📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Lambda Gaming საუკეთესო სტარტაპ იდეის გამარჯვებულია — წარმატება SiGMA Europe 2023-ზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

SiGMA არის დიდი ფორუმი iGaming ინდუსტრიაში, სადაც თავს იყრიან სფეროს მნიშვნელოვანი აქტორები, პროფესიონალები, ექსპერტები და 25000-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. მალტაში, SiGMA Europe 2023-ზე ქართული კომპანია Lambda Gaming წარდგენილი იყო საუკეთესო სტარტაპ იდეის ნომინაციაში, საკუთარი უნიკალური იდეით.

8Bit თამაშები ესაა მიდგომა, რომელიც ინდუსტრიაში ორი ძირითადი კონტენტ მიმართულების ინოვაციურ ალტერნატივას გულისხმობს, რომელიც ინსპირირებულია ლეგანდარული ნოსტალგიური თამაშებით.

"ნომინაციაში საუკეთესო სტარტაპ იდეა, გამარჯვებულია: Lambda Gaming!"


8Bit თამაშები, მთავარი სამიზნე აუდიტორიისთვის - მილენიალებისთვის, რომლებიც გაიზარდნენ კომპიუტერულ თამაშებთან ერთად, ასოცირდება ბავშვობის გამოცდილებასთან. Lambda Gaming-ის მთავარი მიზანი, არის სწორედ ტრადიციული გეიმინგის ჰარმონიული შერწყმა iGaming-თან. ხოლო, თამაშები: 8Bitman, 8Bit Plinko და 8Bit 2048 წარმოადგენენ ახალ უნიკალურ გამოცდილებას, Რომელშიც ტრადიციული პროდუქტების რთული მათემატიკა და მინი თამაშების მარტივი გეიმფლეი არის შეზავებული, რამაც დიდ სცენაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.

თამაშების კლასიკური ხაზის გარდაქმნა მოდერნისტული მიდგომებით და ახლებური გამიფიკაციის მეთოდებით, ესაა მიმართულება, რომელზეც Lambda Gaming-მა ორიენტირი აიღო და საუკეთესო სტარტაპ იდეის ჯილდო დაისაკუთრა.



"ბაზარი ითხოვს ინოვაციას და ჩვენ ვქმნით თამაშებს, რომლებიც ტრადიციული პროდუქტის რეალობას არ იმეორებს" - დავით სიჭინავა, Lambda Gaming-ის დამფუძნებელი

SiGMA Europe 2023-ზე არაერთი ქართული ნომინაცია და გამარჯვება ვიხილეთ. ეს ხაზს უსვამს ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას გლობალურ ბაზარზე. ხოლო, Lambda Gaming-ის წარმატება საუკეთესო სტარტაპ იდეის ნომინაციაში, ნიშნავს მისი პოტენციალის აღიარებას iGaming-ის მომავლის შესაცვლელად.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!