📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ქართველები Adobe-ის დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ში გაემგზავრებიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორც უკვე ცნობილია, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოც ემზადება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში, პირველად საქართველოში, IT აკადემია STEP-ისა და BTU-ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, "სტეპში" გაიმართა კრეათონი გრაფიკულ დიზაინში, რომელმაც 3 გამარჯვებული - რეგიონული ჩემპიონები გამოავლინა.

რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, Adobe-ის სერტიფიცირება 30-მა ახალგაზრდა დიზაინერმა გაიარა. კრეათონის მონაწილეებს, უნდა შეემუშავებინათ პრინტ-ნამუშევრები თემაზე: "ჰაერის დაბინძურება - საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის". ნამუშევრები, კი სპეციალურმა ჟიურიმ რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა.

Adobe Certified Professional World Championship - ეს არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 30 ივლისიდან – 2 აგვისტომდე, აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში იმართება. წელს ჩემპიონატში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც წარდგება.

რამდენიმე დღის წინ, რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებულებმა წარმატებით გაიარეს აშშ-ის ვიზის მიღების ეტაპი და დარჩენილ დროს, უკვე, ჩემპიონატისთვის მზადებას დაუთმობენ.

ღონისძიების ორგანიზატორები - IT აკადემია STEP და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი-BTU

ღონისძიების მხარდამჭერები - GITA, Marketer, ACAG, CG Georgia

პროექტის გენერალური მხარდამჭერი TBC

ღონისძიების ტექნოლოგიური პარტნიორი - Lenovo
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!