📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Crocobet.com პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოების, SIGMA EUROPE-ს, გამარჯვებულია ნომინაციაში 2023 წლის საუკეთესო მარკეტინგული კამპანია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კროკობეთის მიერ განხორციელებული პროექტი საქართველოს ფარგლებს გასცდა და SIGMA Europe-ს საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ნომინაციაში 2023 წლის საუკეთესო მარკეტინგული კამპანია.

იტალიურ კლუბში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში სრულიად ახალი მუხტი გაჩნდა და ნაპოლიმ, საქართველოს სახით, ერთგული გულშემატკივარი შეიძინა.

კროკობეთი, როგორც სპორტის ერთგული ქომაგი, იყო პირველი ქართული კომპანია, რომელმაც შეძლო გამხდარიყო ისეთი საერთაშორისო და ცნობილი კლუბის სპონსორი, როგორიცაა ნაპოლი. ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა კროკობეთის ლოგოს ნახვა დიეგო არმანდო მარადონას სახელობის ისტორიულ სტადიონზე, თუმცა ამ კამპანიის მიზანი იყო უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ფეხბურთის ფანებს მეტი გაეგოთ ქართული ხასიათისა და სიყვარულის შესახებ ამ სპორტის მიმართ.

სწორედ ამ იდეით შეიქმნა უნიკალური პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფდა პირდაპირ ფრენებს ნეაპოლის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში სტადიონზე მოეწყო სპეციალურად ქართველებისთვის გამოყოფილი ფან-ზონა, რომელიც ყოველ თამაშზე აერთიანებდა საგულშემატკივროდ ჩასულ ქომაგებს. ნეაპოლში გამართულ თითოეულ მატჩზე 200 ქართველი, ნაპოლის მაისურებითა და საქართველოს დროშებით, ტრიბუნებს ავსებდა, ქმნიდა დაუვიწყარ ემოციასა და სანახაობას.

ეს უპრეცედენტო გულშემატკივრობის ამბავი მალე ლოკალური და საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ფაქტი, თუ როგორ უჭერდნენ მხარს და გულშემატკივრობდნენ ქართველ ფეხბურთელს სხვა ქვეყანაში, ყველასთვის სამაგალითო და ემოციური იყო. ისეთი გავლენიანი გამოცემები, როგორიცაა New York Times, CBS Sports Golazo, La Gazzetta dello Sport აღფრთოვანებით წერდნენ ასეთი წარმოუდგენელი მხარდაჭერის შესახებ.

კამპანიამ ფეხბურთის მოყვარულ საერთაშორისო საზოგადოებას გააცნო ქართველი გულშემატკივარი, ლოკალურ ნეაპოლელ ხალხს შეაყვარა ჩვენი ქვეყანა, ხოლო ქართველ გულშემატკივრებს, მისცა საშუალება თავად გამხდარიყვნენ ამ საფეხბურთო ზეიმის თანამონაწილე.

ამ კამპანიით საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო ასპარეზზე, ხოლო Crocobet.com-სთვის SIGMA EUROPE-ის ჯილდოს მიღება საერთაშორისო აღიარების დასტურია.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია