📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

10-11 ნოემბერს ბათუმში ტურიზმის ფესტივალი "ტურისტერი" 2023 გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

10-11 ნოემბერს, ბათუმში ქართული ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, ტურიზმის ფესტივალი "ტურისტერი" 2023 იმართება.

ფესტივალზე თქვენ გელოდებათ სპიკერთა პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, ვორკშოფები, ბიზნეს გამოფენა და რაც მნიშვნელოვანია ნეთვორქინგის და ახალი ურთიერთობების დამყარების უნიკალური შესაძლებლობები.

ფესტივალზე სპიკერებად მოწვეულია ცნობილი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ ტურიზმის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ტრენდებზე და გამოწვევებზე. მათ შორის არიან:

  • TripAdvisor
  • Expedia
  • Google Cloud
  • Ljubljana DMO
  • Berlin Travel Festival
  • Sojern
  • Bolt
  • GLOVO
  • National Geographic

და ა.შ.

ფესტივალის წლევანდელი თემატიკა

ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა ცხოვრების წესი და კიდევ უფრო მეტი ადგილი დაეთმო ტექნოლოგიებს. შესაბამისად შეცვალა დასვენების, მუშაობის და ტრანსპორტირების ფორმები, რასაც ავტომატურად ფეხს უბამს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია. ეს კი იწვევს რადიკალურად განსხვავებული პროდუქტების და სერვისების გაჩენას, რაშიც მნიშვნელოვან როლს იკავებს ხელოვნური ინტელექტი (განსაკუთრებით ე.წ. Generative AI) და იგი აქტიურად შემოდის ტურიზმის ინდუსტრიაში, ამას კი ავტომატურად მოჰყვება შესაბამისი სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება და ტექნოლოგიების ახალი ფორმით გადააზრება; აქედან გამომდინარე იცვლება ტურიზმის მარკეტინგის ტაქტიკებიც და უმნიშვნელოვანეს როლს იკავებს დიდ მონაცემთა ანალიტიკა, რომლის საშუალებით უსწრაფესად ხდება მყისიერად ცვლადი ტურიზმის ინდუსტრიის ტენდენციებისადმი მორგება.

შესაბამისად, ფესტივალის წლევანდელი თემები ფოკუსირდება შემდეგ ოთხ საკითხზე:

  • ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში
  • ტურისტის ქცევის ცვლილება
  • ტურიზმის მარკეტინგი
  • მონაცემთა ანალიტიკა ტურიზმში

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://tkt.ge/show/16065/turisteri-2023-turizmis-festivali

ფესტივალის გენერალური სპონსორი: საქართველოს ბანკი

სპონსორი: სადისტრიბუციო კომპანია "ალალი", სასტუმრო "კოლიზეუმი"

პარტნიორი: USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, ბათუმის მერია, ბათუმის ბულვარი, გურუ ჰოლდინგი

მედია მხარდამჭერები: entrepreneur.ge, bm.ge, რადიო ბათუმი

ფესტივალის ორგანიზატორები: ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული სააგენტო "შინდი"

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!