📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"არ უნდა გააკეთო ის, რასაც ჰოლივუდი გკარნახობს" - ავა დიუ ვერნეი ლიდერები, რომლებიც კულტურაზე გავლენას ახდენენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კინორეჟისორი და დამფუძნებელი / ARRAY

ავა დიუ ვერნეი ძველ დროზე გვიამბობს, როდესაც პირველად დაიწყო ფილმების გადაღება. ამბობს, რომ მაშინ არცთუ ბევრი მისაბაძი შავკანიანი კინორეჟისორი იყო და არც რაიმე უსაფრთხოების რგოლი, სირთულეებისგან დასაცავად ფილმების გადაღებისას, რომლებმაც ცნობილი გახადა "სელმა", "მე-13", "როდესაც ისინი დაგვინახავენ". შემდეგ მოულოდნელად ჩერდება და გაოცებული ამბობს: "ისე ვლაპარაკობ, თითქოს 40 წლის წინ გადამეღოს ფილმები, სინამდვილეში ჩემი პირველი ფილმი დაახლოებით 10 წლის წინ გამოვიდა! მაგრამ არავის უნახავს ისინი და არც უთქვამს: "ღმერთო, ამ ქალმა 10 ფილმი გადაიღო".

ამიტომ, დიუ ვერნეიმ საკუთარი უსაფრთხოების რგოლი შექმნა 2011 წელს. მან დამოუკიდებელი სადისტრიბუციო კომპანია დააარსა − ARRAY (მაშინ, AFFRM), რომელიც გაიზარდა და ახლა წარმოებაც აქვს, პროგრამირებაც, დისტრიბუციაც და არაკომერციული სერვისებიც, როგორიცაა, განათლება, დაფინანსება და სივრცეები ღონისძიებებისთვის − ეს ყველაფერი ტრამპლინია ნაკლებად ცნობილი ხმებისთვის კინო და ტელეინდუსტრიაში. "ის პროგრესული იდეების ინკუბატორი გახდა და ეს მართლაც შესანიშნავი იყო", − ამბობს დიუ ვერნეი. ბოლოს წარმატება მოიპოვეს მისმა ფილმებმა: "თეთრი ვეფხვი", "ლინგუა ფრანკა", "შაქრის დედოფალი" და "ისინი ხელში ჩაგვიგდებენ".

"ჩემი ერთ-ერთი მენტორი კინოში ჰეილე გერიმაა", − ამბობს დიუ ვერნეი, − "რომელიც ჰოვარდის უნივერსიტეტში ასწავლიდა, პატარა წიგნის მაღაზია და კაფე ჰქონდა. მისი სამონტაჟო ოთახი წიგნების მაღაზიის თავზე, ოფისში იყო და იქ ყოველთვის შეეძლო ფილმების გადაღება. მას თავისი "გათავისუფლებული ტერიტორია" დაარქვა. ARRAY ჩემი თავისუფალი ტერიტორიაა. აქ ყოველთვის შევძლებ საკუთარი საქმის კეთებას, თუ ჰოლივუდი გადაწყვეტს, რომ არ ვჭირდები და გამომაგდებს".

დიუ ვერნეის ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა გარკვეული უნარები, როდესაც ARRAY დააარსა, და ამან გახადა თავდაჯერებული. დარწმუნდა, რომ თუ საჭირო იქნებოდა, საინტერესო ისტორიების მოყოლაც შეეძლო და კომპანიის მართვაც. სანამ კინორეჟისორი გახდებოდა, საკუთარ სარეკლამო სააგენტოს ხელმძღვანელობდა. "პუბლიცისტობამ, განსაკუთრებით, დამოუკიდებელი ფილმების პუბლიცისტობამ მაჩვენა, რომ უამრავი გზა არსებობს, რათა კიდევ უფრო ინდივიდუალური გახდე და გაცილებით მეტი გამოცდილება შეიძინო", − აღნიშნავს ის, − "არ უნდა გააკეთო ის, რასაც ჰოლივუდი გკარნახობს".

დიუ ვერნეი ამბობს, რომ მან სულ ახლახან დაინახა საკუთარი თავი, რაც დიდ გავლენას ახდენს კულტურაზე. ის კინოს ემოციურ და წარმოსახვით გავლენაზე საუბრობს. იმაზე, თუ როგორ შეიძლება ისტორიებმა და გამოსახულებამ მაყურებლებზე მოახდინონ ზეგავლენა და უბიძგონ მათ, სხვანაირად შეხედონ სამყაროს. თუმცა, მას მაინც სჯერა, რომ კულტურაზე გადაღებული ფილმები მხოლოდ იმ დოზით ახდენენ გავლენას მაყურებელზე, რა დოზითაც ისინი იწოვენ და რეაგირებენ.

"მე არ მინდა ძლიერი ზეგავლენა მოვახდინო კულტურაზე, უფრო მეტად ის მინდა, ადამიანები ფილმებში და ისტორიებში იყვნენ ჩართულნი. მინდა, მათ აზროვნება შეუცვალონ და იქნებ დაეხმარონ კიდევაც, რომ კულტურაზე მოახდინონ გავლენა", − ამბობს დიუ ვერნეი, − "ენ კლეინმა, დიზაინერმა, შესანიშნავი რამ თქვა სიკვდილის წინ: "სამოსი, რომელსაც მე ვქმნი, სამყაროს ვერ შეცვლის, მაგრამ ქალები, რომლებიც მას ატარებენ, შეცვლიან". ფილმები ვერ შეცვლიან სამყაროს, მაგრამ შეიძლება მაყურებელს სურვილი გაუჩინონ, სხვანაირად მოიქცნენ, რაღაც სხვა ისწავლონ, რაღაც სხვა სწამდეთ. სინამდვილეში, ეს იყო ჩემი მიზანი".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!