''შარქ თენქ საქართველოს'' მონაწილეები საქართველოს პირველი არხის ინიციატივით BTU-ს პრეაქსელერაციის ტრენინგს გაივლიან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პროექტის "შარქ თენქ საქართველო" პირველი სეზონის ყველა მონაწილე, საქართველოს პირველი არხის ინიციატივითა და დაფინანსებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) პრეაქსელერაციის პროგრამას გაივლის. პროგრამა ჯამში სამ კვირას მოიცავს. პირველი ორი კვირა თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს დაეთმობა, ხოლო მესამე კვირა ტრენერთან ინდივიდუალური კონსულტაციებით იქნება დატვირთული. ტრენინგების სერია საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გახსნა.
"შარქ თენქ საქართველო" უფრო მეტია, ვიდრე სატელევიზიო შოუ. ეს ერთგვარი პლატფორმაა, სადაც საინტერესო იდეები და ინვესტიცია ერთმანეთს ხვდება, შედეგად კი განვითარების კარგ საშუალებას ვიღებთ. გარდა იმისა, რომ პირველ სეზონზე 1,5 მილიონი ინვესტიცია განხორციელდა და 14 პროექტი დაფინანსდა, უკლებლივ ყველა, 50-მდე მონაწილე ბიზნესმოდელის დასახვეწად და ბაზარზე პოზიციონირების გამყარებისთვის საჭირო უნარებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) პრეაქსელერაციის პროგრამას ფარგლებში მიიღებს", – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
პრეაქსელერაციის პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავს:
• პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობა;
• მომხმარებელთან ურთიერთობა;
• ბიზნესმოდელი და მისი მნიშვნელობა, ბიზნესმოდელის სხვადასხვა ტიპები;
• ფინანსები;
• ინვესტორთან ურთიერთობა და საჭირო დოკუმენტები.
"შარქ თენქ საქართველოს" მეორე სეზონი საქართველოს პირველი არხის ეთერში მალე დაიწყება. SONY Pictures-ის პოპულარულ სატელევიზიო მეგაშოუს საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს წინა წლის ნოემბრიდან სთავაზობს. პირველ სეზონზე დაფინანსდა პროექტის 14 მონაწილე და ჯამში $1.5 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ეს არის პირველი არხის მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელიც დამწყებ ბიზნესს საშუალებას აძლევს, ინვესტიცია მოიპოვოს, პროცესს კი, მაყურებელს საინტერესო ფორმით სთავაზობს.
პროექტი მიზნად ისახავს ქართულ ბიზნესში ქართული ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გასული ეპიზოდების ნახვა შესაძლებელია გადაცემის ფეისბუქგვერდზე და პირველი არხის ონლაინპლატფორმაზე.