Join our Waitlist for Expert Advice!

GukaArt - ჩემი ხელიდან შენი კომფორტისათვის! კომფორტსა და ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ქართული ბრენდი!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GukArt

GukArt ბუნებრივი მასალებით, ხელით შექმნილი ყოფითი ნივთების ქართული ბრენდია, რომელიც ადამიანების კომფორტსა და ჯანმრთელობაზეა ორიენტირებული.

"6-წლიანი საოფისე რუტინის შემდეგ, ვიტყოდი, რომ საკუთარი თავი შემოქმედებით პროცესში ვიპოვე. მინდა, მომხმარებლებს ყოველდღიური აუცილებლობის ნივთები ახლებური სახეცვლილებითა და გაცილებით ლამაზი ფორმით მივაწოდო. მიზნად დავისახე, ჩემი ხედვა ნამუშევრებით გადმოვცე და სხვებსაც ის დადებითი მუხტი გავუზიარო, რომელსაც თავად ვიღებ მუშაობის პროცესში. GukArt არის ნივთი, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს შინ. ჩემი მესიჯია − "ჩემი ხელიდან შენი კომფორტისთვის", − ამბობს GukaArt-ის დამფუძნებელი გურანდა ქემოკლიძე.

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი და სტრესული რიტმიდან გამომდინარე, გურანდას ყოველთვის აწუხებდა ფაქტი, რომ ადამიანებს აღარ გვრჩება საკმარისი დრო ცოცხალი ურთიერთობებისთვის. "ნივთების შექმნის პროცესში ვფიქრობდი და მინდოდა შემექმნა ისეთი რამ, რაშიც წყვილები ერთად იქნებოდნენ ჩართულნი, მათთვის სასიამოვნო მომენტებს კი ძვირფასი წუთები GukArt-ის მონაწილეობით შეემატებოდა. სწორედ ამიტომ შევქმენი ჰაერის დამატენიანებელი წყვილებისა და მათი პატარებისთვის, რომელზეც ერთად შეუძლიათ საკუთარი სახელების დატანა", − გვეუბნება გურანდა.

GukArt-ის ხაზის მთავარი უპირატესობა ბუნებრივი მასალებია. ყველაფერი, რაც ამ სახელწოდებით იქმნება, ბუნებრივი მასალების ბაზაზეა დამზადებული. ამასთანვე, სახასიათო იერსახისაა და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ნივთს, შემოქმედებითი მიდგომით ახალ სიცოცხლეს სძენს. პროდუქციაში ძირითად მასალად თიხა გამოიყენება. ცნობილია, რომ თიხა უნიკალური თვისებრივი მახასიათებლებითა და მინერალების წყალობით, სითბურ პირობებშიც ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

საწყის ეტაპზე გაყიდვაში მხოლოდ ჰაერის დამატენიანებელია, რომელიც გამათბობელზე უნდა მიმაგრდეს. მასში წყალი თავსდება და ოთახი ტენიანდება. ასევე, შესაძლებელია მასში ეთერზეთების ჩამატება და შინ სასიამოვნო სურნელის შექმნა. თანამედროვე გამათბობლები ჰაერს დასაშვებზე მეტად აშრობს, მშრალი ჰაერი კი მრავალი დაავადების გამომწვევი ფაქტორი ხდება, ამიტომაც შინ ტენიანობის ნორმირებული დონის შენარჩუნება აუცილებელია.

GukArt-ის პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ, Facebook- გვერდის მეშვეობითაა შესაძლებელი. სასურველ შენაძენს კურიერი მომხმარებელს ადგილზე მიუტანს.

სამომავლოდ, გურანდასა და GukArt-ის გეგმები განვითარებასა და პროდუქციის გამრავალფეროვნებასთანაა დაკავშირებული. უკვე დაწყებულია მუშაობა შალის ნაწარმზეც, რომელსაც მომხმარებელი მალე იხილავს.

GukArt-ს სურს, რომ საყოფაცხოვრებო და სილამაზის ინდუსტრიის მიმართულებით არაერთი საინტერესო და სასარგებლო პროდუქტი შექმნას, რათა ყოველდღიური გამოყენების საგნები, ჯანსაღი და ესთეტიკური სიამოვნების მომგვრელი გახდეს ყველასთვის.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ