Join our Waitlist for Expert Advice!

ვალენტინობის დღის საჩუქრების იდეები Bang&Olufsen-ისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Bang & Olufsen-ი გთავაზობთ საჩუქრების იდეებს, რომლებიც გულგრილს ვერავის დატოვებს. 14 თებერვალს ყველას სურს საყვარელ ადამიანს ბედნიერება მიანიჭოს, თუმცა საჩუქრის შერჩევა არც თუ ისე მარტივია.

იდეა N1: Beoplay EQ - დახვეწილი, უსადენო ყურსასმენი ხმის დახშობის ადაპტირებული ფუნქციით.

Beoplay EQ პირველი უკაბელო ყურსასმენია რომელსაც გააჩნია ხმის დახშობის ადაპტირებული აქტიური ფუნქცია - ANC-ი. ყოველდღიური გამოყენებისთვის შექმნილი "ლაქშერი" მოდელი, აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიას, კომფორტს, დახვეწილობას, გამძლეობას და უზრუნველყოფს საუბრის ხარისხის შეუდარებელ სისუფთავეს. Beoplay EQ შესაძლებლობას მოგცემთ გაექცეთ ყოველდღიური ცხოვრების ხმაურს და სრულად შეიგრძნოთ მუსიკის სიამოვნება.

Beoplay EQ-ს აქვს 20 საათამდე მუშაობის რეჟიმი და გააჩნია სწრაფი დამუხტვის ფუნქცია, რომელიც სულ რაღაც 20 წუთში უზრუნველყოფს ორსაათიანი მუშაობისთვის საჭირო ენერგიას.

Beoplay EQ-ს დიზაინის ყოველი დეტალი დახვეწილია. მას აქვს პატარა და ერგონომიული ფორმა და მოყვება სხვადასხვა ზომის სილიკონის სამაგრები. ყურსასმენებს ახლავს გამძლე და მდგრადი ანოდირებული ალუმინისგან დამზადებული ქეისი-დამტენი.

Beoplay EQ შესანიშნავი საჩუქარია აქტიური ცხოვრების სტილის მოყვარულთათვის.

იდეა # 2: Beoplay HX ხმის დამხშობი ყურსასმენები

Beoplay HX-ი ხმაურის დახშობის აქტიური ტექნოლოგიის შედეგად, ძლიერ და ავთენტურ ჟღერადობას უზრუნველყოფს, აქვს 35 საათამდე მუშაობის რეჟიმი და მაქსიმალური კომფორტულობა.

Beoplay HX-ის სრულყოფილი ჟღერადობა კონცერტზე ყოფნის განცდას გიქმნის. Bang & Olufsen-ის სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ ხმის პროფილები, წინასწარ დააყენოთ ANC რეჟიმი და მარტივად გქონდეთ წვდომა ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციებზე პირდაპირ ყურსასმენის ინტერფეისიდან.

Beoplay HX-ი მსუბუქი და გამძლეა, ერგონომიული დიზაინი საშუალებას გაძლევთ მთელი დღის განმავლობაში კომფორტულად ატაროთ.

Bang & Olufsen-ის მიერ გამოყენებული რბილი, ნატურალური ტყავის მასალა და ანოდირებული ალუმინის კომბინაცია, ხაზს უსვამს Beoplay HX-ის მდიდრულ დიზაინს.

ის შესანიშნავი საჩუქარია მოგზაურთათვის ან მათთვის, ვინც დისტანციურად მუშაობას.

იდეა #3: Beosound Explore-ი, თავგადასავლებისთვის შექმნილი დინამიკი

Beosound Explore-ი მოსახერხებელი ფორმის, მტვრისგან დაცული და წყალგაუმტარი პორტატული დინამიკია, ოპტიმალური წონით და მიმაგრებული კარაბინით. დინამიკი დამზადებულია II ტიპის ანოდირებული ალუმინისგან, რაც მას ნაკაწრებისგან იცავს და იდეალურს ხდის გარე გამოყენებისთვის. Beosound Explore-ი დაუზიანებლად ძლებს წყალში 1 მეტრ სიღრმეზე, 30 წუთის განმავლობაში. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად შორს წახვალთ სამოგზაუროდ, დინამიკის ბატარეა 27 საათიანი დატვირთვით მუშაობს.

უნიკალური ცილინდრული ფორმის მეშვეობით, მაღალი ხარისხის დინამიკებთან და გამაძლიერებლებთან ერთად, სპიკერი გამოსცემს 360 გრადუსიან ყოვლისმომცველ ჟღერადობას და ღრმა, მდიდარ ბასს, რაც იდეალურია კემპინგის ან ლაშქრობის დროს მუსიკის კომფორტული მოსმენისთვის.

Beosound Explore-ის მართვის პანელის გამოყენება შესაძლებელია ყველა სახის პირობებში - წყალში, დასვრილი ხელებით ან თუნდაც ხელთათმანების გამოყენებით. დინამიკი იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკა, ლაშქრობა და ბუნებაში დაუვიწყარი თავგადასავლები.

გთავაზობთ ოფიციალური პარტნიორი მაღაზიების ბმულებს, სადაც შეგიძლიათ Bang&Olufsen-ის პროდუქციის შეძენა:

Motif, iSpace, iCity, ElitElectronics

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია