📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

დიანა ტევანიანი - როგორ გახდა intera.ge-ის დიზაინერი მისი ლიდერი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დიანა ტევანიანი Intera-ს აღმასრულებელი დირექტორია, თუმცა მან აქამდე მოსასვლელად ხანგრძლივი და რთული გზა გაიარა. მანამდე დიანა დიზაინერი იყო.

როგორ გახდით Intera.ge-ს გუნდის წევრი, რა სახის სირთულეები გაიარეთ და როგორ დაძლიეთ გამოწვევები?
ჩემი პროფესიული გზა გრაფიკული დიზაინით დაიწყო, თუმცა ბოლო დეკადის განმავლობაში ვიმუშავე როგორც ბრენდის, ისევე UI/UX და ინტერიერის დიზაინის სფეროებში. ამ დროის განმავლობაში ათობით კომპანიას შევუქმენი კორპორაციული სტილი. ჩემი ნამუშევრები შეგხვდებათ როგორც ინტერნეტსივრცეში, ასევე გარეთ: შენობებზე, კლინიკებსა და თუ სასტუმროებში, ბანერებსა თუ მაღაზიის დახლებზე, შეფუთვის სახით.

Intera.ge-ის შევუერთდი დიზაინერის როლში. ვიმუშავე ჩვენი ვიზუალური შეფუთვისა და საიტის დიზაინზე. თუმცა ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. სპეციალურად ჩვენი პროდუქტის განვითარებისთვის შევისწავლე ინტერიერის დიზაინი, რათა გამომეყენებინა ცოდნა და დაკვირვებები ჩვენი ტექნოლოგიური კომპანიის საქმიანობაში.

რა სახის სიახლის შემოტანა გსურდათ ქართულ რეალობაში?
მყუდრო და კომფორტულ გარემოში ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაში, ინტერიერის დიზაინის შერჩევა კი რთული ამოცანაა.

Intera.ge-ის ინტერიერის რობოტ-დიზაინერი მომხმარებლის სურვილებისა და საქართველოს ბაზარზე არსებული მასალებისგან ინდივიდუალურ ინტერიერის დიზაინს ქმნის.

ამისათვის მომხმარებლის მხრიდან საჭიროა მხოლოდ ოთახის ზომის, სასურველი ავეჯის, ტექნიკისა და მასალების მონიშვნა. დიზაინი არ არის მხოლოდ ვიზუალი, ეს არის პრაქტიკულობისა და ესთეტიკის შერწყმა.

Intera-ში ჩვენ გვაქვს მისია, გავხადოთ ინტერიერის დიზაინის შერჩევა ყველასთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი.

სოციალურ მედიაში თქვენი გამოცდილების შესახებ გვიამბ. რომელ კომპანიებთან გითანამშრომლიათ და რამდენად დიდი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?
სოციალური მედიის განხრით მითანამშრომლია ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა "პარაგრაფი", "ჯინო ფერედაისი", "მარნეული", "თბილისი მარათონი" და სხვა. გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ მქონდა ჩემი ინდივიდუალური TikTok და YouTube-არხები, რამდენიმე ათეული ათასი გამომწერით. ამ გამოცდილების შედეგად დავაგროვე ცოდნა, რომელსაც ახლა წარმატებით ვიყენებ intera.ge-ს საკომუნიკაციო არხების განვითარებისთვის.

Intera.ge-ის ინტერნეტსივრცეში გამოჩენიდან პირველივე წუთებში ნათელი გახდა, რომ მომხმარებლისგან დიდი ინტერესია კომპანიის საქმიანობის მიმართ. Intera.ge-ის TikTok-არხზე უკვე 42 000 მიმდევარია.

რა გასწავლათ ამ წლების განმავლობაში თქვენმა საქმიანობამ და რას ურჩევდით დამწყებ დიზაინერებს?
მუდმივი განვითარება არის ის, რაც ყოველთვის გაგიხსნით ახალ ჰორიზონტებს, იმის მიუხედავად, დამწყები ხართ თუ პროფესიონალი. ჩვენი დღევანდელი სამყარო მუდმივად იცვლება და ეს განსაკუთრებით იგრძნობა ციფრულ ინდუსტრიაში.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, არ შეშინდნენ იმის გამო, რომ არ იციან საიდან დაიწყონ სწავლა და რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს მოგზაურობა, იმიტომ, რომ განვითარების გზა არასდროს მთავრდება. იგივე ხდება გამოცდილი დიზაინერების შემთხვევაშიც, რადგან ეს არის მოგზაურობა და არა დანიშნულების ადგილი. ასევე ვურჩევდი, თავი არ შეიზღუდონ არც გეოგრაფიული ლოკაციით, არც ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით. გარდა კლასიკური მიდგომისა, გამოიყენონ ის ბოლო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც არსებობს მსოფლიო ბაზარზე, მაგალითად ხელოვნური ინტელექტი და ვიზუალური გენერირება.

რას შთაგაგონებთ თქვენი საქმიანობა?
ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო არასტანდარტულ და დიდი გავლენის მქონე ამოცანებზე მუშაობა. Intera.ge კი ზუსტად ეს შემთხვევაა. ტექნოლოგიურ სტარტაპში მუდმივად სწრაფი განვითარებითა და მაღალი კონკურენტუნარიანობით უნდა გამოირჩეოდე. ყოველთვის მობილიზებული უნდა იყო, რაც მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და შრომას. მაგრამ როგორც კი წარმოვიდგენ, თუ რა სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს ამ საქმის კეთება, მაშინვე მავიწყდება ყველა სირთულე და თავს უფრო მოტივირებულად ვგრძნობ.

როგორ ფიქრობთ, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში როგორი იქნება თქვენი განვითარების გეგმა?

უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ ინტერიერის რობოტ-დიზაინერის შექმნაზე, რომელიც მოემსახურება მომხმარებლებს ისევე, როგორც ადამიანი-დიზაინერი. იმ განსხვავებით, რომ იქნება ავტომატიზებული, ბევრად სწრაფი და ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია