?". ანტრეპრენერი ასევე განმარტავს, რომ "კონკრეტულ ცოდნას სხვა ვერავინ შეგძენს. თუ საზოგადოებას შენი გაწვრთნა შეუძლია ვიღაცის მსგავსად, ასევე შეუძლია ამ ადამიანით ჩაგანაცვლოს".

"აირჩიე სექტორი, სადაც შეგიძლია ითამაშო გრძელვადიანი თამაშები სანდო ადამიანებთან ერთად", სწორედ ამ მიდგომას იყენებდა ნავალ რავიკანტი, როდესაც მრავალმილიონიან კომპანიებს მართავდა. გარშემომყოფი გუნდისა და პოტენციალის მქონე იდეების მნიშვნელობა იდენტური იყო ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის, რომელსაც აღნიშნული ანტრეპრენერი აფუძნებდა, მათ შორის: კრიპტოვალუტისა და ტექკომპანიები, საინვესტიციო ფირმები, და სხვა. ერთ-ერთი გრძელვადიანი პროექტი, რომელმაც გაამართლა, Naval Ravikant-ისა და Babak Nivi-ის მიერ, 2009 წელს კალიფორნიაში დაფუძნებული AngelList-ის კომპანია გახლდათ. წამოწყების მიზანი ანტრეპრენერებსა და ინვესტორებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ჩამოყალიბება იყო. დაუღალავ შრომასა და გაწეულ ძალისხმევას, როგორც ეს ნავალს ყოველთვის სწამდა, უკვალოდ არ ჩაუვლია. ნავალ რავიკანტს TechCrunch-მა წლის ინვესტორის სტატუსი მიანიჭა, ხოლო CoinDesk-ის რეიტინგით, ანტრეპრენერი ბლოკჩეინის სფეროში რიგით მე-4 ყველაზე გავლენიან ადამიანად დასახელდა.

ნავალ რავიკანტი დამწყებ და გამოცდილ ანტრეპრენერებს Nav.al-ისა და Spearhead.co-ს პლატფორმებზე ეტაპობრივად უზიარებს ხედვას ბიზნესის, ინვესტირებისა და ცხოვრებისეული ფილოსოფიის შესახებ. ამასთან, როგორც კონტრიბუტორი, აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა სატელევიზიო თუ ბეჭდურ რუბრიკებში, სადაც გლობალური იდეებით შეპყრობილ ადამიანებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ "ცხოვრების ყველა რეალური სარგებელი რთული პროცენტიდან მოდის".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ