📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Entrepreneur და "ლეო ინსტიტუტი" წარმოგიდგენთ ვორქშოპს ლიდერებისთვის როგორ შევქმნათ საიმონ სინეკის "ნდობაზე დაფუძნებული გუნდი"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საიმონ სინეკი თავისი ბოლო წიგნის "უსასრულო თამაში" მე-7 თავში Shell URSA-ის ლიდერ რიკ ფოქსისა და მისი გუნდის დაუჯერებელ შედეგებზე წერს და ამ ისტორიას ნდობაზე დაფუძნებული გუნდის საილუსტრაციოდ იყენებს. ამ ტრანსფორმაციის ამბის უკან ლეო მეთოდოლოგიაა.

Entrepreneur Georgia და ლეო ინსტიტუტი წარმოგიდგენთ 1-დღიან ვორქშოპს ლიდერებისთვის - როგორ შევქმნათ საიმონ სინეკის "ნდობაზე დაფუძნებული გუნდი"

ვორქშოპი 28 ივნისს 10:30-ზე, სასტუმრო Hilton Garden Inn-ში გაიმართება.

ღონისძიების სპიკერი სამი კოენი, ლეო მეთოდოლოგიის თანაავტორი და ამ შთამაგონებელი ამბის მონაწილეა.

ვორქშოპზე სამი ისაუბრებს, რა არის ნდობაზე დაფუძნებული გუნდი, როგორ შეუძლია ლიდერს ნდობაზე დაფუძნებული კულტურის შექმნას შეუწყოს ხელი და რა როლი აქვს ნდობაზე დაფუძნებული გუნდის შენებას დაუჯერებელი შედეგების შექმნის პროცესში.

სამი კოენი "ლეო ინსტიტუტის" თანადამფუძნებელი და "ლეო მეთოდოლოგიის" თანაავტორია. ის უკვე 40 წელზე მეტია ადამიანებსა და ორგანიზაციებს ეხმარება შეცვალონ მენტალური მოდელები, ქცევები და სტერეოტიპები იმისათვის, რათა გახდნენ საკუთარი ცხოვრებისა და მიზნების ცნობიერი შემოქმედები. სამი პროფესიით ინდუსტრიული ინჟინერია, წლების განმავლობაში ის საკუთარი კომპანიის CEO იყო და ახლაც განსაკუთრებით შთააგონებს გუნდებთან და ლიდერებთან მუშაობა. მას სჯერა, რომ წარმატება და სილაღე ერთად თანაარსებობენ და ამაში თქვენც მარტივად დაგაჯერებთ. სამი მსოფლიო ბიზნესასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი და ორგანიზაციული სწავლების საზოგადოების მრჩეველია. ის აგრძელებს სემინარების ფასილიტაციას სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. სამი ორი წიგნის ავტორია: "ცხოვრება შიშს მიღმა" და "საუბრები ლეოსთან".

თუ ხართ მენეჯერულ პოზიციაზე და გუნდის მართვა თქვენი ყოველდღიური საზრუნავია, ეს ვორქშოპი თქვენთვისაა!

შეავსეთ მარტივი ფორმა და დაელოდეთ ღონისძიებაზე დასწრების დასტურს.

ვორქშოპში მონაწილეობა შერჩეული კანდიდატებისთვის უფასოა!

ღონისძიების პარტნიორია "ლურჯი ოკეანე".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ისტორიული აღიარება - "პორშე ცენტრი თბილისს" მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

"პორშე ცენტრი თბილისმა" ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო

ინდუსტრიული ტრენდები

Tertmeti - ჯადოსნურად ხარისხიანი ქართული ბრენდი

თუკი ერთხელ მაინც მოუსმენთ Tertmeti-ს დამფუძნებელს, მიხვდებით, რა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?