Join our Waitlist for Expert Advice!

საქართველოში პირველად სკოლის მოსწავლეებისთვის მასშტაბური START-UP მარათონი გაიმართება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Alte University-ის ინიციატივით, GITA-ს, თიბისის პროგრამა "სტარტაპერისა" და თიბისი Z-ის თანამშრომლობით, პირველი სასკოლო Start-up მარათონი განხორციელდება. უპრეცედენტო პროექტი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას.

კონკურსის მნიშვნელობისა და გეგმების შესახებ Entrepreneur Alte University-ს "სტარტაპ გარაჟის" ხელმძღვანელს, თეონა დალაქიშვილს ესაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მდგრადი სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება, რისთვისაც, უპირველეად, უნდა დავაინტერესოთ ახალგაზრდები - აქციონ საკუთარი იდეები რეალობად. ჩვენ გვსურს, აღმოვაჩინოთ ის მოსწავლეები, რომელთაც აქვთ სურვილი და მოტივაცია, შექმნან საინტერესო, ინოვაციური და ღირებული პროდუქტი ან სერვისი", - აცხადებს თეონა დალაქიშვილი.

მარათონი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს, რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  • 28 თებერვალი - აპლიკაციის შევსების ბოლო დღე
  • 1-7 მარტი - აპლიკაციების გადარჩევა
  • 7-20 მარტი - ტრენინგები და ვორქშოფები
  • 20 მარტი - 5 აპრილი: მუშაობა იდეის დასახვეწად
  • აპრილი - იდეის წარდგენა დასაფინანსებლად

პროექტზე რეგისტრაცია დაინტერესებულ პირებს 28 თებერვლამდე, მითითებულ ბმულზე შეუძლიათ.

აპლიკანტები რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩევიან, მათ შორის: ბიზნეს იდეის ინოვაციურობა, იდეის ვალიდურობა: რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას წყვეტს?, იდეის განხორციელებადობა - რამდენად რეალისტურია? და გავლენა - რა ცვლილებების მომტანია ბიზნეს იდეა? გამარჯვებული გუნდის წევრები კი Alte University-ისგან სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას, ხოლო თიბისი Z-ისა და "სტარტაპერისგან" 5,000-ლარიან ჯილდოს მიიღებენ. Start-up გარაჟის სერვისები კი მათ საშუალებას მისცემს, განავითარონ იდეა და გავიდნენ გლობალურ ბაზარზე.

"პროექტი პირველ რიგში მოიცავს ყველა რეგიონს და მნიშვნელოვნად გაააქტიურებს ახალგაზრდების ინტერესს სტარტაპ საქმიანობის მიმართ. შერჩეული გუნდები გაივლიან პრე-აქსელერაციის პროცესს, ისწავლიან, როგორ დახვეწონ საკუთარი იდეები, როგორ შეიმუშავონ ინოვაციური ბიზნეს მოდელი, როგორ მოიზიდონ მომხმარებელი და როგორ შექმნან პროტოტიპი. მათ ექნებათ შესაძლებლობა, მინიმუმ წარუდგინონ საკუთარი იდეა ჟიურის წევრებს და თუნდაც ვერ მოახერხონ პრიზის მიღება, ისინი შეძლებენ ეს იდეა შემდგომ წარადგინონ სხვა დონორებთან და ინვესტორებთან. სამომავლოდ, ჩვენი მიზანია, სკოლებში დავიწყოთ მდგრადი სამეწარმეო პროგრამები და დავაფუძნოთ სტარტაპ კლუბები. მარათონს ექნება მუდმივი სახე და ის მაქსიმალურად ბევრ დაინტერესებულ ახალგაზრდას მისცემს მონაწილეობის შესაძლებლობას. ასევე ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ ეკოსისტემაში აქტიური მონაწილეები. რაც მთავარია, სკოლებიდან უკვე წამოვიდა საკმაოდ დიდი დაინტერესება, ჩვენ თებერვლის თვეში ყველა რეგიონში ვაპირებთ სტუმრობასა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას. სკოლებთან ვაპირებთ აქტიუად განვაგრძოთ თანამშრომლობა, რათა სამომავლოდ გავზარდოთ მათი ჩართულობა და მომდევნო წლებში მარათონი გახდეს კიდევ უფრო მასშტაბური", - განმარტავს თეონა დალაქიშვილი.

Start-up მარათონისთვის აპლიკანტებს სპეციალურად მოწვეული ჟიური შეარჩევს.

პროექტზე რეგისტრაცია დაინტერესებულ პირებს 28 თებერვლამდე, მითითებულ ბმულზე შეუძლიათ.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია