📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

კლიენტის კმაყოფილება, როგორც J&J Consulting-ის ნიშა და შედეგზე ორიენტირებული იურიდიული პრაქტიკა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"კოვიდ"-პანდემიამ კაცობრიობას, შესაძლოა, ძალიან ბევრი გაკვეთილი ასწავლა, თუმცა ამ პერიოდმა ყველა სფეროში ბიზნესის წარმოების ინოვაციური და ახალი მოდელების საჭიროებაც გააჩინა. სწორედ ასეთი საჭიროება დაინახეს J&J Consulting-ის დამფუძნებლებმა ორი წლის წინ და იურიდიული მომსახურების ახალი მოდელი შესთავაზეს მომხმარებლებს.

J&J Consulting-ის დამფუძნებლები და პარტნიორები ნინო და მიხეილ ჯულაყიძეები არიან. როგორც Entrepreneur-თან ინტერვიუში ჰყვებიან, ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმსა და თითქმის სრულად outsource-ზე გადასულმა სამუშაო გარემომ მათ დაანახა, რომ იურიდიული მომსახურებაც უნდა აჰყოლოდა ტრენდებს და იდენტურად ემუშავა კლიენტებთან, როგორც სხვა ბიზნესს.

ერთი მხრივ, კომპანიების მხრიდან მოთხოვნამ outsource-იურიდიულ მომსახურებაზე, მეორე მხრივ კი მათმა სურვილმა, ბაზარზე არსებული მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ, ნინო და მიხეილი J&J Consulting-ის დაარსების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

"კომპანიის დაფუძნებისას მიზნად დავისახეთ, მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა კვალიფიციური, ბიუჯეტური და მათ საჭიროებებზე მორგებული იურიდიული მომსახურება", − ნინო ჯულაყიძე.

J&J Consulting სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ოპერირებს და როგორც ბიზნესს, ისე კერძო პირებს კვალიფიციურ, ხარისხიან და რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებულ სამართლებრივ მომსახურებას სთავაზობს.

J&J სახელის ქვეშ იურიდიული კომპანია და ტრენინგ-ცენტრია გაერთიანებული. იურიდიული კომპანიის დაფუძნების შემდგომ ცვალებად სამართლებრივ გარემოში საქმიანობამ დამფუძნებლებს დაანახა აუცილებლობა, რთული და პრობლემატური საკითხების შესახებ მოესმინათ ისეთი კვალიფიციური ექსპერტების მოსაზრებები, როგორებიც არიან სააპელაციო/უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები. ასე გაჩნდა J&J Training Center-ის შექმნის იდეა, რომლის საქმიანობა J&J Consulting-ს აძლევს საშუალებას ერთ-ერთმა პირველებმა მიიტანონ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ზუსტი ინფორმაცია პარტნიორ კომპანიებამდე.

როგორც პარტნიორები Entrepreneur-თან ჰყვებიან, დაფუძნების შემდეგ პირველი წელი გამოწვევებითა და სირთულეებით იყო სავსე, რაც ბიზნესის დაწყებისას ბუნებრივიცაა. კონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრება და კლიენტებისთვის იმის ჩვენება, რომ სანდო პარტნიორები არიან, ცხადია, დაუღალავ მუშაობას მოითხოვდა.

"პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მუდმივად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ, რის გამო შეიძლება ხშირად მოგვიწიოს მიზნამდე მიმავალი გზის შეცვლა, თუმცა ამ მიზეზით უარი არ უნდა ვთქვათ დასახულ მიზნებზე", − მიხეილ ჯულაყიძე.

თუმცა დაარსებიდან ორი წლის თავზე დამფუძნებლები ამბობენ, რომ განვლილი პერიოდით ამაყები არიან. მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, მათ შეძლეს და კომპანიებს დაანახეს, რომ ბიზნესსექტორისთვის სანდო იურიდიული პარტნიორები გახდნენ. J&J Consulting-ში ყოველ ქეისზე მუშაობას შესაძლებლობების მაქსიმუმს ახარჯავენ, რათა სასურველი შედეგი მიიღონ. ეს მიდგომა ეხმარებათ, თითოეულ კლიენტთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ჰქონდეთ.

"გამოწვევებს ყოველდღიურად ვაწყდებით ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა ვიცით, რომ მათი გადალახვა უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რათა წინსვლა არ შევწყვიტოთ და მუდმივად განვვითარდეთ", − ამბობენ ნინო და მიხეილ ჯულაყიძეები.

რა არის მოკლე დროში მათი წარმატების ფორმულა? − J&J Consulting-ის პარტნიორები ამბობენ, რომ საქმისადმი სიყვარული და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირება ყველაზე დიდ როლს თამაშობს.

ნინო და მიხეილი ფიქრობენ, რომ ყოველი გამოწვევა ახალი გაკვეთილის სწავლისათვის უნდა გამოიყენონ და, შესაბამისად, მუდმივად ზრდაზე ფოკუსირდნენ. სწორედ ამ მიდგომით მოახერხეს ორ წელიწადში წარმატების მიღწევა და პარტნიორი კომპანიების ნდობის მოპოვება.

"კომპანიის შენების მნიშვნელოვანი წინაპირობაა გიყვარდეს შენი საქმე, იზრდებოდე გამოწვევების წარმატებით დაძლევისას და მუდმივად ფიქრობდე კვალიფიკაციის ამაღლებაზე".

ნინო და მიხეილი კომპანიის სერვისების სრულყოფაზე აქტიურად მუშაობენ და სურთ სამშენებლო, სადისტრიბუციო და Retail-სექტორის წარმომადგენლებს მათ საჭიროებებზე მორგებული ექსკლუზიური იურიდიული მომსახურება შესთავაზონ. ეს ბიზნესს დაეხმარება თავიდან აირიდონ სამართლებრივი სირთულეები, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობას ახლავს.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!