📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ამერიკული ჰოლდინგის Arieli Capital-ის პარტნიორი და სერიული ანტრეპრენერი ქართველ სტარტაპებს შეხვდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გლობალური სტარტაპ ფონდის სამიტის ფარგლებში, საქართველოს სერიული ანტრეპრენერი, 70-ზე მეტი სტარტაპის ანგელოზი ინვესტორი, ისრაელის 100 ყველაზე გავლენიან ინვესტორს შორის დასახელებული და "ტექსტარს" თელ-ავივის ყოფილი ხელმძღვანელი, ჰილა ოვილ ბრენერი ეწვევა. ქართული სტარტაპებისთვის, ინოვაციების, მეცნიერებისა და კვლევების სფეროს წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, სამიტი 28-29 მაისს თბილისში გაიმართება.

ჰილა ოვილ ბრენერი მეწარმე ქალთა აქტიური მხარდამჭერია მსოფლიოში. მისი დაფუძნებულია ორგანიზაცია Yazamiyot, რომელშიც 5 500-ზე მეტი მეწარმე ქალია გაერთიანებული და ისრაელის სტარტაპ ეკოსისტემაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.

2024 წელს ჰილა ოვილ ბრენერი ამერიკული ჰოლდინგის Arieli Capital-ის პარტნიორი გახდა. ჰოლდინგი ინვესტირებას ახდენს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში, ინოვაციურ პლატფორმებსა და საჯარო, აკადემიურ და კერძო სექტორში.

აღსანიშნავია ისიც, რომ გლობალური სტარტაპ ფონდის 2023 წლის ღონისძიებაზე ჰილა ოვილ ბრენერი სამიტის Keynote სპიკერი და პანელისტი იყო. ეკოსისტემის ფორმირების პროცესში, ე.წ. სტარტაპ ერისგან - ისრაელისგან მიღებული ცოდნა და გამოცდილება დიდ როლს ასრულებს საქართველოში. სწორედ ამიტომ 2024 წლის სამიტზე სპიკერი მონაწილეებს უკვე ახალი ამპლუით საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

2019 წელს, ისრაელის მხარესთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი, სამიტს ყოველწლიურად მართავს. სამიტის ფარგლებში, სტარტაპების მიერ, მილიონზე მეტი დაფინანსებაა წლების განმავლობაში მოპოვებული და ღონისძიების მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და სხვა კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სამიტს მნიშვნელოვან მისიას აკისრებს - მონიშნოს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა გლობალური ინოვაციების

რუკაზე და შესაძლებლობა მისცეს ადგილობრივ, თუ რეგიონალურ სტარტაპებს, განვითარდნენ საერთაშორისო ბაზრებზე.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია