Join our Waitlist for Expert Advice!

ჰარვარდის სამედიცინო სკოლას და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს მარიხუანას კვლევისთვის $9 მილიონი გადაურიცხეს ამ თანხით ორივე ინსტიტუცია კვლევებისთვის კანაფს გამოიყენებს, რომელიც მასაჩუსეტსში ლეგალურია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

მარიხუანას დაჩქარებულმა ლეგალიზაციამ სამედიცინო სფეროს მკვლევრების შეშფოთება გამოიწვია იმის გამო, რომ მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე საფუძვლიანად არ არის შესწავლილი.

აშშ-ს ფედერალურ მთავრობას კანაფი კვლავ არალეგალური საშუალებების სიაში აქვს შეყვანილი, რაც კვლევებისთვის დაფინანსების მიღებას საკმაოდ ართულებდა. ამასთან, ვითარებას ამძიმებს ის, რომ კვლევებისთვის ხელმისაწვდომი მარიხუანა გაცილებით ცუდი ხარისხისაა, ვიდრე ის, რომელსაც ადამიანები შავ ბაზარზე ან ადგილობრივ პოლიკლინიკებში ყიდულობენ.

მიუხედავად ამისა, აშშ-ში კანაფის კვლევა სრულიად მოულოდნელად გახდა შესაძლებელი, როდესაც ჩარლზ ბროდერიკმა $9 მილიონი შესწირა ჰარვარდის სამედიცინო სკოლასა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს. იგი გლობალური სააქციო ფირმის ხელმძღვანელია, რომლის შტაბბინა ნიუ-იორკშია. Harvard Gazette-ის მიხედვით, ბროდერიკის მიზანი ნათელია: "ჩვენი სურვილია კანაფის საფუძვლიანი გამოკვლევა და ამ საკითხისთვის საბოლოოდ ნათელის მოფენა".

მასაჩუსეტსი ვითარებას ცვლის

როგორ შეძლებს ეს ორი პრესტიჟული უნივერსიტეტი მარიხუანას კვლევას, რომელიც ფედერალურ დონეზე ჯერ კიდევ არალეგალურადაა გამოცხადებული? მუსიკალურ ჟურნალ Rolling Stone-ის მიხედვით, მასაჩუსეტსმა ამ წელს რეკრეაციული (გასართობი, დასასვენებელი) მიზნით ფაქტობრივად ლეგალურად დაიწყო მარიხუანას გაყიდვა, რაც ბოსტონის სასწავლო დაწესებულებებში კვლევების ჩატარებას ამარტივებს.

ხოლო მკვლევარმა მასაჩუსეტსიდან Boston Globe-თან განაცხადა, რომ გეგმავს გაცილებით მაღალი კლასის კანაფის მიღებას, ვიდრე მისისიპის უნივერსიტეტში მოიპოვება. ეს კვლევებისთვის გამოსაყენებელი მარიხუანას კულტივაციის ერთადერთი სანქცირებული ადგილია.

მან ასევე განაცხადა, რომ ბროდერიკის შემოწირულობის გარეშე არცერთი კვლევა არ წავიდოდა ისე სწრაფად, როგორც ამჟამადაა დაგეგმილი. დაფინანსების მიღება კვლევისთვის იმანაც გაართულა, რომ სახელმწიფო დონეზე მარიხუანას მოხმარება კვლავ არალეგალურად მიიჩნევა.

რა საკითხზე გამახვილდება კვლევა

მასაჩუსეტსი მარიხუანას შემადგენელი ორი ნივთიერების − THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) და CBD-ს (კანაბიდიოლი) გავლენის შესწავლას გეგმავს ადამიანთა შემეცნებით უნარებზე, რომლებსაც შიზოფრენია აქვთ. კიდევ ერთი გამოკვლევა ამ ნივთიერების ზეგავლენის შესწავლას მიეძღვნება აუტიზმითა და ჰანტინგტონით დაავადებულებში. ასევე შეისწავლება ამ ნივთიერებების გავლენა ადამიანის ყურადღებასა და სამუშაო მეხსიერებაზე.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში ამ თანხით ჩარლზ ბროდერიკის ფიტოკანაბინოიდური კვლევითი ინიციატივა დაფინანსდება. თავდაპირველად შეისწავლიან მარიხუანას გავლენას ტვინის უჯრედებზე და კავშირებზე ტვინის უჯრედებს შორის.

დონორი შესაძლოა მოგებული აღმოჩნდეს

ბროდერიკის გადაწყვეტილებამ ბევრის შექება დაიმსახურა, მაგრამ ამასთან ერთად, მსჯელობაც გამოიწვია შემოწირულობის ეთიკის თაობაზე. ბროდერიკი კანაფის კომპანიების ინვესტორია კანადაში, სადაც მისი სამედიცინო და რეკრეაციული გამოყენება სრულიად ლეგალურია.

Globe წერდა იმის თაობაზე, რომ ბევრს დააინტერესებს, გამოკვლევები მიკერძოებული ხომ არ იქნება, მათზე გავლენას ბროდერიკის პოზიცია ხომ არ მოახდენს. ბოლოს და ბოლოს, თუ კანაფის კვლევები მის სასარგებლოდ წარიმართა, ბროდერიკი უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს. მაგრამ თუ მარიხუანას გამოყენება სამედიცინო მიზნებით სახიფათო აღმოჩნდა, მან შესაძლოა ფული დაკარგოს.

თუმცა, როგორც ჰარვარდში, ისე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, კვლევების მარეგულირებელი წესები არსებობს, რომლებიც გარანტიას იძლევა, რომ მკვლევრებს თავიანთ სამუშაოსა და შედეგებზე სრული კონტროლი ექნებათ.

ამ საკითხზე ბროდერიკმა Harvard Gazette-ს განუცხადა: "კანაფზე ყველაფერი ბოლომდე უნდა გაირკვეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო საზოგადოებას, და ასევე ფართო საზოგადოებას ფაქტები უნდა წარვუდგინოთ. ამ შემთხვევაში, ყველას ერთი ინფორმაცია გვექნება. განცხადებები კვლევებით უნდა ჩავანაცვლოთ".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია