Join our Waitlist for Expert Advice!

რატომ Mac-ი და რატომ ახლა? Apple MacBook Air M1: სწრაფი, მსუბუქი, რევოლუციური

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Apple-მა კომპიუტერებში საკუთარი ჩიპების მოთავსება 2020 წლიდან დაიწყო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მძლავრი პროცესორების პლატფორმას, ARM-ს ეფუძნება. ჟურნალისტებმა და ტექნიკურმა ბლოგერებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ლეპტოპები M1 პროცესორით უფრო სწრაფად და მეტხანს მუშაობს, ვიდრე მათი ანალოგები Intel-ზე და პრაქტიკულად არ არსებობს შეფერხებები ახალ პლატფორმაზე აპლიკაციების თავსებადობასთან დაკავშირებით.

Apple-ის ინჟინერებმა შეძლეს შეექმნათ პროცესორი, რომელიც Intel-სა და AMD-ზე უფრო სწრაფია და მნიშვნელოვნად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

ახალი MacBook Air-ის მთავარი უპირატესობა, x86 ჩიპებიან ულტრაბუქებთან შედარებით არის ავტონომიურობა რაც ადრე მიუწვდომელი იყო, ასევე ჩუმი მუშაობა და მაღალი წარმადობა.

სრულყოფილი ეკრანი

MacBook-ის დისპლეები ბაზარზე ყოველთვის საუკეთესოთა შორის იყო წარმოდგენილი, მას პროფესიონალები ფოტო რედაქტირებისთვის იყენებდნენ. გამონაკლისი არც ახლაა:

ახალ მოდელში წარმოდგენილია Retina დისპლეი, რომლის მთავარი მახასიათებელია პიქსელის ულტრა მაღალი ინტენსივობა. შედეგად, პიქსელები ადამიანის თვალისთვის უხილავი რჩება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თვალის დაძაბვას და ხელს უშლის თვალის დაღლილობას მუშაობის ან ვიდეოს ყურების პროცესში. Retina ეკრანები უზრუნველყოფს ულტრა მაღალ გარჩევადობას და გამოსახულების სიცხადეს.

True Tone ტექნოლოგია არეგულირებს ეკრანის განათების ტემპერატურას გარემოს შესაბამისად, უზრუნველყოფს ბუნებრივ ფერებს და ამცირებს თვალის დაძაბვას.

სამუშაო მზადყოფნაში პირდაპირ ყუთიდან

MacBook Air M1-ის დაყენებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. მასზე უკვე დაინსტალირებულია უახლესი OS, რომელიც მოიცავს უამრავ აპლიკაციას ყოველდღიური და სამუშაო საქმიანობისთვის. ყველა Mac-ს გააჩნია საოფისე კომპლექტი, რომელიც თავსებადია MS Office-თან, ფოტო, ვიდეო და მუსიკალურ აპლიკაციებთან.

თუ იცნობ iPhone- - იცნობ MacBook Air-

პროგრამების უმეტესობა, რომლებიც დაინსტალირებულია Mac-ში, არის iPhone-შიც. ეს ნიშნავს, რომ თუ უკვე იცნობთ iPhone-ის ინტერფეისს და აპლიკაციებში მუშაობის პრინციპებს, მაშინ მარტივად შეძლებთ macOS-თან ადაპტაციას. უფრო მეტი პროგრამის ჩამოსატვირთად, შეგიძლიათ გამოიყენოთ Mac App Store ან ჩამოტვირთოთ დეველოპერების ოფიციალური საიტებიდან, როგორიცაა Adobe ან Microsoft.

თავსებადია Microsoft Office-თან

სავარაუდოდ, თქვენ მიჩვეული ხართ Word-ში, PowerPoint-ში და Excel-ში მუშაობას. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ გააგრძელოთ მათი გამოყენება MacBook Air-ზე M1 ჩიპით. Mac-ზე შექმნილი ფაილები თავსებადია Windows-თან. ყველაზე პოპულარული აპლიკაციები ხელმისაწვდომია MacBook-ისთვის.

ლეპტოპის ტელევიზორთან დასაკავშირებლად და ინფორმაციის ფლეშ დრაივებიდან გადასატანად, შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ადაპტერი USB ან HDMI-ი. ადაპტერი შეგიძლიათ შეარჩიოთ ბრენდირებული, ან უფრო ბიუჯეტური ანალოგი.

ერთი შეხებით განბლოკვა

Touch ID, რომელიც თქვენს თითის ანაბეჭდს პაროლად აქცევს, ახლავს ყველა Mac ლეპტოპს. ის იცავს პირად ინფორმაციას და მისაწვდომს ხდის მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლებისთვის. თქვენი MacBook Air-ის განბლოკვისთვის, უბრალოდ თითის სენსორზე შეხებაა საჭირო. ანალოგიური მოქმედებით, შეგიძლიათ მყისიერად გახსნათ პაროლით დაცული დოკუმენტები, შენიშვნები და სისტემის პარამეტრები.

MacBook Air M1, ჩვენი დროის ყველა კომპიუტერს შორის ყველაზე უსაფრთხო და დაცულია

MacBook-ის დიზაინის და ოპერატიული სისტემის შემუშავებისას, მონაცემთა უსაფრთხოებისთვის დახარჯული დროისა და ძალისხმევის გამო, Mac OS სისტემა სულ უფრო და უფრო დახურული და უსაფრთხო ხდება. უსაფრთხოების სფეროში Apple Silicon-ზე დაფუძნებული კომპიუტერის სტრუქტურა, მნიშვნელოვნად აღემატება Intel-ის სტრუქტურას. Mac OS-ს მოყვება რამდენიმე მძლავრი პროგრამა, რომელიც იცავს თქვენს კომპიუტერს. ინტერნეტიდან აპლიკაციის ჩამოტვირთვისას, სისტემა ამოწმებს მის არსებობას ცნობილი მავნე აპლიკაციების სიაში XProtect-ის გამოყენებით. ეს პროცესი მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს და არ მოქმედებს კომპიუტერის მუშაობაზე.

ძალიან უნდა შეეცადო რომ ბატარეა გახარჯო

Apple-ი გპირდებათ ბატარეის ფანტასტიკურ ხანგრძლივობას ვიდეოების ყურებისას და ბრაუზერის გამოყენებისას.

საშუალოდ, MacBook Air-ი M1, აქტიური გამოყენებისას დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მუშაობს, რაც ერთი ტიპიური სამუშაო დღეა - ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშე, Google Docs-ზე მუშაობა, YouTube ვიდეოების ყურება, ვიდეოების რედაქტირება, სურათების Photoshop-ში დამუშავება, მუსიკის ყურსასმენებით მოსმენა, მყისიერი მესინჯერები, ფოსტა და ინფორმაციის ძებნა ბრაუზერის საშუალებით.

Windows-ის ულტრაბუქების უმეტესობა ამ რეჟიმში მხოლოდ 5-6 საათის განმავლობაში მუშაობს.

M1 ჩიპის მქონე MacBook Air-ის გამორჩეული ავტონომიის წყალობით, სამუშაო პროცესში ელექტრო სადენის მიერთება არ გჭირდებათ.

ფასი

წინა თაობებთან შედარებით ფასი არ შეცვლილა, MacBook-ი 4000 ლარის ფარგლებშია წარმოდგენილი. MacBook Air M1-ის მსგავსი უმაღლესი შესრულების, ზომების და ავტონომის მქონე ლეპტოპს, კონკურენტ ბრენდებთან ვერ ნახავთ. M1-ის გაშვების შემდეგ, Windows-ზე ინტეგრირებული გრაფიკის მქონე ნებისმიერ სხვა ულტრაბუქს შორეული წარსულის მოწყობილობად მიიჩნევთ.

თუ MacBook Air-ის შეძენა გადაწყვიტეთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა -18 აპრილიდან 1 მაისამდე მოწყობილობის ფასი 300 ლარით მცირდება და გაყიდვაში იქნება 3699 ₾-დან.

შესაძენად გთავაზობთ Apple-ის ოფიციალური რესელერების ბმულებს, სადაც თქვენი ფავორიტი MacBook-ი შეგიძლიათ შეარჩიოთ: iSpace, ALTA, ElitElectronics, iPlus, iTechnics, iStore

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

Business News

AI ინსტუმენტები, რომელიც რეალურად მუშაობს

20 ინსტრუმენტი, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ მეწარმეები