საქმიანი და ძვირადღირებული მოგზაურობების სეგმენტის 5 მთავარი ტენდენცია საქმიანი შეხვედრები უკვე აღარ ჩატარდება ჩაკეტილ სივრცეში, რადგან ახალი ტენდენციები კორპორაციებს მოგზაურობის საშუალებას აძლევს
By ბჰარატი შეტი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტურისტულ სექტორში ყველაზე სწრაფად მზარდი საქმიანი მოგზაურობების − MICE-ინდუსტრიაა (MICE- შემდეგი სიტყვების აბრევიატურაა: შეხვედრები, ინიციატივები, კონფერენციები და გამოფენები), რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით დოლარი მოგება მოაქვს. ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი კორპორაცია აღიარებს, რომ საქმიანი მოგზაურობები საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს შიდა და გარე ტურისტების მოსაზიდად. მას შეუძლია კორპორაციებს უბიძგოს შორეული ქვეყნებიდან საქმიანი ვიზიტები სხვაგან განახორციელონ და უნიკალური შთაბეჭდილებები მიიღონ.
ეს ინდუსტრია გამუდმებით იცვლება და ამიტომ გახდა აუცილებელი ახალ გარემოსთან ყოველდღიურად შეგუება. ამ მზარდი ბაზრის უზარმაზარი პოტენციალის გამოსაყენებლად კორპორაციები და ტურისტული კომპანიები აუცილებლად უნდა იყვნენ ამ სფეროს სიახლეებისა და ტენდენციების კურსში. გაეცანით იმ ხუთ მთავარ ტენდენციას, რომელზეც მთლიანად იქნება დამყარებული საქმიანი და ძვირადღირებული მოგზაურობების სეგმენტი.
მოსახერხებელი ტექნოლოგიური ინოვაციები
ბოლო ხანებში ჩვეულებრივმა საკონფერენციო დარბაზებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა, ჰორიზონტზე გაცილებით მიმზიდველი ადგილები გამოჩნდა საქმიანი შეხვედრებისთვის. ადამიანებს სწრაფი ინტერნეტისა და პროგრესული ტექნოლოგიების გარდა, გართობის ელემენტებიც აინტერესებთ და კომფორტული გარემოც, რის შესაძლებლობასაც MICE- მოგზაურობა ნამდვილად იძლევა.
ისე, როგორც სხვა სექტორები, MICE-იც ახალ ტექნოლოგიებს ნერგავს, რომ სამყაროს არ ჩამორჩეს. ტექნოლოგიური ინოვაციები ადამიანებს მეტი კლიენტის მოძიებაში, ორგანიზატორებს კი ღონისძიებების ორგანიზებაში ეხმარება და მომსახურების ხარისხს აუმჯობესებს. ინოვაციური ტექნოლოგიები − გაზრდილი რეალობა, ვებბოტები და მობილური აპლიკაციები საქმიანი მოგზაურობის ყველა პროცესს ამარტივებს, მათ შორის კლიენტების ორგანიზატორებთან ურთიერთობასაც. ტექნოლოგიების გამოყენებამ ბილეთებისა და სასტუმროს დაჯავშნის მთელი პროცესი ინტერნეტში გადმოიტანა, კლიენტმა ყველაფერი წინასწარ იცის, ყველა დეტალი − ინფორმაცია ადგილების შესახებ და პლუს ღირებულება.
მსგავსი სტატია: მარიამ ქვრივიშვილის ინტრაპრენერული ფილოსოფია
დასასვენებელი მიმართულებები უზომოდ პოპულარული ხდება
საქმიანი მოგზაურობა მხოლოდ შეხვედრებითა და ღონისძიებებით არ შემოიფარგლება. კომპანიები MICE-ოპერატორებისგან ისეთ ადგილებში მოითხოვენ შეხვედრების ორგანიზებას, სადაც მათი ძვირფასი თანამშრომლები მცირე შვებულების გატარებას ოჯახის წევრებთან ერთად შეძლებენ. სწორედ ამიტომ არიან ყველაზე სასურველი მიმართულებების თავში მოქცეული ისეთები, რომლებიც თავგადასავლებს, გართობას, სამზარეულოს და კულტურას,ანუ უნიკალურ შთაბეჭდილებებს სთავაზობენ კლიენტებს. ეს არის აგრეთვე მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის წელს განსაკუთრებულად გაზრდილი მოთხოვნა მოგზაურობაზე ისეთი მდიდარი კულტურის მქონე ქვეყნებში, როგორებიცაა მაგალითად იაპონია და აღმოსავლეთ ევროპა; სათავგადასავლო მიმართულებით კი, როგორიცაა ავსტრალია.
ახალ სეგმენტებში ინვესტირება
ტენდენციები შეიცვალა, ადამიანები უკვე აღარ ცდილობენ მხოლოდ შეხვედრებსა ან კონფერენციებზე დასასწრებად ოფშორული მიმართულებების მონახულებას. კლიენტებს კრუიზი, წყლის სპორტი და ექსპერიმენტული მოგზაურობები იზიდავთ. ამ ქვეყნებში ამ ტენდენციას კარგად აცნობიერებენ და შესაბამისი რესურსებიც აქვთ. ამიტომ იზრდება ამ სეგმენტებში ინვესტირება საქმიანი მოგზაურობების იმ პოპულარული მიმართულებებით, როგორიც სინგაპური და ტაილანდია. ეს ინვესტიციები უფრო მეტად გაზრდის MICE-მოგზაურობებზე მოთხოვნას და კორპორაციები ოპერატორებს იმის მიხედვით შეარჩევენ, თუ ვინ სთავაზობთ მათ მრავალფეროვან მომსახურებას.
ვიზის აღების შესაძლებლობა დანიშნულების ადგილზე საქმიან ვიზიტებს ამარტივებს
ქვეყნების უმრავლესობის ტურისტული დეპარტამენტი, მაგალითად, ტაილანდი და შრი-ლანკა კლიენტებს ჩასვლისთანავე სთავაზობენ ვიზებს. იმ კორპორაციებს, რომლებიც თანამშრომლებთან ერთად მიემგზავრებიან, არ სურთ მოცდა და დროის დაკარგვა მთელი ჯგუფის პროცედურების გავლასა და ვიზის გაფორმებაზე. სწორედ ამგვარი ინიციატივები ხდის პოპულარულს ამ მიმართულებას საქმიანი ვიზიტების შემთხვევაში.
მოქნილობა და ინდივიდუალიზაცია
ორგანიზაციებმა და სასტუმროებმა ბიზნესსამყაროს მოსაზიდად ისე უნდა დაგეგმონ ყოველი ღონისძიება და შეხვედრა, რომ თითოეულში რაღაც ინდივიდუალური შტრიხი შეიტანონ. MICE-მოგზაურობების დროს მთავარი გუნდური ღონისძიებები და გუნდის გაერთიანებაა. შესაბამისად, ორგანიზატორებმა და სასტუმროებმა ერთად უნდა იმუშაონ დამკვიდრებული წესების შესაცვლელად, საქმიანი შეხვედრები დარბაზებიდან ღია ცისქვეშ გადაიტანონ და თითოეული კორპორაციის მოთხოვნებს მოარგონ.