📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"არ შექმნათ მეუღლესთან ან პარტნიორთან საერთო საბანკო ანგარიში" - კევინ ო'ლირის რჩევები

By Emily Rella

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კევინ ო'ლირი გვირჩევს, "არ გააერთიანოთ ფინანსები, საბანკო ანგარიშები თქვენს მეუღლესთან... მე ამას ჩემს ოჯახშიც ვკრძალავ". The Shark Tank-ის ვარსკვლავმა ხაზი გაუსვა ურთიერთობაში საკუთარი ფინანსური იდენტობის, დამოუკიდებლობის" შენარჩუნების მნიშვნელობას.

ო'ლირი ცნობილია თავისი პირდაპირი ფინანსური რჩევებით. ის იმედისმომცემ ანტრეპრენერებსაც კი ABC-ის ჰიტშოუში ოფლში წურავს.

FOX Business-ის "Varney & Co"-ს ეპიზოდში გამოჩენისას ბიზნესმენმა თქვა, რომ არ სჯერა, რომ დაქორწინებულმა წყვილებმა უნდა გააერთიანონ თავიანთი საბანკო ანგარიშები და გადაცემის წამყვან სტიუარტ ვარნის ისიც უთხრა, რომ მნიშვნელოვანია, ადამიანმა შეინარჩუნო საკუთარი ფინანსური იდენტობა ურთიერთობაში, ეს კი იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე უარესი სცენარი განვითარდება.

"უნდა შეინარჩუნოთ საკუთარი ფინანსური იდენტობა, რადგან ქორწინებების 50% მთავრდება განქორწინებით ფინანსური წნეხის გამო ქორწინების პირველი ხუთი წლის განმავლობაში და მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ გრძელვადიანი ურთიერთობა და რაიმე დაემართება თქვენს მეუღლეს, როგორიცაა გარდაცვალება… თუ არ გაქვთ საკუთარი ფინანსური იდენტობა, თქვენ ამერიკაში ველურ უდაბნოში აღმოჩნდებით", - თქვა ო'ლირიმ.

ო'ლირი მიიჩნევს, რომ ადამიანები არიან "გიჟები", როცა მიდიან გადაწყვეტილებამდე, გააერთიანონ თავიანთი და პარტნიორის ანგარიშები და არ შეინარჩუნონ საკრედიტო რეიტინგი, საკუთარი ანგარიშები.

"ამას მე ჩემს ოჯახში ვკრძალავ, რადგან რეალურ სამყაროში ვცხოვრობ".

ო'ლირიმ დასძინა, რომ როდესაც საქმე ეხება წყვილების საერთო ფინანსური მომავლის აშენებას, წინასაქორწინო შეთანხმება "ბევრს ეხმარება".

The Shark Tank-ის ვარსკვლავმა ასევე X-ზეც (ყოფილი ტვიტერი) დაპოსტა, რომ წყვილებმა უნდა შეინარჩუნონ საინვესტიციო და ანაბრის ანგარიშები ინდივიდის "საკუთარ სახელზე", განსაკუთრებით ურთიერთობის პირველი 10 წლის განმავლობაში.

ო'ლირი მეუღლე ლინდაზე 1990 წელს დაქორწინდა. წყვილი 2011 წელს ერთმანეთს დაშორდა, თუმცა მხოლოდ ორი წლით. შემდეგ ისევ შერიგდნენ და დღემდე ერთად არიან, ჰყავთ ორი შვილი: სავანა, 30 წლის და ტრევორი, 27 წლის.

Emily Rella

Entrepreneur Staff

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ