📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ანი თათეიშვილის წარმატებისკენ მიმავალი გზა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დიდი პასუხისმგებლობაა იყო წარმატებული ქალი, ვინაიდან ბევრი გარშემომყოფისთვის მაგალითსა და მოტივაციის წყაროს წარმოადგენ. წარმატება კი ყველაზე მეტად მაშინ არის სასიამოვნო, როდესაც დიდი შრომის შედეგად მოდის. Entrepreneur წარმოგიდგენთ ინტერვიუს Marriott International-ის რეგიონალური გაყიდვების მენეჯერთან, ანი თათეიშვილთან, რომელმაც მის მიერ განვლილი გზისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა.

გვიამბეთ თქვენ მიერ განვლილი გზის შესახებ.

დავამთავრე ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) და პარალელურად შევუერთდი მარიოტის არაჩვეულებრივ გუნდს როგორც გაყიდვების აღმასრულებელი. თავდაპირველად გვებარა ორი სასტუმრო - თბილისი მარიოტი და ქორთიარდი. 2018 წლისთვის კი სასტუმრო მოქსი გავხსენით და უკვე 3 განსხვავებული კატეგორიის სასტუმროზე ვმუშაობდით. ამ პერიოდში შევძელი სწავლის გაგრძელება და მივიღე მაგისტრის ხარისხი საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ცოტა მოგვიანებით კი მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო აქსის თაუერსში არსებული საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი "პულმანი"-ის გახსნაში.

გვესაუბრეთ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

სექტემბრის თვიდან გაჩნდა საჭიროება რომ Marriott international-ის გლობალური გაყიდვების ოფისი საქართველოშიც გახსნილიყო და მის წარმომადგენლად შეირჩა ჩემი კანდიდატურა.

ამჟამად წარმოვადგენ კომპანიის რეგიონალურ გაყიდვებს - ჩემს პასუხისმგებლობაშია როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, ლიტვა, ლატვიასა და ესტონეთში არსებული კომპანიები. ძალიან მიხარია რომ სწორედ საქართველოდან მოხდება მოცემული ქვეყნების გაყიდვების მართვა.

ვფიქრობ, აღნიშნულში დამეხმარა სტუმართმასპინძლობის სფეროსადმი სიყვარული და საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.

რა არის თქვენი ინსპირაციისა და მოტივაციის წყარო?

ყოველთვის მინდოდა რომ ჩემი საქმიანი გარემო ყოფილიყო მრავალფუნქციური და საინტერესო. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა უნდა დაიწყოს საკუთარ თავზე მუშაობით - მიზნების დასახვით და შემდეგ მათი განხორციელებით.

რას ურჩევდით მათ, ვისაც აქვთ სურვილი, მაგრამ ეშინიათ მათი განხორციელებისკენ ნაბიჯის გადადგმის?

ადამიანებს ვურჩევდი რომ ახალ გამოწვევებს შეცდომების დაშვების შიშით არ მოერიდონ. ყველაზე კარგად, ალბათ, სწორედ ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ და გამოვიმუშავებთ უნარებს, რომლებიც შემდგომ ახალი პერსპექტივების წინაპირობა ხდება. მთავარია, ვიცოდეთ რისი კეთება გვსურს და ამ საქმეს ვემსახუროთ.

გვესაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა ეტაპობრივად გავზარდო ჩემს პასუხისმგებლობაში არსებული ქვეყნების არეალი, რაც თავის მხრივ დამეხმარება პროფესიულ ზდასა და დასახული მიზნებისკენ სწრაფვაში.

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!