📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Dev Fest ბრუნდება და 10 წლის იუბილეს აღნიშნავს ღონისძიების მიზანი ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების ცნობადობის ამაღლება, Google-ის სერვისების უფრო ახლოს გაცნობა, შესაძლებლობების გაზიარება და ახალი ეკოსისტემის შექმნაა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დეველოპერების საყვარელი, ყველაზე დიდი ფესტივალი Dev. Fest საიუბილეო ღონისძიებით ბრუნდება და ის საქართველოს ბანკთან და Google - თან პარტნიორობით, პირველ ოქტომბერს, თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება.

Google-ის ინიციატივით და მხარდაჭერით DevFest მთელ მსოფლიოში 2010 წლიდან იმართება. ღონისძიების მიზანი ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების ცნობადობის ამაღლება, Google-ის სერვისების უფრო ახლოს გაცნობა, შესაძლებლობების გაზიარება და ახალი ეკოსისტემის შექმნაა. DevFest ის ადგილია, სადაც თანამოაზრეებს იპოვით. ტექ-ენთუზიასტები, დეველოპერები, დიზაინერები, ანტრეპრენერები სწორედ ასეთ ღონისძიებებზე ერთიანდებიან და დიდ საზოგადოებას ქმნიან.

ტატო კუტალია - DevFest-ის ორგანიზატორი და Google Developer Expert-ი

1. Dev Fest ის შესახებ რომ მოგვიყვეთ.. ვისთვის არის Dev Fest?

DevFest ყოველწლიური ტექნოლოგიური ღონისძიებებაა, რომელიც Google - ის ინიციატივითა და მხარდაჭერით 2010 წლიდან იმართება. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად 500 - ზე მეტი DevFest ტარდება და ის 300 000 - ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. პირველი ქართული Google Developers Groups (GDG) ჯგუფი 2012 წელს შეიქმნა და ჯგუფის ინიციატივითა და ორგანიზებით არაერთი ღონისძიება, ვორქშოფი თუ პანელური დისკუსია ჩატარდა და საქართველოში, ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის იქცა სივრცედ, სადაც შეუძლიათ გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ჩარჩოებს, პროგრამულ ენებს და დეველოპერულ ხელსაწყოებს, შეხვდნენ სფეროს პროფესიონალებს და იპოვონ თანამოაზრეები. თუ გსურთ აჰყვეთ განვითარების სწრაფ ტემპს და კონკურენტუნარიან ბაზარზე შეინარჩუნოთ პოზიცია, ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ.

2. როგორც ვიცით, წელს 10 წლის ხდება ფესტივალი, რა დახვდებათ განსაკუთრებული მოსულ სტუმრებს?

დეველოპერების საყვარელი ფესტივალი 10 წლისაა. 1 ოქტომბერს საიუბილეო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს არაერთი სიახლე დახვდებათ. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, სადაც სტუმრები შეძლებენ დაესწრონ როგორც ინდივიდუალურ სესიებს, ასევე პანელურ დისკუსიებს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ვორქშოფებში, ფესტივალზე გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცეები, რომელიც დაეთმობა ტექნოლოგიების გამოფენას, სადაც მონაწილეები შეძლებენ სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობებით დაკავდნენ. ღონისძიების ბოლოს, სტუმრებს ნეთქვორქინგისა და განტვირთვისთვის, არაფორმალურ გარემოში, ცოცხალი მუსიკა და საჩუქრები დახვდებათ. წლევანდელი ღონისძიებაზე უკვე დარეგისტრირდა 1500 - მდე ადამიანი, რაც ძალიან გვახარებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ღონისძიების მნიშვნელობას და მასშტაბურობას. მოხარულები ვართ, რომ საქართველო უკვე მეათედ უერთდება ტექნოლოგიების გლობალურ ფესტივალს.

3. სპიკერებზე რას იტყვით, ვის უნდა ელოდნენ სტუმრები?

სტუმრებს წელს განსაკუთრებით მრავალფეროვან განრიგს ვთავაზობთ. წელს პირველად. Dev. Fest - ზე გვეყოლება 23 სპიკერი, 7 ქვეყნიდან. სპიკერებს შორის იქნებიან ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა : INTEL Corp; NordVPN; Google, საქართველოს ბანკი და სხვა. წამყვანი ქართული თუ საერთაშორისო კომპანიების ექსპერტები ისაუბრებენ და გაუზიარებენ ცოდნას მოსულ სტუმრებს. Dev Fest-ზე განვიხილავთ ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud, Google - ის ტექნოლოგიები, Software Engine პრინციპების გამოყენება, Machine Learning და Data Science. ასე, რომ დაესწარით სესიებს, დაუსვით შეკითხვები დარგის ექსპერტებს და მიიღეთ რჩევები, რომლებიც თქვენს კარიერასა და პროექტებს ახალ საფეხურზე აიყვანს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიების ფესტივალი - Dev Fest-ის გენერალური სპონსორები საქართველოს ბანკი და Google არიან.

გიორგი ვახტანგიშვილი - საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

საქართველოს ბანკი წლებია Dev Fest - ის მხარდამჭერია, რატომ არის საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი ეს პარტნიორობა?

ძალიან სასიხარულოა, რომ მსგავსი მასშტაბური ღონისძიება უკვე წლებია ტარდება საქართველოში და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ექსპერტების ლექციებს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ვორქშოფებში და გაიცნონ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები. საქართველოს ბანკი და Dev. Fest წლებია მეგობრობენ. ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეს პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ტექნოლოგიური სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციაში შევიტანოთ წვლილი.

აღსანიშნავია, რომ Dev. Fest მონაწილეობა უფასოა. იმისათვის რომ დაესწროთ ღონისძიებას, უნდა გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 30 სექტემბრამდე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!