📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გილოცავთ, თქვენ გელით სიკვდილი! ეს სტატია მათთვისაა ვინც ყოყმანობს, სამსახური დაიწყოს თუ ბიზნესი. ან ვისაც ახლა სამსახური უკვე აქვს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ შენ მშვენიერი სამსახური გაქვს, თანაც ქალაქის ცენტრში, ესეიგი შენი თანამშრომლები დავარცხნილი და მოწესრიგებულები დადიან სამსახურში. კორპორატიულ წვეულებებზეც სურათებში ლამაზად გამოდიხარ, ხელფასიც ყველა იმ პარასკევს გერიცხება როცა კალენდარში თარიღი შაბათ-კვირას ემთხვევა.

დაზღვევასაც ცოტას დაამატებ და გაკრიალებულ კლინიკებში მიიღებ სამედიცინო მომსახურეობას. მეგობრების დაბადების დღეებზე საჩუქრის ფულსაც თამამად ''დადებ'' და კუთვნილ შვებულებასაც ''გასთორავ'' სადმე, აღმოსავლეთი ევროპიდან.

მაგრამ ამ ყველაფერში თუ იპოთეკა ჩაერევა, არამცთუ ''ვიქენდებზე'' რამდენიმე ჭიქა კოქტეილის ყიდვა შეძლო, აი იმ ზემოთხსენებულ დაბადების დღეებზეც კი ფული რომ გაქვს დადებული, იგივე ტანსაცმლის ჩაცმა მოგიწევს რითიც სამსახურში დადიხარ.

ზაფხულის პრაღა ვეღარ მაგრამ, არჩევანი მაინც გრჩება: ქართულ სოფლებში ცივი ჭაჭით ყელის ჩაკოკლოზინება პენსიონერ მობირჟავეებთან, ან ქარიან ეგვიპტეში ''ნიჟნი ნოვგოროდიდან'' გამოღწეულ მთვრალ რუსებთან ერთად აუზში შხაპუნობა.

რაც არ უნდა მქუხარე ტაშით გადმოგცემდეს კორპორაცია გაზრდილი ხელფასის სერთიფიკატს, სამწუხაროდ, განვითარებად ქვეყანაში ინფლაციის სიჩქარე ახალი ხელფასის ნიშნულს, მსყიდველობით ვერც კი უტოლდება.

მაშინ როცა, უკვე კარგ სამუშაო გამოცდილებას დააგროვებ და ოჯახსაც მოეკიდები, ნიშნობაზე, ქორწილზე, ბავშვის ნათლობასა თუ ვალენტინობაზე, ლატარიასავით დაგიბრუნდება ზუსტად იმდენი ფული, რამდენ დაბადების დღეზე, გასვენებაზე ან მშობიარობაზეც შენ დადე. თუმცა, ამ დროს იპოთეკის პროცენტი უკვე შეცვლილია, ვიზეარის ბილეთები გაძვირებული და არჩევნებიც მოახლოებული.

თუ შენ, ახლა სტუდენტი ხარ, ან მალე დაამთავრებ და რამდენიმე გასაუბრებაზეც უკვე დაგიბარეს, კარგად დაფიქრდი რას შექმნი ყოველ მომდევნო ხუთ წელიწადში შენთვის, შენი ოჯახისთვის ან მომავალი თაობისთვის.

ხოლო, თუ გადაწყვეტ რომ ბიზნესი წამოიწყო, ასეთი გზა გელოდება:

გახდე ანტრეპრენერი ნიშნავს: ომს იწყებდე ყოველ დღე, შფოთვისგან გათანგული იძინებდე ყოველ ღამე. ხედავდე, თუმცა ხან უგულველყო და ხანაც გაბრაზდე კორუფციაზე. ''მამასისხლად'' გენანებოდეს ყველა გადახდილი გადასახადი ყველა იმ ჯერზე, როცა სახელმწიფოს უუნარობა შენს ფანჯრებზეც აკაკუნებს.

ეს ნიშნავს უმკლავდებოდე იმ მოვლენას, ბიზნეს გეგმაში რომ ''გაუთვალისწინებელი ხარჯი'' დავარქვით.

ეს არის გამკლავება იმ დამდგარ რისკთან, ვერცერთ უნივერსიტეტში რომ ვერ გასწავლიან.

და მე გპირდებით, რომ ყველა დილას გაიღვიძებთ ზმანებით, თითქოს დიდი სიჩქარით კედელს ეჯახებით!

და ამ ყველაფრის მიუხედავად ანტრეპრენერობა ეს არის თავისუფლება. ეს არის მიზანდასახულობა. ეს არის გამარჯვება და ეს არის წარმატება!

გახდე ანტრეპრენერი ეს აუცილებელია! აუცილებელია ეკონომიკისთვის, სტაბილურობის ჯაჭვის სიმყარისთვის და სწორი პოლიტიკური კურსისთვის.

ანტრეპრენერობის გარეშე, არამცთუ ვერ დავეწევით სამყაროს მოძრაობის ტემპებს, ვერ მივაღწევთ განვითარებულობის სტატუსს და ვერასოდეს გამოვალთ ამ ზაზუნას დღეებიდან, ეხლა რომ ვიმყოფებით.

მნიშვნელობა არ აქვს ეხლა რამდენი წლის ხარ, ან რა ფაკულტეტზე სწავლობ, ან რისი ბიზნესი გეხიბლავება, მთავარია გაბედო! სამყაროში არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ძალაუფლება ვიდრე ახალგაზრდობაა….

ახალგაზრდა ანტერპრენერს თავს ზევით ძალა აქვს. ახალგაზრდა ანტრეპრენერს შეუძლია საკანონმდებლო ცვლილება. ახალგაზრდა ანტრეპრენერს შეუძლია ინფლაციის ტემპის შეჩერება. ახალგაზრდა ანტრეპრენერს შეუძლია აბეზარი ბუზი ისე სწრაფად აქციოს მდიდარ სპილოდ…

და რაც მთავარია, ახალგაზრდა ანტრეპრენერს შეუძლია შექმნას ისეთი კორპორაცია, სადაც თანამშრომლები ერთმანეთს ინოვაციებში ეჯიბრებიან….

მაკო ქავთარაძე

Spy Recipe-ის და რეცეპტების მუზუმის დამფუძნებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს