Join our Waitlist for Expert Advice!

The Hub - რას გვთავაზობს ახალი Coworking სივრცე თბილისში?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

The Hub არის საერთო სამუშაო სივრცე, რომელიც შთაგონებას ციფრული რევოლუციიდან იღებს. The Hub შექმნილია იმისათვის, რომ მეწარმეებისთვის, ფრილანსერებისა და მცირე ბიზნესისთვის ყველაზე ხშირი თავშეყრის ადგილი გახდეს.

პირველი საერთო სამუშაო სივრცე, ე.წ. Coworking Space, 2005 წელს სან ფრანცისკოში გაჩნდა და მას შემდეგ მსგავსი ტიპის მრავალფუნქციურ სივრცეებზე მოთხოვნა ყოველწლიურად დაახლოებით 18%-ით იზრდება. მსოფლიოს გარშემო ინტეგრირებული სამუშაო ოფისები სულ უფრო ხშირად გვხდება. კომფორტულ სამუშაო გარემოში ბევრად პროდუქტიული და მიზანზე ორიენტირებული ხდები. გარდა ამისა, გეძლევა საშუალება, დაამყარო ახალი კავშირები, გაერთიანდე ერთი იდეის გარშემო, მიიღო განსხვავებული გამოცდილება, შეხვდე შენთვის საინტერესო ადამიანებს და ერთ სივრცეში ადევნოთ თვალი, როგორ ვითარდებით თქვენ და ვითარდებიან სხვა კომპანიები. ამასთან, საერთო სამუშაო სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი მოქნილობა და მორგებული ინფრასტრუქტურაა, რაც გუნდის გაფართოების შემთხვევაში თავიდან აგვარიდებს ისეთ საკითხებზე ფიქრს, რაც ეხება საოფისე ინვენტარისა და შეხვედრების ოთახების მოწყობას, ავეჯს და სხვ. ამის შესაბამისად, საოფისე სივრცის ხარჯიც მნიშვნელოვნად მცირდება.

სწორედ ამ მზარდ მოთხოვნაზე საპასუხოდ, თბილისში ახალი საერთო სამუშაო სივრცე − The Hub გაიხსნა, რომელიც არა მხოლოდ ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სამუშაო ადგილი, არამედ ეს არის საერთო ინტერესების მქონე სოციალური კლუბი და საზოგადოება, სადაც გუნდები/კომპანიები კომფორტულ გარემოში შეძლებენ მუშაობას, იდეების გაცვლასა და ერთმანეთის დახმარებას. The Hub აღჭურვილია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, იზოლირებული სივრცეებით, თანამედროვე საოფისე ინვენტარითა და ყველა იმ დეტალით, რაც პროდუქტიულად და შემოქმედებითად მუშაობას უწყობს ხელს. ამასთან, მრავალფუნქციურ სივრცეში მოქცეულია Fomo-კაფეც, რომელიც The Hub-ის წევრებს ჯანსაღ საკვებს სთავაზობს.

"პანდემიის დროს შინიდან თვეების განმავლობაში მუშაობამ მაგრძნობინა, რამდენად მნიშვნელოვანია, მთლიანად იყო ჩაფლული ამა თუ იმ საქმიანობაში. ეს მეტად რთულია მაშინ, როდესაც ში უამრავი რამ გიფანტავს ყურადღებას. მივხვდი, რომ ერთადერთი, რაც მოტივაციის შენარჩუნებაში დამეხმარებოდა, სამუშაო გარემოს მოწყობა იყო. სწორედ აქედან გაჩნდა The Hub-ის დაარსების იდეა. მინდოდა შემექმნა ისეთი ატმოსფერო, სადაც ხალხი თავს ისე იგრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ ყურადღების გაფანტვის გარეშე. გარდა ამისა, იმჟამინდელი საერთო სამუშაო სივრცეების 50% უკვე დაკავებული იყო, შესაბამისად, დავინახეთ მოთხოვნა ბაზარზე და შევეცადეთ ეს მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა და ახალი წევრებიც "დაგვებინავებინა". ვიცით, რომ პირველები არ ვართ, მაგრამ მიზნად დავისახეთ, ვიყოთ საუკეთესოები.

The Hub შეიქმნა იმისათვის, რომ იყოს ტექნოლოგიების, ელექტრონული კომერციისა და ფინანსების მთავარი ცენტრი. ჩვეულებრივი საერთო სამუშაო სივრცისგან განსხვავებით, The Hub აქცენტს ნეთვორქინგსა და ფინანსებზე გაამახვილებს. ეს არ არის უბრალოდ სხვა სამუშაო ადგილი, არამედ გარემო, რომელიც აერთიანებს მოაზროვნე ინდივიდებს. ჩვენ ვართ ერთადერთი საერთო სამუშაო სივრცე ქალაქში, სადაც ბანკირი მუდამ ადგილზეა და მზად არის, მომხმარებლებს საბანკო მომსახურება გაუწიოს", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს The Hub-ის დამფუძნებელი, სანან სანანი.

The Hub-ის ერთ-ერთი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობაა. სივრცე ქალაქის ცენტრში მდებარეობს და გარშემორტყმულია რამდენიმე საუკეთესო რესტორნით, კაფეებით, პარკებით, სასურსათო მაღაზიებითა და აფთიაქებით, რაც მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტულ გარემოს ქმნის. The Hub თავისუფლების მოედნიდან 8 წუთის სავალზეა, ხოლო Fabrika-მდე მისასვლელად მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო. ლოკაცია იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სამსახურის შემდეგ განტვირთვა და დასვენება სურთ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სივრცე ადვილად მისადგომია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ავტობუსებისთვისა და მეტროსთვის.

საერთო სამუშაო სივრცის დიზაინი ნათელ ფერებზეა აგებული, რომელიც, თავის მხრივ, გამოხატავს თანამედროვეობასა და ფუტურიზმს − მიდგომას, რომლის მიზანია არა გარემომცველი სინამდვილის ასახვა და შეცნობა, არამედ ახალი რეალობის შექმნა. სივრცეში არსებული ღია ფერები ხელს უწყობს შემოქმედებითობის ზრდას, განტვირთვასა და ღიაობას.

The Hub მომხმარებლებს წევრობის მრავალფეროვან პაკეტებს სთავაზობს. მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ ის პაკეტი, რომელიც ზუსტად შეესაბამება მათ მოთხოვნებს:

  • კერძო ოფისი, რომელიც 2-8 ადამიანისთვისაა განკუთვნილი და შექმნილია გუნდებისთვის, რომლებიც კოლაბორაციულად მუშაობენ და სჭირდებათ მეტი პირადი სივრცე;
  • ფიქსირებული მაგიდა, რომელიც იდეალური ვარიანტია სტარტაპერებისა და ფრილანსერებისთვის;
  • მორგებული მაგიდა დისტანციურად ან ნახევარ განაკვეთზე მომუშავეთათვის;
  • ყოველდღიური ან ყოველთვიური აბონემენტები;
  • საკონფერენციო/შეხვედრების ოთახი კონფერენციებისთვის, ღონისძიებებისთვის, B2B/B2C შეხვედრებისთვის, ვორქშოფებისთვის და სხვ.

ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, დაჯავშნოს ტური, გაიაროს კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან და შეარჩიოს პაკეტი, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად შეესაბამება მის ინდივიდუალურ თუ ბიზნესსაჭიროებებს.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია