📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Esports Insider-ი და SMH Sports-ი აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში თანამშრომლობას იწყებენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

eSports-ის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა, Esports Insider-ი და საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცია, SMH Sports-ი სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებში ერთობლივ გაფართოებას გულისხმობს.

როგორც Esports Insider-ის დამფუძნებელი და დირექტორი, სემ კუკი აღნიშნავს, SMH Sports-თან პარტნიორობა - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. "SMH Sports-თან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო Esports Insider-ის გუნდს ძალების გაერთიანება და eSports-ის მიმართულებით ამ სიცოცხლით სავსე რეგიონში გაფართოება ძალიან გვახარებს".

ორ კომპანიას შორის დაწყებულ პარტნიორობას SMH Global-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ლაშა მაჭავარიანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის - ინოვაციისა და ამბიციურობის იდეალურ ნაზავს წარმოადგენს. "ეს თანამშრომლობა ინოვაციურობისა და ამბიციურობის სიმბოლოა.

Sports Global-თან წარსულში არაერთ პროექტზე მუშაობის გამოცდილება გვქონდა და ახლა, დრო არის ჩვენი სინერგიული ეფექტი არნახულ მასშტაბებამდე გავზარდოთ მის შვილობილ კომპანია Esports Insider-თან ერთად".

როგორც კომპანიების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, სტრატეგიული პარტნიორობა ისეთ ქვეყნებს მოიცავს, როგორიცაა: საუდის არაბეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები. "SMH Global-ის ფართო ქსელისა და Esports Insider-ის ინოვაციური გამოცდილების წყალობით, რომელიც ინდუსტრიაში ყველაზე დიდი მედია გამოცემა და სამიტების/კონფერენციების ორგანიზატორია, eSports ამ დინამიკური ქვეყნების კულტურული ქსოვილის ნაწილად გადააქცევს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

"მემკვიდრეობის შექმნა გვსურს და არა - ნაკვალევის დატოვება. ჩვენი მიზანია, აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში და ახლო აღმოსავლეთში eSports-ინდუსტრიაში გარდატეხა შევიტანოთ და ეს თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას, ეს ხედვა - რეალობად ვაქციოთ", - აღნიშნა ლაშა მაჭავარიანმა, რომელსაც სემ კუკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ SMH Global-თან პარტნიორობით, ზემოხსენებულ რეგიონებში eSports-ის გამოცდილება რადიკალურად შეიცვლება."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია