📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა თიბისი ბიზნესთან პარტნიორობით ჩატარდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისის მხარდაჭერით, ხვალ, ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით 2021 წლიდან ხორციელდება. აგრარული ოლიმპიადის კონცეფცია შემუშავებულია "სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის" მიერ, ხოლო ოლიმპიადის ორგანიზატორია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

ოლიმპიადის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის და ზოგადად, აგრარული დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, დარგით ახალგაზრდების დაინტერესებასა და მათი ჩართულობის ზრდას, აგრარული განათლების ხელშეწყობას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის კუთხით. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა წარმოადგენს აგრარული მიმართულებით ცოდნის გამოვლენისა და შეფასების ერთადერთ პლატფორმას საქართველოში.

გასული ორი წლის (2021 – 2022) განმავლობაში, ოლიმპიადაში მონაწილეობა 2000-მდე მონაწილემ მიიღო და გამოვლინდა 70 გამარჯვებული. 2022 წელს, ოლიმპიადის პარტნიორები იყვნენ ავსტრიის განვითარების სააგენტო, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ასევე კერძო სექტორის სხვადასხვა კომპანია. წელს ოლიმპიადის მხარდამჭერთა რიცხვს თიბისი ბიზნესიც შეუერთდა.

2023 წლის ეროვნული აგრარული ოლიმპიადა ჩატარდა სამ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე მოხდა მსურველთა რეგისტრაცია;
  • მეორე და მესამე ეტაპზე, დარეგისტრირებულ მონაწილეებს ტესტირებები ჩაუტარდათ.
  • დაჯილდოების ცერემონია კი, ხვალ, 22 ნოემბერს გაიმართება.

თიბისი გამარჯვებულებს ფულად პრიზებს გადასცემს:

1 ადგილი – 1500 ლარი
2 ადგილი – 1000 ლარი
3 ადგილი – 500 ლარი

უკვე ორი წელია, აგრარული ოლიმპიადა ტარდება წარმატებით, რაც ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფის აქტიური მუშაობის, პარტნიორების და სპონსორების გაზრდილი მხარდაჭერის და რაც მთავარია, მონაწილეობის მსურველთა ინტერესის ზრდის შედეგია.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!